პოსტები კატეგორიიდან „ნიჭიერი“

5 August

ქასთინგების განრიგი- აჭარა

სამეგრელოს შემდეგ, “ნიჭიერი”-ს რეგიონებში მოგზაურობა აჭარით დასრულდება! ჩვენ მთელი საქართველოს ყველა რეგიონის სოფლებსა და ქალაქებში აღმოვაჩინეთ ნიჭიერი ადამიანები და თქვენ მათ აუცილებლად გაიცნობთ მესამე სეზონში. იქამდე კი იხილეთ ბოლო პუნქტის, აჭარის რეგიონის განრიგი:

6 აგვისტო

ხელვაჩაური- კულტურის ცენტრი, აღმაშენებლის №21

შუახევი- კულტურის ცენტრი

ქედა- კულტურის ცენტრი, აღმაშენებლის №5

7 აგვისტო

ბათუმი – მე-3 საჯარო სკოლა, გორგასლის №122

ქობულეთი- სახელოვნებო სკოლა, რუსთაველის №170

მონაწილეობის მიღების მსურველები მობრძანდით 12 საათზე.


პ.ს. თბილისის ქასთინგის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მიიღებთ ტელევიზიის და ჩვენი ბლოგის საშუალებით.

1 August

ქასთინგების განრიგი- სამეგრელო

“ნიჭიერი”-ს მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში დასასრულს უახლოვდება! ერთ-ერთი ბოლო პუნქტი, სადაც ქასთინგი გაიმართება, 2 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით იქნება სამეგრელო…ჩვენ სამეგრელოს 9 ქალაქში ჩავატარებთ ქასთინგს და დაველოდებით ყველაზე ორიგინალური ნიჭის მქონე ადამიანებს, რომლებსაც მალე მთელი საქართველო გაიცნობს!

განრიგი ასეთია:

2 აგვისტო

სენაკი- მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი, რუსთაველის №237

ჩხოროწყუ- კულტურის  ცენტრი, აღმაშენებლის №6

აბაშა - კულტურის ცენტრი, უჩა კაჭარავას №20

3 აგვისტო

წალენჯიხა- გამგეობის შენობა, კალისტრატე სალიას №5

მარტვილი- სოფ. დიდიჭყონის კულტურის სახლი

ხობი- მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სტალინის №7

4 აგვისტო

ანაკლია- სასტუმრო ანაკლია

ზუგდიდი- გამგეობის მუნიციპალიტეტის შენობა, რუსთაველის №30

ფოთი- ვალერიან გუნიას სახ. დრამატული თეატრი, რუსთაველის რკალი №10

მონაწილეობის მსურველები მობრძანდით 12 საათზე.

23 July

ქასთინგების განრიგი- 25, 26, 27, 28 ივლისი

“ნიჭიერი”-ს ქასთინგებს უკვე მთელმა აღმოსავლეთ საქართველომ უმასპინძლა!  ძალიან ბევრმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა  ქალაქებსა, თუ სოფლებში…

25 ივლისიდან პროექტის გუნდი დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს ნიჭიერების აღმოსაჩენად. იხილეთ განრიგი, მობრძანდით თქვენთვის სასურველ ქალაქში და გამოავლინეთ თქვენი ორიგინალური და განსხვავებული ნიჭი!

25 ივლისი

ქუთაისი – მე-4 მუსიკალური სკოლა, გუგუნავას №15

თერჯოლა- სპორტული კომპლექსი, რუსთაველის №11

26 ივლისი

ბაღდათი - კულტურის ცენტრი, კახიანის №1

ვანი- კულტურის სახლი, სოლომონ II №4

სამტრედია- გამგეობის შენობა, რესპუბლიკის №6

27 ივლისი

ზესტაფონი- გამგეობის შენობა, წერეთლის №11

ხარაგაული- კულტურის სახლი, სოლომონ მეფის №4

ხონი- გამგეობის შენობა, თავისუფლების მოედანი №6

28 ივლისი

ჭიათურა- კულტურის სახლი, თხელიძის №5

საჩხერე- საჩხერის კინოთეატრი, თავისუფლების №17

ტყიბული- მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, თაყაიშვილის №3

მონაწილეობის მიღების მსურველები მობრძანდით 12 საათზე.


2 July

“ნიჭიერი”-ს მესამე სეზონის ქასთინგები იწყება!

ყველა დროის ყველაზე რეიტინგული შოუ მესამე სეზონისთვის მზადებას იწყებს! ამისათვის  პროექტის გუნდი მთელ საქართველოს მოივლის, ქვეყნის ყველაზე ნიჭიერ მონაწილეებს შეარჩევს და ისინი ჟიურის და მაყურებლის წინაშე წარსდგებიან.

განრიგის ნახვა – თუ როდის, რომელ რეგიონსა და ქალაქში გაიმართება შესარჩევი ტური, შეგეძლებათ რუსთავი2-ის ეთერში და ნიჭიერის ბლოგზე.  ეტაპობრივად შეგატყობინებთ რამდენიმე დღით ადრე ინფორმაციას.

5 ივლისიდან “ნიჭიერი” კახეთშია. განრიგი ასეთია:

5 ივლისი

თელავი- სახელმწიფო თეატრი, ერეკლე II მოედანი  № 7

საგარეჯო-  კულტურის სახლი, აღმაშენებლის მოედანი №11

6 ივლისი

ახმეტა – გამგეობის შენობა,  ჩოლოყაშვილის № 49

ყვარელი- თეატრის შენობა, ვაჟა ფშაველას № 1

ლაგოდეხი- კულტურის ცენტრი, 26 მაისის № 35

7 ივლისი

გურჯაანი-  სამუსიკო სკოლა, ნონეშვილის №21

სიღნაღი- კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, აღმაშენებლის მოედანი№ 4

დედოფლისწყარო- კულტურის სახლი, კოსტავას №1

მონაწილეობის მიღების მსურველები მობრძანდით 12 საათიდან.

