პოსტები კატეგორიიდან „9 მაისი, მეორე ნახევარფინალი“

12 May

მეორე სეზონის მეორე ნახევარფინალი

მეორე ნახევარფინალს სიურპრიზების ნახევარფინალი დავარქვი! აბა, სხვაგან სად დგანან სცენაზე ჩაკ ნორისი და გივი სიხარულიძე  ერთად? ან რომელ შოუს აქვს ასაფრენი ბილიკი და აუზი, სადაც ქალთევზების დასაჭერად ვანიკო ანკესით მიდის?

ხუმრობა იქით იყოს და ვფიქრობ, განსახილველი ბევრი საკითხია ამ ათეულში. ასე რომ:

ნიღბების ცეკვა

ნიღბების ცეკვაში რომ ცეკვა კი არა, ნიღბების სწორად შერჩვა-გამოყენებაა მთავარი, ამაში ალბათ არავინ შემედავება. თუმცა ამჯერად, ქასთინგთან შედარებით, ცეკვაც უკეთესად იყო დამუშავებული. იუმორის საკმარისი დოზა (განსაკუთრებით ჩაკ ნორისის და გივი სიხარულიძის “ეპიზოდი” იყო სახალისო) და მთავარი, ნომრის კულმინაცია- ბევრი გეგა! არ ვიცი საკუთარი თავის დანახვაზე ავტომატურ რეჟიმში რატომ აჭერს გეგა წითელ ღილაკს ხელს, მაგრამ ასე კარგად მოცეკვავე “გეგები” მე ჯერ არ მინახავს! : ))

ქუთათურები

მათი ქართული რეპერტუარიც კარგად ჟღერდა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამიერიდან უფრო და უფრო მეტ სიმღერას დაამუშავებენ იმ ჟანრში, რითაც ნახევარფინალში ვიხილეთ. აკაპელაში გქონდეს ისეთი ჰარმონია, რომ ბევრი არაფერი დააკლდეს მელოდიას ინსტრუმენტების გარეშე, თანაც ასეთი მცირე შემადგენლობის პირობებში, რთული მისიაა და კარგად გაართვეს თავი. არც ერთ მომენტში არ დაურღვევიათ ბალანსი  და მინდა აღვნიშნო სოლისტის დამსახურებაც – ხმის ტემბრი და ინგლისური აქცენტი ძალიან დახვეწილი იყო. ამ ყველაფრის სინთეზით, ისინი მეორე ათეულის ფავორიტთა სიაში ნამდვილად შედიან. ვანო შეფასებაში არ შეცდა და დროა იფიქრონ BoyBand-ობაზე ქუთათურებმა!

ბერმუხა

“ჰაერი, კარგი კვება, შრომა”

არ ვიცი რა ჰაერია ხულოში ამისთანა, მაგრამ “ბერმუხა” ქასთინგის მერე უფრო თუ გაართულებდა მოძრაობებს ვერ წარმოვიდგენდი. მათი შეფასება მიჭირს კიდეც, ცოტა უცნაური შესაფასებელია ამ წლოვანების ადამიანების ასეთი შესაძლებლობები…

ინესა კრივოშეევა

“ნიჭიერის ასაფრენ ბილიკზე დიდი მზადებაა”

ინესას ნომრის სტილი კი არაფრით იყო განსხვავებული  ქასთინგისგან, თუ მცირე დეტალებს არ ჩავთვლით, მაგრამ ილეთები უფრო მრავალფეროვანი იყო და კოსტუმიც უკეთესი. შესაბამისად, მეორე ნახევარფინალის “პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ბრწყინვალე” გამოსვლაც იყო, ლამაზი ნომერი გამოვიდა საერთო ჯამში. ერთი ის იყო, რომ შესრულებისას, პოზიციიდან პოზიციაში გადასვლისას, ცოტა ყოვნდებოდა, რაც ბუნებრივია როცა “ცაში” ხარ გამოკიდებული  და დრო სჭირდება ილეთის “დაფიქსირებას”. ამიტომ უცებ ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა ასეთი ნომერი დუეტში. წარმოიდგინეთ, ორი მბრწყინავკოსტუმიანი გოგონა რგოლებით, ისეთი შერწყმული მოძრაობებით, რომ პაუზები არ იგრძნობოდეს. ცოტა შორი გზა კი მოვიარე გეგას შეფასებამდე მისვლაში, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ ინესას ნომრის ყურების შემდეგ მეც გამიჩნდა სურვილი მოქმედი ცირკი არსებობდეს საქართველოში, სადაც მისნაირი აკრობატები იქნებოდნენ და დუეტში კი არა, თუნდაც ხუთნი ერთად გამოვიდოდნენ ნიჭიერის სცენაზე! :)

ნიკა და ქეთი

კარგად მახსოვს, როდესაც პირველად დავინახე სცენაზე ეს წყვილი, მაშინვე ვთქვი, რომ რაღაც განსაკუთრებული და სახასიათო აქვთ. ეს განსაკუთრებულობა მათ ცეკვასაც განსაკუთრებულ იერს აძლევს.

