ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
World Health Organization
منظمة الصحة العالمية
世界卫生组织
Organization mondiale de la Santé
Всемирная организация здравоохранения
Organización Mundial de la Salud
Flag of WHO.svg
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
აბრევიატურა

ჯმო

დაარსების თარიღი

1948 წლის 7 აპრილი

ოფიციალური ენები

ინგლისური, ესპანური, რუსული, ფრანგული, ჩინური, არაბული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაგაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური დაწესებულება. მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1948 წელს. მასში გაერთიანებულია 194 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო. შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. გენერალური დირექტორია მარგარეტ ჩანი. ორგანიზაციის მიზანია ყველა ხალხის მიერ ჯანდაცვის მაღალი დონის მიღწევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ შემოიფარგლება სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლით, იგი წყვეტს, აგრეთვე, სოციალურ პრობლემას საერთაშორისო მასშტაბით (ცალკეული სახელმწიფოებისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენა, სამედიცინო კვლევების ხელშეწყობა და სხვ). იგი სისტემატურად აქვეყნებს სხვადასხვა სახის დიდძალ სტატისტიკურ ინფორმაციას (მაგ., შობადობას, ეპიდემიებს, ტრავმატიზმს, სხვადასხვა დაავადებათა შესახებ).[1]

ორგანიზაციის მიზანია მსოფლიო ხალხების ჯანმრთელობის მაღალი დონის მიღწევა. აღნიშნულის განხორციელებას ემსახურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტრატეგია „ჯანმრთელობა ყველასათვის 21-ე საუკუნეში“, რომელიც მიღებულ იქნა 1998 წელს. აღნიშნული სტრატეგია ითვალისწინებს ადამიანთა ჯანმრთელობის ისეთი ხარისხის მიღწევას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა ადამიანს იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. ჯანმრთელობა აღიქმება, როგორც ადამიანური განვითარების უმთავრესი კომპონენტი.[2]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მისი ასამბლეა, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება. აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი კომიტეტი. იგი შედგება ორგანიზაციის წევრი 30 სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც ირჩევს ასამბლეა; კომიტეტი იკრიბება წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ მაინც. ადმინისტრაციული ორგანოა სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი. ფუნქციონირებს, აგრეთვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 6 რეგიონალური ორგანიზაცია: დანიაში (კოპენჰაგენი), აშშ-ში (ვაშინგტონი), სამხრეთ-დასავლეთ აზიაში (დელი), ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში (ალექსანდრია), წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში (მანილა), აფრიკაში (ბრაზავილი).[3]

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია 1992 წლიდან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკოორდინაციო ოფისი საქართველოში დაარსდა 1993 წელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დაჯგუფებულნი არიან რეგიონული პრინციპით, საქართველო მიეკუთვნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს, რომელიც მოიცავს 53 წევრ ქვეყანას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების ძირითადი განმახორციელებელია.[4]

სქოლიო[რედაქტირება]