9 June

მეორე სეზონის ფინალი

“ნიჭიერი”-ს ფინალი, 6 ივნისს გაიმართა და დასრულდა მეორე სეზონი! რადგანაც შედეგები უკვე ხელთ გვაქვს, ფინალისტების შეფასებასთან ერთად, აქცენტს საერთო შეჯამებაზე გავაკეთებ:

ფინალში, ნიჭიერებს შორის ყველაზე ნიჭიერებმა მოიყარეს თავი. მათგან 6 მაყურებელმა აარჩია, 5 კი ჟიურიმ. სრულიად განსხვავებული ჟანრის, ასაკის და ისტორიის მქონე 11 მონაწილით შეიქმნა ფინალური შოუ.

მატრიცული პანტომიმა- მათ ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ახალი ნომერი მოემზადებინათ საფინალოდ. ამ ამბავს ყველა გაგებით მოეკიდა და ნახევარფინალური შოუს  გადახალისებული ვარიანტიც მოიწონეს. პროექტში მათი მონაწილეობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოში პირველად გაკეთდა მსგავსი ჟანრის შოუ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანია რაც ჩამოყალიბდნენ და პირველი გამოცდილება იყო, ჩამოყალიბება ნამდვილად არ აკლდათ.

დათიკაშვილების ოჯახი – ეს ოჯახი, პირადად ჩემთვის, იმის მაგალითია, რომ ფრაზა “საქართველოში ყოველი მეორე მღერის” (რასაც ძირითადად მათ ჟანრთან მიმართებაში ამბობენ), არის არასწორი. შეიძლება ყოველი მეორე მღეროდეს, მაგრამ დათიკაშვილებმა შეძლეს, რომ ყველა ასაკის და გემოვნების  ადამიანისთვის ერთნაირად მოეწონებინათ ნამღერი მათი ხმის ტემბრით, თუ შეხმატკბილებით.

სანდრო ცისკაძე- სანდრომ, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ მისი ნახევარფინალური ნომრის შეფასებებისას, ბევრმა გააკრიტიკა იდეის “კოპირების” გამო. ამიტომ, თავისით გააკეთა ახალი ნომერი. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ქასთინგის შემდეგ, თავისი პროფესიონალიზმის და შოუს შექმნის უნარი დასამტკიცებელი ნამდვილად არ ჰქონდა, ყველას აჩვენა, რომ კიდევ ბევრი შეუძლია. ნომრის დაგეგმვა, ორ ეკრანთან სინქრონიზაცია და ასეთი რთული ბარმენული შოუ, ნამდვილად იმსახურებდა ნიჭიერის ფინალს და ვფიქრობ, მაყურებელმაც ისიამოვნა ამ სანახაობით.

ვანო ფიფია – კარგად მახსოვს ის მომენტი, როდესაც ქასთინგზე კულისებიდან გამოვიდა ვანო. ძალიან მორცხვი და სევდიანი იყო. შეადარეთ ნახევარფინალში და ფინალში მყოფ ვანოს და იგრძნობთ, თუ როგორ რადიკალურად შეიცვალა მისი ცხოვრება! ახლა ის ძალიან ბედნიერია… ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც მინდა შევეხო- ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით მოეკიდა ნახევარფინალისტობასაც და ფინალისტობასაც. ამის გამო ნერვიულობდა კიდეც, თუმცა მისი, როგორც მუსიკოსის და მომღერლის გაზრდა სახეზეა. ბევრი იშრომა და წარმატებასაც მიაღწია.

ნატალი ვეფხვაძე – უკვე ჩამოყალიბებული მომღერალია. თავდაჯერებულობა შეემატა და ალბათ ამიტომ, ქასთინგსა და ნახევარფინალზე უკეთესად ფინალში იმღერა. მის ნამღერში მცირეოდენი დეტონაციაც არ შემიმჩნევია. თუმცა ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ვოკალს დამუშავება აკლია ცოტა და ეს “ნაკლი” მისი კარგი ხმის ტემბრით იფარება.  იმედი მაქვს, გააგრძელებს სიმღერას და წარმატებული გახდება ამ სფეროში.

კარატისტების ჯგუფი “წმინდა გიორგი”- მსოფლიოში ყველაზე ეროვნული და ქართული კარატე, იმდენად საინტერესო და ყურებადია, ყველა ლაივზე რომ ყოფილიყვნენ, არ მომწყინდებოდა ალბათ : )) ისეთ სანახაობად აქცევენ ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სპორტს, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი შეემატება მათ რიგებს, ივარჯიშებენ, ჯანმრთელი ცხოვრების წესს აირჩევენ და ის მთავარი მისია, რომელიც მართლა მნიშვნელოვანია და რომლის გამოც ეს ჯგუფი ნიჭიერში მოვიდა, შესრულებულია!

კათარზისის დუეტი – კათარზისის მოხუცების ფინალისტობამ ყველაზე დიდი მითქმა-მოთქმა და უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. ფინალში კი, ვფიქრობ, არავის უგრძვნია, რომ ისინი “ზედმეტები” იყვნენ :) ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ადამიანისთვის, დიდი სტიმულია მათ დანახვა ამ ასაკში ასეთ ოპტიმისტებად. “ნიჭიერი” ის პროექტია, რომელიც ასაკის მიუხედავად, ყველასთვის არის და ეს ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა! წარმოიდგინეთ, რა შანსი ჰქონდათ სხვა იმისთვის, რომ მოხუცებულობაში ის სიამოვნება განეცადათ, რასაც სცენაზე დგომა და ამდენი ხალხის სიყვარული ჰქვია.

ნიკა და ქეთი – ფინალში მათი ხილვა ნამდვილად მინდოდა, რადგან ძალიან განსხვავებული ბავშვები არიან. ნიჭი მხოლოდ ის არ არის, რომ იცეკვო- თანაც ამ ჟანრში, ნიჭიერის სცენაზე ბევრი გვინახავს, მათი ნიჭიერება ისიც არის, რომ ისე კარგად შედიან როლებში, იმდენად გრძნობენ სცენას და მაყურებელს, უბრალოდ შეუძლებელია ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო. ფინალურ ნომერში განსაკუთრებით გამოიკვეთა მათი მსახიობური ნიჭი და მოძრაობებიც საკმაოდ გართულებული იყო. დიდი იმედი მაქვს, მათთვის ნიჭიერი დიიდი წარმატებების დასაწყისი იქნება:)

მარი ტომარაძე – მარის ემოცია მოაქვს მაყურებლამდე. ბოლომდე იხარჯება და ალბათ სწორედ ამიტომ შეარჩია ჟიურიმაც და შემდეგ მაყურებელმაც ბევრი ამ ასაკის მომღერლისგან, რომელიც წელს ვნახეთ. ნიჭიერში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანია მისი ასაკისთვის. ეს აუცილებლად დაეხმარება მომავალში, როდესაც ჩამოყალიბებული მომღერალი გახდება.