რაც შეეხება ცეკვას, პირველი და ყველაზე დიდი პლიუსი- ისინი აკეთებენ შოუს და როგორც სოფომ თქვა, პროფესიონალი მოცეკვავეების გარდა, პროფესიონალი მსახიობებიც არიან. შემდეგ ზემოთხსენებული განსაკუთრებულობა მოდის.

ჟიურის გადაწყვეტილებამ  აზრთა სხვადასხვაობა  გამოიწვია ინტერნეტ სივრცეში, რაც გამიკვირდა, რადგან ეს წყვილი ძალიან პოპულარულია გამოჩნის დღიდან, myvideo-ზე ორივე სეზონის ყველაზე ხშირად ნანახ ვიდეოებში მეხუთე ადგილზე არიან, ინტერნეტ რეიტინგებშიც წინა პოზიციებზე იყვნენ  და მაყურებლის ხმების გადანაწილებაც ამ ნახევარფინალზე თითქმის ზუსტად დაემთხვა შემოსულ ზარებს,  რაც იშვიათი მოვლენაა:

ნადი ზახარიანი

ნადი ქასთინგთან შედარებით უფრო დახვეწილი იყო. პირველ რიგში, სიმღერის არჩევანი მომეწონა იმიტომ, რომ სწორად მიხვდა (აგერ უკვე მეორედ)რა სჭირდება შოუს: სიმღერა, რომელიც საკმაოდ რთული შესასრულებელია, მაგრამ არც ისეთი, რომ მხოლოდ ტექნიკასა და ხმაზე იფიქრო (ეს მხოლოდ ასეთი დიაპაზონის პირობებშია შესაძლებელი ოღონდ)და ემოციები დაგავიწყდეს. ზოგადად, aerosmith-ს რეპერტუარი ასეთია, სტივენ ტაილერს კიდევ განსაკუთრებით უყვარს სიმღერის დროს რეგისტრების ცვლა.მიუხედავად იმისა, რომ ნადის ხმის ტემბრი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება და თან ფონოგრამის Back vocal-ი ცოტა უხეშად  ისმოდა,  მომეწონა, იმპროვიზაციის უნარითურთ. აქვე, იმდენჯერ ახსენა ჟიურიმ სტივენ ტაილერი ნადისთან მიმართებაში, ბარემ ვიტყვი: American Idol-ის მიმდინარე სეზონზე სტივენი ერთ-ერთი ჟიურია. ქასთინგებისას ყოველთვის მოსწონდა იმპროვიზირებული შესრულება და მაღალ რეგისტრებში ასვლა ასეთი სტილით, ხოდა ასე მგონია ნადიც მოეწონებოდა:)

ნინო ლეჟავა

ნინო ლეჟავას “მიდრეკილება ხან ვამპირებისკენ, ხან კანიბალებისკენ” მე პირადად არ მაშინებს და მომწონს კიდეც იმიტომ, რომ ეგზოტიკური არის ნამდვილად, თუმცა ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ნახევარფინალში, უფრო დეკორაციის ხარჯზე იყო ეფექტური, ვიდრე ცეკვის. რეპეტიციაზე ყურებისასაც ვთქვი, თავისებური შარმი აქვს, რაც ყურებადს ხდის და სწორედ ამის გამო შეძლო ნახევარფინალში გადასვლა, მაგრამ როგორც მოცეკვავე, დახვეწილი ტექნიკით არ გამოირჩევა.

მაყურებლის ხმებით, ფაქტია, რომ ძალიან შორს იყო ფინალისტობიდან, ჟიურის რჩეულობისთვის კიდევ არასაკმარისად კარგი. ვინც დაობს იმაზე, თუ რატომ არ აირჩიეს ფინალისტად, უბრალო კითხვა მაქვს: რომელი უფრო მოგეწონათ- ცეკვა, დეკორაცია,  თუ ეროტიკა? ვფიქრობ, ამ სამიდან ყველაზე მეტად ცეკვის ხარისხი იყო კითხვის ნიშნის ქვეშ.

ლუკა

ლუკა ყარმაზანაშვილი ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორიც ქასთინგზე. კარგია, რომ ამჯერად “უფრო სერიოზული მაიმუნობა” მოინდომა და პაროდიები გააკეთა. ამ ეტაპზე, ვთვლი, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა, რაც მისი ასაკისთვის ძალიან ბევრია და ნიჭიერის ერთ-ერთი აღმოჩენის სტატუსი დამსახურებულად ეკუთვნის. რომელიმე გადაცემის წამყვანობა მოცემულ მომენტში არ ვიცი, მაგრამ პერსპექტივები ნამდვილად აქვს.

