|   ENG

 
 
ზაფხულის საღამოები დმანისში: „მეცნიერების კვალდაკვალ“19.07.2011.

  საქართველოს ეროვნული მუზეუმი და დმანისის საველე სკოლა წარმოგიდგენთ საჯარო

ლექციების საღამოებს დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში.

პროგრამა მოიცავს:

• საინტერესო ტურს დმანისის ნაქალაქარსა და არქეოლოგიურ ძეგლზე

• საჯარო ლექციების ციკლს მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ

• საღამოს კოქტეილს

• კომფორტულ მგზავრობას: თბილისი-დმანისი-თბილისი

პირველ ლექციას, 26 ივლისს, წაიკითხავს ანთროპოლოგი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის

ადამიანის ევოლუციის ისტორიის კვლევითი ცენტრის დირექტორი და პროფესორი, სმითსონიანის

ინსტიტუტის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერი, დოქტორ ბერნარდ

ვუდი. ლექციის თემაა “გვარი ჰომოს წარმოშობა“


ხალხური რეწვის გაკვეთილები15.07.2011.

9 ივლისი - 9 ნოემბერი, 2011

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქართული ხალხური რეწვის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გიწვევთ ხალხური რეწვის უფასო გაკვეთილებზე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ  მუზეუმში ღია ცის ქვეშ.

 პროექტის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციის შენარჩუნება. პროექტი ხორციელდება UNESCO- მხარდაჭერით. საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყრელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება.


საჯარო ლექცია რესტავრაციის ტექნოლოგიებზე24.06.2011.

 23 და 27 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ლექციას წაიკითხავს მსოფლიოში ცნობილი იტალიელი რესტავრატორი ჯანლუიჯი კოლალუჩი. ლექციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრება.



ჯანლუიჯი კოლალუჩი 1980–1994 წლებში მუშაობდა მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელის რესტავრაციაზე. 2003 წელს მან მიიღო (FCG – Cristóbal Gabarrón Foundation -Fundación Cristóbal Gabarrón) რესტავრაციისა და კონსერვაციის საერთაშორისო ჯილდო, კულტურულ მემკვიდრეობაში 50 წლიანი პროფესიული მოღვაწებისთვისა და განსაკუთრებული წვლილისათვის, რომელიც მან მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელის რესტავრაციის საქმეში შეიტანა. 


ინდოელი სახალხო მხატვრის ბაბიტა ბისვას გამოფენა14.06.2011.

 21 ივნისი - 20 ივლისი,  2011

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ ინდოელი (ვარლი) სახალხო მხატვრის ბაბიტა ბისვას გამოფენას.  

 

ვარლის მხატვრობა ჩაისახა მაჰარაშტრაში (დასავლეთ ინდოეთის შტატი) სადაც ვარლის ტომი ძროხის ნაკელით შელესილ, უბრალო თიხითა და ლერწმით ნაგებ ქოხებში ბინადრობს.

ვარლელი ტომის ქალები თავიანთ კარ-მიდამოს ქორწილებისა და სხვა დღესასწაულების დროს  სხვადსახვა ფერის გეომეტრიული ფიგურებით ამკობენ. ამ ნახატებით ისინი მოგვითხრობენ თავიანთი ცხოვრების, დღეობა-დღესასწაულებისა თუ ღმერთის შესახებ.


აუქციონი24.05.2011.
სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს   პირობებიან საჯარო  აუქციონს სამუზეუმო   მაღაზიის მოწყობის მიზნით   მუზეუმის ბალანსზე  რიცხული არასაცხოვრებელი  შენობის ფართების  სარგებლობის (იჯარით) უფლებით  გადაცემაზე 20 წლის ვადით.   
ლოტი #ქონების დასახელებაადგილმდებარეობაკვ.მსაწყის გასაყიდიი ფასი (ლარი)ბე (ლარი)ბიჯი (ლარი)მონაწილის ბილეთი (ლარი)
1არასაცხოვრებელი შენობაქ. თბილისი რუსთაველის გამზ #3 62.413728.004118.4080.0050.00
2არასაცხოვრებელი შენობაქ. თბილისი რუსთაველის გამზ #115612320.003696.0080.0050.00
 

                                  ფასები მითითებულია ეროვნულ ვალუტაში.

  

საჯარო აუქციონში მონაწილეთა განცხადების მიღება მიმდინარეობს  საქართველოს ეროვნულ მუზემში მე-2 სართულზე 309-ე ოთახში, 2011 წლის 24 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით ყოველდღე 14:00 საათიდან  17:00 საათამდე (უქმე/ ან და არასამუშაო დღეების გარდა), ხოლო  აუქციონის ჩატარების დღეს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე.

 საჯარო აუქციონი ჩატარდება   2011 წლის 23  ივნისს  16 სთ-ზე   ქ. თბილისი, ფურცელაძის #3 -ში.






Events Calendar By TERMO
ივლისი 2011
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31

[ << ივნისი | აგვისტო >> ]