თეონა კოროშინაძე- ვინაიდან ახლა უკვე ყველაფერი დამთავრდა, შემიძლია სუბიექტური აზრიც ვთქვა და ვაღიარო, რომ თეონა ორივე სეზონის მომღერლებში, ფავორიტთა შორის (რომელთა სიაც ერთი ხელის 5 თითზე დაეტევა), პირველ ადგილზეა. მიუხედავად იმისა,რომ ფინალში ნამღერს ვერ დავარქმევდი მის საუკეთესო გამოსვლას (სავარაუდოდ ნერვიულობის ნიადაგზე),  ძალიან მინდა, რომ საქართველოში ბევრისთვის გახდეს inspiration   და შემდეგ სეზონზე ასეთივე თავისუფალი, განსხვავებული იმიჯის და ნამდვილი პოპ მომღერლები ვნახოთ.

Acro Style - აკრობატებს, როგორც გეგამ თქვა, თანაბარი კონკურენტი არ ჰყოლიათ. ისინი პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობის და ნიჭის მაგალითები არიან. რამდენიმე კომენტარში შევნიშნე “ამას რა უნდა, ჩვეულებრივი აკრობატები არიან” –  მსგავსი პათოსი და ცოტა გამიკვირდა. სამჯერ ფეხზე დააყენო მთელი დარბაზი და ჟიური, სამივეჯერ ძალიან დინამიური შოუ, ურთულესი ილეთები და სანახაობრივად ასეთი აწყობილი ნომერი აჩვენო, ეს მხოლოდ აკრობატიკა არ არის. გამიხარდა, რომ მაყურებელმა ისინი დააფასა და საუკეთესო სამეულში შევიდნენ ხმებით. ძალიან მინდა, კიდევ ბევრჯერ ვნახო მათი შოუები აქ, საქართველოში.

საერთო ჯამში, წლევანდელი ფინალი წინა სეზონის ფინალს რომ შევადაროთ, ნამდვილად უკეთესი იყო. პირველი სეზონის ფინალში, იყო 7 განსხვავებული ჟანრი, თუმცა მოხდა ისე, რომ 6 მომღერალში, ერთსა და იმავე სტილმა მოიყარა თავი. შესაბამისად, ადარებდნენ ლევან შავაძე, თუ გულნაზ გოლეთიანი, მარიამ კახელიშვილი, თუ ანი ხანჩალიანი…წელს კი, იმდენად განსხვავებულები იყვნენ, რომ შეუძლებელი იყო შეგედარებინა დათიკაშვილების ოჯახი და თეონა კოროშინაძე, მარი ტომარაძე და ნატალი ვეფხვაძე. ისე გამოვიდა, რომ მაყურებლის არჩეული 6 მომღერალი თავის მხრივ კიდევ გაიყო ჟანრების მიხედვით, რამაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა შოუ.

11 მონაწილე და 6 განსხვავებული ჟანრი:

• მომღერალი (5 ხალხის რჩეული)
• აკრობატები
• ბარმენი
• სამეჯლისო ცეკვა
• კარატისტების ჯგუფი წმინდა გიორგი
• მატრიცული პანტომიმა-ჯგუფი ფანტომი

და რაც მთავარია, თითოეული მათგანის პროფესიონალიზმმა და თვითონ ჟანრების  სანახაობრიობამ განაპირობა ასეთი წარმატებული ფინალი!

რაც შეეხება შედეგებს, როგორც წინა სეზონზე, რა თქმა უნდა, ახლაც არის უკმაყოფილება, თუმცა ის ფაქტი, რომ ხმების 60 პროცენტი (!!!) მიიღო მხოლოდ ერთმა მონაწილემ, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ საკამათო არაფერია. შარშანდელ გამარჯვებულს, მაყურებლის ხმები 28,2% ერგო, წელს კი ფაქტობრივად, ერთპიროვნულად განვითარდა მოვლენები. პროექტის გუნდი მოხარულია, რომ მაყურებლამდე მიიყვანა ვანო ფიფია, რადგან სწორედ მაყურებლებმა შეცვალეს მისი ცხოვრება ასე რადიკალურად. მათ სწორად დაინახეს ნიჭთან ერთად ის პოტენციალი, ის შრომისუნარიანობა და გამბედაობა, რომელიც პატარა ვანო ფიფიას აქვს.

ასევე, წელს ჟიურიმაც გადაწყვიტა საკუთარი პრიზები დაეწესებინა იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებდა და სამ რჩეულს- ფანტომს, დათიკაშვილების ოჯახს და აკრო სტაილს ერგოთ პრიზები.  ფაქტია, რომ თერთმეტივე ვერ გახდებოდა გამარჯვებული, ამიტომ სამი ყველაზე გამორჩეული ფავორიტი ამოირჩიეს. ფანტომი- რომლებიც ახლა იწყებენ მოღვაწეობას და სტიმული სჭირდებათ იმისთვის, რომ გააგრძელონ ეს საქმიანობა და კიდევ უფრო ბევრი შოუ დადგან. დათიკაშვილების ოჯახი, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან და მაყურებელსაც განსაკუთრებით შეაყვარეს თავი. აკრობატები, რომელთა პროფესიონალიზმი დასაფასებელია!  აღსანიშნავია საქართველოს ბანკის პრიზებიც 5000$ ფავორიტს, რომელიც აკრო სტაილი გახდა და 10 000$ გამარჯვებულს, ამ შემთხვევაში ვანო ფიფიას.

