გრიგორიანული კალენდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგორიანული კალენდარი, გრიგოლის კალენდარი — ახალი სტილი, წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც შემოიღეს 1582 წელს რომის პაპის გრიგოლ XIII-ის დროს (აქედანაა სახელწოდება).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1582 წლის 5 ოქტომბერს რომის პაპმა გრილოლის დროს იულიუსის კალენდარს მიემატა 10 დღე და გამოცხადდა 15 ოქტომბრად. თუ XVI საუკუნის გასულს განსხვავება იულიუსისა და გრიგოროლის კალენდრებს შორის იყო 10 დღე, 1900 წლიდან განსხვავება გმოიხატება 13 დღით. პირველად იგი შემოიღეს XVI საუკუნის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში. პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთსა და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან — გერმანიაში (XVII-XVIII სს.), ინგლისში (XVIII ს.), იაპონიაში (XIX ს.). 1752 წლის 2 სექტემბერს დიდი ბრიტანეთი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა, თითქმის ორი საუკუნით გვიან ვიდრე დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი.

რევოლუციის წინადროინდელ რუსეთში ახალი სტილი არ იყო შემოღებული. იგი შემოიღეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1918 წლის 24 იანვრის დეკრეტით. ამ დროისათვის იულიუსის კალენდარი 13 დღე-ღამე „ჩამორჩებოდა“, ამიტომ 1 თებერვალი 14 თებერვლად გამოცხადდა. კვირის დღეები ორივე კალენდარში ერთი-მეორეს ემთხვევა. ამჟამად მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში გრიგორიანულ კალენდარს იყენებენ.

კალენდრის შეცვლა საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წელს მოხდა რევოლუცია. საკანონმდებლო ორგანოებში დაისვა კალენდრის საკითხიც. 1918 წლის 14 აპრილს კირიონ მოუვიდა ტელეფონოგრამა: „აპრილის 13 მიღებულ იქმნა კანონი ამიერკავკასიის რესპუბლიკებში ახალი დროთა აღრიცხვის შესახებ; აპრილის 18 უნდა ცნობილ იქმნას მაისის პირველად. აღდგომა იდღესასწაულება მაისის 5 (ძვ. სტ. 22 აპრილს). ამის მიხედვით მოძრავი დღესასწაულები წაიწევიან წინ 13 დღით. ინებეთ სათანადო განკარგულება“. ტელეფონოგრამა მოსმენილ იქმნა საკათალიკოზო საბჭოში.

ამრიგად საქართველოში ახალი სტილი შემოიღეს 1918 წელს: ძველი სტილით 18 აპრილი გამოცხადდა ახალი სტილით 1 მაისად[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]