ციალა მაჭარაშვილი

ციალა მაჭარაშვილის ნომრის შეფასება უფრო მეტად იუმორის აღქმის სხვადასხვანაირობასთან არის დაკავშირებული. მეორე ნახევარფინალის ერთადერთ სუსტ რგოლად დავასახელებდი.  არა იმიტომ, რომ ე.წ. “თამამი” შაირები იყო, უბრალოდ, ვთვლი, რომ იუმორი ნაკლებად იყო, თუმცა შაირების ფორმატისთვის დამაკმაყოფილებელი… ისე, გასაკვირია (ალბათ) და ამ ათეულში მისი ნახევარფინალის  ვიდეოს ყველაზე მეტი ნახვა აქვს, როგორც ჩანს მაყურებელმა იხალისა: ))

მარი ტომარაძე

მარი ტომარაძეს ძლიერი ხმა კი აქვს, მაგრამ რამდენიმე საკითხი დასახვეწია- დასამუშავებელია მისი ვოკალი და განსაკუთრებით მაღალ რეგისტრში, ძალიან ეტყობა ეს. ვგულისხმობ იმას, რომ ბგერას არ არბილებს. ამ ასაკში კი ხმას განსაკუთრებული გაფრთხილება ესაჭიროება, არ არის რეკომენდირებული ასე დაძაბვა, მაგრამ გაფრთხილება ფინალის მერე შეუძლია დაიწყოს, იქამდე იმუშავებს, კიდევ ერთხელ უნდა ვნახოთ ჩვენს სცენაზე! : ) დიაპაზონი და ტემბრი დიდი განვითარების შესაძლებლობას აძლევს სწორად წარმართვის შემთხვევაში უფრო და უფრო კარგი გამოუვა.

შემდეგი ათეულის შემადგენლობა ასეთია:

  • Black Balance- 91001
  • ჯუმბერ ნოზაძე- 91002
  • ბოლნელი- 91003
  • სანდრო ცისკაძე- 91004
  • ნია კვარაცხელია- 91005
  • მოხუცები კათარზისიდან- 91006
  • our style- 91007
  • ცირა კუპრაშვილი- 91008
  • მარიამ აკობია- 91009
  • თავისუფალი- 91010

ბოლოსთვის, გადაცემის ფავორიტი კადრი:

ავტოგრაფს აწერს მგონი :D

და სულ ბოლოს, აბა ვინ არიან ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი წამყვანები? : )

10 May

მარი ტომარაძე, ნახევარფინალი

10 May

ციალა მაჭარაშვილი, ნახევარფინალი

10 May

ლუკა ყარმაზანაშვილი, ნახევარფინალი

10 May

ნინო ლეჟავა, ნახევარფინალი

10 May

ნადი ზახარიანი, ნახევარფინალი

10 May

ნიკა და ქეთი, ნახევარფინალი

10 May

ინესა კრივოშეევა,ნახევარფინალი

10 May

ბერმუხა,ნახევარფინალი

10 May

ქუთათურები,ნახევარფინალი

10 May

ნიღბების ცეკვა,ნახევარფინალი

10 May

მეორე ნახევარფინალის შედეგები

9 მაისს, “ნიჭიერი”-ს მეორე სეზონის მეორე ნახევარფინალში, სულ შემოვიდა 43 816 ზარი. ხმების უმრავლესობა, 30,5% მიიღო მარი ტომარაძემ. ჟიურის რჩეული და შესაბამისად, მეორე ფინალისტი ამ ათეულიდან, ნიკას და ქეთის წყვილი გახდა.

საქართველოს ბანკმა ანსამბლი “ბერმუხა” აირჩია ფავორიტად და მათ კიდევ ერთი შანსი მიეცემათ ფინალისტობისთვის ბრძოლაში, უკვე 12 საათაზე ნაკლები დრო რჩება, რომ  ხმა მისცეთ საქართველოს ბანკის სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით.

შემოსული ხმები კი, კონკურსანტების მიხედვით, პროცენტულად ასე გადანაწილდა:

მარი ტომარაძე – 30,5%

ბერმუხა –  25, 6%

ნიკა და ქეთი – 9,1%

ლუკა ყარმაზანაშვილი - 7,9%

ქუთათურები -6,5%

ნადი ზახარიანი – 6,3%

ციალა მაჭარაშვილი -4,8%

ინესა კრივოშეევა- 4%

ნინო ლეჟავა -2,8%

ნიღბების ცეკვა -2,4%