რაც შეეხება ყველა დანარჩენს, “ნიჭიერი”-ს კონკურსანტობა უკვე წარმატებაა, როდესაც ნახევარფინალში ხარ. ფინალი კი კიდევ უფრო დიდი პერსპექტივაა. ისინი ხალხმა აღმოაჩინა “ნიჭიერი”-ს, სახალხო პროექტის მეშვეობით და ყველა მათგანისთვის ბევრი წარმატების პირობადაც იქცევა. მომავალ სეზონზე, აუცილებლად შეგატყობინებთ ჩვენი ბლოგის მეშვეობით, ვინ როგორ განაგრძო მოღვაწეობა და ვინ რა წარმატებას მიაღწია. დარწმუნებული ვარ, გულის დასაწყვეტად არავის ეცლება:)

წლევანდელი ნიჭიერი, რეიტინგების მიხედვით, კიდევ უფრო პოპულარული იყო. შოუს ხარისხიც გაიზარდა და გამოხმაურებაც შესაბამისია. კონკურენტის გარეშეა ორივე სეზონზე ჩვენი რეიტინგები და წელს, როგორც იტყვიან, საკუთარ თავს აჯობა!

ჩვენ, ამ სამი თვის მანძილზე, მივიღეთ უამრავი ემოცია, ახალი და განსხვავებული სანახაობა, ნამდვილი შოუ.  სამი თვის განმავლობაში, ყველა “ნიჭიერი”-თ ვცხოვრობდით. ამ ბლოგის მკითხველები კი, ალბათ, არა მარტო ორშაბათს.დიდი მადლობა ყველას, ვინც თვალს გვადევნებდა და გვეხმაურებოდა. “ნიჭიერი” მესამე სეზონით აუცილებლად დაბრუნდება ეთერში – კიდევ უფრო შთამბეჭდავი სანახაობით და კიდევ უფრო ნიჭიერი მონაწილეებით!

5 June

კომენტარების ნაკრები- ნახევარფინალების V კვირა

“ნიჭიერი”-ს მეხუთე ნახევარფინალი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კვირა აღმოჩნდა. პირდაპირი ეთერის დროს ფეისბუქი ტრადიციულად აქტიური იყო, მაგრამ იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ნახევარფინალებზე. როგორც ჩანს, ფინალის მოახლოებასთან ერთად, პიკს აღწევს დაძაბულობა, გულშემატკივრობის ხარისხი და რაც მთავარია, შევნიშნე, რომ კომენტარებში ბევრი აღნიშნავს- მათი კომენტარებში აქტიურობა, მხოლოდ კომენტარებით არ შემოიფარგლება, რადგან როგორც ჩანს, ყველა მივიდა დასკვნამდე, რომ მხოლოდ თავად წყვეტენ ვინ იქნებიან ნიჭიერთა შორის ყველაზე ნიჭიერები!

რაც შეეხება ათეულის შეფასებებს:

დაკი

დაკის სახალისო ინტერვიუ არავის გამორჩენია მისი ნომრის წინ. სახალისოობასთან ერთად, არ გამოეპარვიათ  მისი პროფესიონალიზმი და ზოგმა სეზონის საუკეთესო მოცეკვავედაც დაასახელა:

Tamta Barbaqadze- რა საყვარლად დააცემინა :D ♥

Mari Leladze -Professional Duck!
Ia Katamadze – ძალიან სინქრონულები და კარგები ხართ…
Annie Gomelauri -როგორ მომეწონა, რა მაგარი იყო  ♥ წელს ნიჭიერში მოცეკვავეებიდან საუკეთესოა
მარი -დაკი მაგარი ხარ. ძალიან მეწყინა ფინალში რომ ვერ გადახვედი, მაგრამ შენი ნიჭი ყველაზე მთავარია და ასე გააგრძელე

ვანიკოს ნადირობაც მოექცა ყურადღების ცენტრში სხვათაშორის, იხილეთ ექსკლუზივი რეპეტიციიდან:

rap rise

სიმართლე რომ ვთქვა, გამიკვირდა რეპერების მიმართ რომ ჩვენს ფეისბუქზე ცოტა არ იყოს უარყოფითი გამოხმაურება იყო. უმრავლესობა უკმაყოფილო იყო  და ჯერჯერობით ვერ გავარკვიე ეს ჟანრის ბრალი იყო, თუ უბრალოდ მათი რეპვა არ მოეწონათ. თუმცა, იყვნენ ისეთები, ვინც დადებითად შეაფასა ისინი. აქვე, ერთი სრულიად ახალი ტერმინიც გაჟღერდა- გულით და სულით გარეპვა :D

Mari Samqanashvili ერთი სიტყვაც ვერ გავიგე :D
Sopho Grdzelishvili ამ სიმღერას მგონი “აურზაური ” ჰქვია :)))
Roman Bakuridze რას ერჩით ან რა გინდათ ვერ გავიგე, ერთი ვინმე მაინც დაასახელეთ რომელმაც უკეთესი სანახაობა გვაჩვენა, მოსმენა არ იცით ბევრმა.
Eka Chaxaliani ძალიან კარგები არიან. უბრალოდ, სხვა სიმღერა უნდა აერჩიათ, მაგრამ მთავარია, რომ ეცადნენ და გულით და სულით გარეპეს.

ნინია როხვაძე

ნუცუბიძელი ავატარის ნომერში გამოყენებულმა ეფექტებმა შთაბეჭდილება მოახდინა. მართალია, როგორც ტანმოვარჯიშესთან, რამდენიმე შენიშვნა ჰქონდათ, მაგრამ სამაგიეროდ ჯეიმს კემერონს დაუფასეს ნაშრომი და ნინიამაც მიიღო კომპლიმენტები იმ საქმიანობისთვის, რასაც სპორტის პოპულარიზაცია ჰქვია:

თორნიკე გელაშვილი მადლობა პატრულს და ჯეიმს კამერონს :))
Teo Shvangiradze არ მომეწონა, რაღაც არ იყო დალაგებული, ილეთების კეთება ცოტა მოსაწყენია….
ელენე- სპორტის მხოლოდ რამდენიმე სახეობაა, რომელსაც იცნობს ქართველი ადამიანი და რომელიც უყვარს…ესაა ყველაზე ცუდი…ნინიას ნაირი ბავშვები იმსახურებენ დაფასებას , რადგან მათ ხელშია სპორტის გადარჩენა…ამ ბავშვმა თავის HOBBYს რეკლამა გაუკეთა და იმედია მაყურებელი მიიღებს ამას დადებითად…

Natia Gonadze ‎:D ნეტა სად ყავს დამალული turuk makto

turuk makto

ალილო

პატარების გამოსვლამ ყველა აღაფრთოვანა. ჩვენი ე.წ. “თოჯინები”-ს ცეკვა დადებითად შეაფასეს და მომავალშიც დიდი წარმატებები უწყინასწარმეტყველეს.  არ გამორჩენიათ სათითაოდ ყოველ მათგანზე დაკვირვება :

Kakhidze Maka ყოჩაღ ამ თოჯინებს!!!
Marika Jiqia ვაიმე რა. მაგარია! პატარები ასე რომ ცეკვავენ, ეს მართლა მაგარია
Qeti Varshanidze რა მაგარი მეტყველი სახე აქვს აჭარულს რომ ცეკვავს. მისთვისაა ეს ცეკვა! ყოჩაღ ბავშვებო

Lokola Lookoolaa თქვენ მარტო ბაღის გამგე კი არა, მთელი საქართველო გაახარეთ!

