სტეფანე III (IV)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტეფანე III (IV)

სტეფანე III (IV)[1] (ლათ. Stephanus PP. III; დ. ? – გ. 3 თებერვალი, 772) – რომის პაპი 768-772 წწ.

დაიბადა სიცილიაში. რომაელების მიერ იქნა არჩეული და დაუპირისპირდა ლანგობარდების მიერ არჩეულ ფილიპეს და მიწათმფლობელების მიერ დაყენებულ კონსტანტინე II-ს – ორ ანტიპაპს. მის დროს მოიწვიეს რომის საეკლესიო კრება, რომელზედაც პატიების ვედრებით წარსდგა კონსტანტინე II. ანტიპაპს თვალების დათხრა არ აკმარეს და სამუდამოდ მონასტერში გამოკეტეს. პაპმა კარლოს დიდი მოიწვია ლანგობარდების წინააღმდეგ, მაგრამ პიპინ მოკლეს შვილი აყოვნებდა, მაშინ შეშინებულმა სტეფანემ მუხანათურად გაუღო რომის კარი ლანგობარდების მეფე დეზიდერიუსს, რაზეც რომაელები დაუპირისპირდნენ და დეზიდერიუსთან ერთად გაიქცა რომიდან.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ორმაგი ნუმერაცია დამტკიცებულია ვატიკანის მეორე საეკლესიო კრების მიერ, პაპ სტეფანე II-ის პაპების სიიდან ამოგდების შედეგად.
წინამორბედი:
პავლე I
რომის პაპი

768757
შემდეგი:
ადრიანე I