Eng | Rus | Geo  
15 აგვ. '08 | ბოლო განახლება: 21:51 - 14 აგვ.'08
მთავარი ახალი ამბები პოლიტიკა არჩევნები ეკონომიკა სამხედრო ფოტო არქივი
 
პარლამენტმა დსთ-დან გამოსვლას დაუჭირა მხარი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 აგვ.'08 / 19:05

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ.

კერძოდ, მოახდინა სამი ხელშეკრულების - "1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ", "1993 წლის 22 იანვრის დსთ-ის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესდებისა" და "1993 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებათა ეკონომიკური კავშირის შესახებ" - დენონსაცია. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ სხდომაზე გამოსვლისას პრეტენზიები გამოთქვა დსთ-ს ცალკეული სახელმწიფოების მიმართ, ”რომელთაც ამ მძიმე დღეებში საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და საქართველოში მცხოვრები, მათ შორის მათი თანამემამულეების მიმართ არ გამოხატა თავისი პოზიცია” რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 აგვისტოს გაახმოვანა გადაწყვეტილება დსთ-დან გამოსვლის თაობაზე და განაცხადა, რომ რუსული ჯარები ”საოკუპაციო ძალებად” გამოცხადდებიან. 

აფხაზეთში განლაგებული რუსული ძალები დსთ-ს სამშვიდობო ფორმატით მოქმედებდნენ. თუმცა მათი ყოფნა რეგიონში ასევე გათვალისწინებულია საქართველოსა და რუსეთის მეთაურთა შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც სამშვიდობოები ტოვებენ რეგიონს, როცა ამას ერთ-ერთი მხარე ოფიციალურად მოითხოვს.

უახლესი ამბები

14 აგვ. '08 | 21:51
გეითსი: სამხედრო ძალის გამოყენების პერსპექტივა არ არსებობს
14 აგვ. '08 | 21:46
შსს-ს რუსების მიერ გამოყენებულ რაკეტებზე საუბრობს
14 აგვ. '08 | 20:36
”დაუცველად დატოვების” გამო გაბრაზებული მოსახლეობა კონფლიქტის ზონას ტოვებს
14 აგვ. '08 | 19:19
ქართველ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ჩართვისას ესროლეს
14 აგვ. '08 | 19:05
პარლამენტმა დსთ-დან გამოსვლას დაუჭირა მხარი
14 აგვ. '08 | 17:49
პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს
14 აგვ. '08 | 17:48
თურქეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა
14 აგვ. '08 | 17:29
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს თხოვნით მიმართავს
14 აგვ. '08 | 17:24
ეუთოს წარმომადგენელი: სიტუაცია კვლავ ”მყიფეა”
14 აგვ. '08 | 17:01
გაეროს სააგენტოები ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მოუწოდებენ
სხვა ამბები »   

About Civil Georgia
Civil.Ge © 2001-2008, Daily News Online
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
Visitors
Since July 1, 2001