თამო ბროლაძე რა კარგ ხასიათზე დამაყენეს, ძალიან მაგარი ბავშვები არიან

Keti Sarjveladze უმაგრესი ქორეოგრაფია, უმაგრესი შესრულება…
სალომე გამცემლიძე ძალიან ეფექტური და ძალიან პროფესიონალური ნომერი იყო

Mari’s Got Talent :) ყველაზე საყვარელი ბავშვები არიან <3 ესენი რომ გაიზრდებიან, წარმოიდგინეთ რას გააკეთებენ :)

ხვიჩა ჭიჭიაშვილი

თვითნასწავლმა მოცეკვავემ ზამბარებიანი კისრით ყველას მოწონება დაიმსახურა. ცოტა პაექრობაც იყო  და მას და დაკის ადარებდნენ, როგორც ერთი ჟანრიც მოცეკვავეებს, თუმცა მშვიდობიან ფარგლებში!

თინათინ კაჩმაზაშვილი ფინალს იმსახურებდა ! გული დამწყდა ძალიან.. მაგრამ ვუსურვებ, რომ ტემპი არ დააგდოს , მას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი წარმატება ელის ! ♥

Inga Tedeshvili ძალიან ეფექტური და ორიგინალური ნომერია!

Anna TaRxanmouravi მაგარი ბიჭია, თავისი შრომით მიაღწია ამდენს:)
Teo Shvangiradze ამ ჟანრში წელს ეს ბიჭი ყველაზე კარგი იყო.

Solveig კარგი ბიჭია მართლა. ჯერ-ჯერობით ბევრი აკლია კარგ მოცეკვავეობამდე, მაგრამ თუ ასეთი შემართებით განაგრძო, ორიოდე წელიწადში ყველას უკან მოიტოვებს. ძალიან სასიამოვნოდ გასაოცარია, რომ მატანში კაცი ბრეიქდანსითაა გატაცებული, ასეთი მონდომებით ვარჯიშობს და სხვებსაც ავარჯიშებს.

ann’s friends

როგორც კომენტარებიდან გამოჩნდა, ამ ჯგუფისგან უფრო უკეთეს ნომერს მოელოდნენ მაყურებლები.ქასთინგის ნომერი უფრო დადებითად შეაფასეს, თუმცა ჩადებული შრომა დაუფასეს:

Khatia Eliava უკეთესს ველოდი!
Nini Chaduneli არ მომეწონა :( წინა გამოსვლა უკეთესი ჰქონდათ ჩემი აზრით
ROCK:)))- გუშინ ყველაზე სუსტი გამოსვლა იყო, მაგრამ წვეულებებზე სკოლაში და სხვაგან მაგარი გამოვა…რაღაც ნამუშევარი კი ეტყობოდა

სოსო ნარიმანიძე

სოსო გულშემატკივრების დიდი რაოდენობით გამოირჩევა ინტერნეტ სივრცეში. ერთ-ერთი ფაქტორი, მისი ნახევარფინალისტობისა, სწორედ ეს იყო. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ გამოხმაურება მოჰყვა მის ვერ გადასვლას. დაძაბულობა მხოლოდ ამ საკითხის ირგვლივ იყო, თუმცა, ვფიქრობ, უკვე ამოიწურა  და ყველა შეთანხმდა, რომ “მცხეთა-თიანეთის ბულბული”-ს საკმარისი დოზა მიღებულ იქნა :))

Kristine Chelidze ეუროვიზიაზეც გაეშვათ წელს )
Tamo Chkheidze ნომერი რომელსაც საქართველო ელოდა… მარა აააჰ არა არ იყო ჩემი აზრით ეს საფილარმონიე…ეს უფრო სეფის ქორწილი და რამე))
Tamuna Bancuri ყოჩაღ სოსო, გვასახელე დუშელები. ესაა საფილარმონიე ზუსტად :D მაგარი ხარ, მცხეთა-თიანეთის ბულბული :D:D
ნია ჩინაშვილი დარბაზის აყოლიებასაც ნიჭი უნდა..

ვანო ფიფია

ვანოს გულგრილი არავინ დაუტოვებია. ნიჭიერის ფეისბუქის არსებობის მანძილზე, ყველაზე მეტი ლაიქი სწორედ მის ფოტოს დაუგროვდა პირდაპირი ეთერის დროს!

Khatia Eliava ნერვიულობს :( :( მიყვარს ეს ბავშვიი :*
Natia Gogatishvili vano you are the best child in the world…
Nata Siymashvili გაიხარეთ ეს ბავშვი რომ აქამდე მოიყვანეთ…
Ketevan Mirianashvili მართლა საოცრად ნიჭიერი და გამბედავია
Magdalina Chichiashvili როგორც ეს სიმღერას განიცდის, მუსიკას გრძნობს… ამაზე მეტი უნდა ინატროს ადამიანმა რამე?
Kristi Zarginava ამ ბავშვის გამოსვლის ყურება ტირილის გარეშე აღარ შემიძლია. ძალიან ტკბილი ხმა აქვს
Maka Kakheli ეს ბავშვი მართლა ნიჭიერია, ყველაფრის მიუხედავად, სულ მარტომ გაბედა და ამხელა სცენაზე ასე კარგად წარსდგა. მინდა მან გაიმარჯვოს!
გულნარა- ვანოს ნამღერმა გულგრილი არავინ დატოვა, ყველას მოეწონა და ამოტომაც მიიღო ხმების უმრავლესობა, ცრემლი მომდიოდა იმიტომ კი არა რომ მეცოდებოდა, არამედ ძალიან ძალიან მომეწონა მისი სულში ჩამწდომი ნამღერი , უდავოდ ნიჭიერია და დამსახურებულად მიიღო ხალხის შეფასებაც.

ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძის სიმღერის დროს ზოგს ქართული ესტრადის შავ დღიანობა გაახსენდა, ზოგმა სიმღერის არჩევანის სირთულე აღნიშნა და შეაქო მისი ხმის შესაძლებლობები:

Nino Zangaladze იმდენი კარგი მომღერალი ყავს საქართველოს და მაინც არ გვივარგა ესტრადა..
Khatuna Deminashvili რთული სიმღერა კი აურჩევია
Ana Berezhiani ძალიან მომეწონა ნუცა, არაჩვეულებრივი ბავშვია და დიდი მომავალი აქვს. თუმცა მაგრად ნერვიულობდა:(
ნიკი აღარ მახსოვს- ძალიან ლამაზია, და ძალიან კარგად გაართვა ესეთ ურთულეს სიმღერას თავი! სადაც მან გამოაჩინა რომ დაბალ ნოტებსაც და მაგალსაც მშვენივრად უმკლავდება და ასევე ძალიან ლამაზი და დახვეწილი ვიბრაციები აქვს.

მატრიცული პანტომიმა, ფანტომი

მატრიცული პანტომიმის შემხედვარე მაყურებელს, ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორიც სოფოს- ეს მართლა საქართველოში ხდება? დიდი მოწონება დაიმსახურა მათმა ნამუშევარმა და ყველა კმაყოფილი იყო, რომ სწორედ მათ დაიმსახურეს ჟიურის ფავორიტობა და ფინალისტობა:

Zikk Pertaia wooooooowww …ეს რა იყო კაცო? ასეთი რამე მართლა არ მინახავს რა!

Tamar Agata Kapanadze მართლა ნიჭირად გაკეთებული ♥
Sopho Grdzelishvili ძალიან ინოვაციური და კარგად შესრულებული.
Beegii რაღაც სასწული იყო. ასეთი პლასტიკა , თან თავიანთი დადგმული ,, გაზრდა ეტყობათ და ვიცი რო ფინალში უფრო გაიზრდებიან <3

ilovenichieri-ძალიან კარგები იყვენე! არ მინდოდა რომ ეს ნომერი დამტავრებულიყო )) ძალიან შთამბეჭდავი და ეფექტური იყო ! : ) : )

რაც შეეხება ფინალს, პროგნოზები ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში დავიწყეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ფინალი გველის ხვალ, 6 ივნისს! ყველა ვემზადებით ამ გრანდიოზული სანახაობისთვის და ალბათ, “ნიჭიერი”-ს მეორე სეზონის ბოლო კვირა ყველაზე აქტიური იქნება, ვიმსჯელებთ შედეგებზე, შევაფასებთ ფინალისტებს და ზოგადად მთლიან სეზონს:)

მადლობა აქტიურობისთვის და ერთად შევხვდეთ “ნიჭიერი”-ს ფინალს აქ, ბლოგზე და ფეისბუქზე, რომელიც ისეთივე აქტიური იქნება მთელი პირდაპირი ეთერის განმვავლობაში, როგორც ყოველთვის! არ დაგავიწყდეთ, რომ კომენტარების გარდა, მნიშვნელოვანია თქვენი ზარებიც- მხარი დაუჭირეთ და ხმა მიეცით ღირსეულთა შორის ყველაზე ღირსეულებს-

ხვალ ორშაბათია, ნიჭიერის ფინალის დღე!

31 May

მეხუთე ნახევარფინალი- შედეგები

მეხუთე ნახევარფინალში, შემოვიდა მაყურებლის ხმების რეკორდული რაოდენობა-             145 043 ზარი! ხმების უმრავლესობით, 49,5%-ით ხალხის რჩეული გახდა  ვანო ფიფია. ჟიურიმ კი მეორე ფინალისტად ჯგუფი “ფანტომი” დაასახელა.

საქართველოს ბანკის ფავორიტი, მოცეკვავე გიორგი ბაღნაშვილი, იგივე დაკია. სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ მისცეთ ხმა, თუ გსურთ, რომ მეთერთმეტე ფინალისტი სწორედ ის გახდეს. ხმის მიცემამდე დარჩენილია 13 საათზე ნაკლები დრო.

მონაწილეების მიხედვით კი, ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

ვანო ფიფია  -  49,5%

სოსო ნარიმანიძე – 30,4%

ანსამბლი ალილო-  6,5%

ნუცა ბუზალაძე – 6,3%

ხვიჩა ჭიჭიაშვილი – 2,5%

ჯგუფი ფანტომი- 1,9%

ann’s friends-  1,3%

გიორგი ბაღნაშვილი – 1,1%

Rap Rise-  0,4%

ნინია როხვაძე –  0,3%


30 May

მეხუთე ნახევარფინალი- რამდენიმე წუთში!

სულ რამდენიმე წუთში მეხუთე ნახევარფინალი გავა პირდაპირ ეთერში! მაყურებლის ნაწილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პირადად ესწრება შოუს, დანარჩენები კი ტელევიზორის ეკრანებზე უყურებენ “ნიჭიერს”.

ეს ყველაფერი, ტრადიციულად, ძალიან სანახაობრივი, საინტერესო, მრავალფეროვანი და დაძაბული იქნება. კონკურსანტების ბედი თქვენს ხელშია- გულშემატკივრები წყვეტენ, ვინ გახდება მათი რჩეული და ვინ მოიპოვებს საგზურს ფინალში! დღეს მათი ბედი თქვენს ხელშია:

გიორგი ბაღნაშვილი (დაკი) – 91001

Rap Rise – 91002

ნინია როხვაძე -91003

ანსამბლი “ალილო” – 91004

ხვიჩა ჭიჭიაშვილი- 91005

ann’s friends- 91006

სოსო ნარიმანიძე – 91007

ვანო ფიფია – 91008

ნუცა ბუზალაძე – 91009

ფანტომი,მატრიცული პანტომიმა – 91010

გვიყურეთ და პარალელურად შემოგვიერთდით აქ, ბლოგზე კომენტარებში და ჩვენს ფეისბუქზე-http://www.facebook.com/nichieri , ჩვენ მთელი პირდაპირი ეთერის მანძილზე, ერთად შევაფასებთ მონაწილეებს, ვუგულშემატკივრებთ მათ და გავუზიარებთ ერთმანეთს ემოციებს!

26 May

ვის გულშემატკივრობთ მეხუთე ნახევარფინალში?

ვის გულშემატკივრობთ ფინალში, 6 ივნისს?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
23 May

მეოთხე ნახევარფინალი- რამდენიმე წუთში!

სულ რამდენიმე წუთში მეოთხე ნახევარფინალი გავა პირდაპირ ეთერში! მაყურებლის ნაწილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პირადად ესწრება შოუს, დანარჩენები კი ტელევიზორის ეკრანებზე უყურებენ “ნიჭიერს”.

ეს ყველაფერი, ტრადიციულად, ძალიან სანახაობრივი, საინტერესო, მრავალფეროვანი და დაძაბული იქნება. კონკურსანტების ბედი თქვენს ხელშია- გულშემატკივრები წყვეტენ, ვინ გახდება მათი რჩეული და ვინ მოიპოვებს საგზურს ფინალში! დღეს მათი ბედი თქვენს ხელშია:

ვორტექსი- 91001

დაჩი თურქია- 91002

მოცეკვავეთა ჯგუფი აფრიკიდან- 91003

ტანმოვარჯიშე გოგონათა ჯგუფი- 91004

დათიკაშვილების ოჯახი- 91005

ირაკლი სარალიძე- 91006

ირაკლი ბიბილური- 91007

ბაჩო აგულაშვილი- 91008

კარატისტთა ჯგუფი წმინდა გიორგი- 91009

თეონა კოროშინაძე- 91010

გვიყურეთ და პარალელურად შემოგვიერთდით აქ, ბლოგზე კომენტარებში და ჩვენს ფეისბუქზე-http://www.facebook.com/nichieri , ჩვენ მთელი პირდაპირი ეთერის მანძილზე, ერთად შევაფასებთ მონაწილეებს, ვუგულშემატკივრებთ მათ და გავუზიარებთ ერთმანეთს ემოციებს!

22 May

კვირის კომენტარები- შეჯამება

ნახევარფინალების მანძილზე ბლოგზე კომენტარები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იწერება. შეფასებების სიმკაცრე და გულშემატკივრობის ხარისხი ორმაგდება იმიტომ, რომ ალბათ, მკითხველების უმეტესობა ითვალისწინებს ნახევარფინალისტობის დიდ პასუხისმგებლობას და მეტს მოითხოვენ მონაწილეების მიმართ!

მაშ ასე, კვირის  კომენტარები-   დავიწყოთ მონაწილეების მიხედვით:

Black Balance

მოცეკვავეთა დუეტის ნომერს არაერთგვაროანი რეაქცია მოჰყვა- ზოგი ამბობდა, რომ წინა გამოსვლა უკეთესი იყო, ზოგმა იუმორის ჩართვა არასწორად მიიჩნია, უმეტესობა კი მაინც  კმაყოფილი იყო იმით, რომ თვითონ შექმნეს ეს ნომერი. იყო სახალისო კომენტარებიც  ჩვენი  რობოტების მიმართ:

Christi Nozadze- წინა გამოსვლა ჯობდა!

Mariam Pipia- ძალიან მაგრები იყვნენ. წინაც კარგი იყო და ახლაც მაგარი. უბრალოდ, ვალსის შეტანა არ იყო საჭირო, ჩემი აზრთ.

Nodo Oqroshiashvili – ესენი ეტყობა 220-ზე შეაერთეს და იმიტომ იცეკვეს კარგად :D

Alex Turdzini ჩემი მეზობელია გადმოსული და სულ ჯადოქრობა ეძახა :D

უცნაური - კარგები იყვნენ. იშრომეს და ნამუშევარი ეტყობოდათ. საბოლოოდ იმ მოცეკვავე ჯგუფს ჯობდნენ. უფრო დახვეწილები იყვნენ

ჯუმბერ  ნოზაძე

“მაესტრო”-სთან დაკავშირებით ყველა აღნიშნავდა, რომ ძალიან კარგი ადამიანია და იმის აღნიშვნაც არ გამორჩენიათ, მისი ნამღერის შემდეგ რომ მეუღლე სახლში მშვიდობით შეუშვებდა:

Giorgi Lomsadze -სანტა ლუჩია თვით პავაროტსაც შეშურდებოდა :)

Nika Kochlamazashvili -ცოლი სახლში შეუშვებს, მაგარია! :P :)

ბოლნელი

ბოლნელების დეკორატიული დოლი და წევრების სიმრავლე ყურადღების ცენტრში  მოექცა:

Angela Gongl დიდი დოლი რომ დავინახე, რატომღაც მეგონა, რომ მასზეც დაუკრავდნენ. უფრო შეემატებოდა ეფექტი, მაგრამ მაინც ძალიან კარგები იყვნენ, ნამდვილად მომეწონა.

Mari Muradova- კარგები იყვნენ, მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ :D

სანდრო ცისკაძე

სანდროს შოუმ ყველა გააოცა და ძირითადად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მის ნომერს. ყველა ხაზს უსვამდა მის პროფესიონალიზმს და ქასთინგთან შედარებით დიდ წინსვლას. ზოგს კი მისი კოქტეულის გასინჯვა უფრო უნდოდა, ვიდრე ნომრის ყურება:

Vaxo Shelia -მეც გავსინჯავდი ახლა მაგ კოქტეილს… : )

Ann-marie Chaduneli -ეფექტური იყო : )) მომეწონა

Gabo Maghlaperidze -ასეთი საინტერესო ნომერი ნიჭიერის ისტორიაში არ მახსოვს. ძალიან ძლიერი შემსრულებელია.

როგორც იცით, დიდი კრიტიკა გამოიწვია იმან, რომ  ნომერი მისი საკუთარი იდეა არ იყო. ალბათ, კარგი იქნება, ერთხელაც თუ ჩამოვყალიბდებით რისი “კოპირება” იმსახურებს კრიტიკას და რისი არა, მაგრამ ფაქტია, სანდროს ნომერს “ჩრდილქვეშ” არ აყენებს ეს ფაქტორი:

ჰელადოს- კი ,ასლია რუმინული ნიჭიერიდან.,მაგრამ თავად ჩვენი ნიჭიერიც ხომ ასლია? სხვათაშორის, ის რუმინული ნომერიც ასლია. ისე, საქართველოში ასეთი ნომერი გააკეთოს კიდე ვინმემ და მერე დაიწუნოს ამ კაცის შესრულება.მსოფლიოზე რომ მეშვიდე ადგილზე გავიდა,იმაზე დავწეროთ არ ჯობია?  რასაც ცისკაძე აკეთებს,საქართველოსთვისაა ახალი და საინტერესო,თორემ ამერიკაში ეგ არავის გაუკვირდება.მისი ნიჭიც ამაშია. იდეას რაც შეეხება-ქართველებს საკუთარი ორიგინალური იდეები საკმაოდ ცოტა გვაქვს,სამწუხაროდ .ეს პროექტი კი სწორედ ამას უცყობს ხელს-განვითარდეს ორიგინალური იდეები და ნომრები.

ნია კვარაცხელია

ნიჭიერის მერი პოპინსზე ერთმნიშვნელოვნად ამბობდნენ, რომ ძალიან დახვეწილი ბავშვია და კარგი მომღერალი. მის შეფასებებში სულ ფიგურირებდა სიტყვა “ძალიან”!

Tata Beradze -ძალიან ტკბილი ხმა აქვს და რაღაც კარგი თოჯინაა : )

Tamila Khizanishvili- ძალიან სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს ნიას და მართლაც ნიჭიერია.

Nino Meparishvili -ნია ძალიან კარგი მომღერალია. ძალიან უხდება ეს სტილი. მის  ასაკში ცეკვასთან ერთად სიმღერა არც ისე მარტივია.

ბორდიული - ზოგადად მიუზიკლების მოყვარული არ ვარ, მაგრამ კარგი ბავშვია, მომეწონა

კათარზისის დუეტი

მიუხედავად იმისა,რომ ხალხის გადაწყვეტილებით მათ ფინალში გადასვლას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, ერთ რამეზე ყველა თანხმდება, რომ როგორც ვანომ თქვა, ისინი საუკეთესო ბებოები არიან მთელს მსოფლიოში:

თათა მელქაძე -ეჰ ასეთ ბებოებს რა უნდათ კათარზისში :(

Lasha Chanturia -როგორ ვტირი :( მიყვარს ეს ადამიანები :(

ზოგი კიდევ მათ დანახვაზე ერთ ცხოვრებისეულ პრობლემასაც შეეხო:

Nika Kochlamazashvili აი ესენი არიან საყვარელი ბებიები. აბა ავტობუსში ადგილს რომ არ დაუთმობ და ახალგაზრდობას ლანძღავს, ის არის საყვარელი ბებია? : )))

გულნარა- ხალხის სიმპატიების დამსახურებასაც ნიჭი უნდა და ეს მოახერხეს მოხუცებმა, სხვათა შორის ამ წლოვანების ადამიანებისთვის მაღალი ნოტების აღება ძალიან რთულია, მათ კი მშვენივრად გაართვეს თავი და რჩეულებიც გახდნენ, გაიხარონ და დღეგრძელობას ვუსურვებ მათ

our style

our style-ს ქორეოგრაფია და ნომრის შინაარსი, ჟიურის მსგავსად ბევრმა ვერ გაიგო, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მოიხიბლა მათი იდეებით და მშვენივრად გაიგეს რისი თქმა უნდოდათ მოცეკვავეებს:

Giorgi Nadareishvili – მოსაწყენი დადგმაა და არანაირი სინქრონი არ აქვთ.

Mariam Pipia – ქორეოგრაფია კარგი იყო, თუმცა სინქრონში ცოტა გაუჭირდათ, ცოტა დახვეწა ესაჭიროებოდა ნომერს და სხვა თემა რომ მოეფიქრებინათ კარგი იქნებოდა. ავარია და მერე სიზმარი არ იყო დიდად საინტერესო.

Keti Sarjveladze კარგი პლასტიკა აქვთ.

ნინო- ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ ეს ჯგუფი ძალიან კარგი იყო ნახევარფალში.

ცირა კუპრაშვილი

ცირა კუპრაშვილის გამოსვლისას ვანოს შეფასებას ბევრი დაეთანხმა, ვერაფერი ვერ განიცადეს:)) ზოგმა კი ჩათვალა,რომ ყველა ვერ სწვდება ამ ხელოვნების ძირეულ აზრს, ბევრი კი ვანიკოს ნახატმა უფრო მოხიბლა:

Tatia Gulua -მეც ვერაფერი ვერ ვიგრძენი ))

Nica Shengelia -ინტიმს ეს ჯობდა აშკარად :D

Tamuna Akhaladze –  ვანიკო თუ უფრო უკეთესი არ ყოფილიყო რა…

Kapanadze Mariam- ლამაზი ნომერი იყო მართლა. უბრალოდ ჩაწვდომა უნდა, რასაც ბევრი ვერ შეძლებს.

ლოლა- არ ჩავარდნილა ნომერი პირიქით ძალიან ლამაზი ნომერი დადგა ცირამ, ამას პროფესიონალები უნდა აფასებდნენ და სწორად გაიგებდნენ!

მარიამ  აკობია

მარიამ აკობიას, გაუგებარი (ჩემთვის გაუგებარი) მიზეზების გამო სიმღერის არჩევანი დაუწუნეს, თუმცა უმეტესობა მაინც მიხვდა, რომ ეს “რაღაც” სიმღერა, რომელსაც 3 ადამიანი ასრულებს, რთული იყო შესასრულებლად და მის სტილს ძალიან მოუხდა. გულის წყვეტაც შეინიშნება იმის გამო, რომ ფინალში ვერ მოხვდა:

Lev Nafetvaridze -ისეთი სიმღერა ამოარჩია, რომ დიდად ვერ გვანახა მარიამის შესაძლებლობები :)

Ninia Kirvalidze – destiny’s child მღერის ამ სიმღერას, სამი უძლიერესი მომღერალია ამ ჯგუფის წევრი და “რაღაც სიმღერას” ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

Medeia Pavliashvili კარგი გოგოა…მომავალში უფრო დაიხვეწება ალბათ და ცეკვის ხელოვნებასაც დახვეწავს და მაშინ კი შეიძლება პროფესიონალად მოგვევლინოს. პოტენციალი ნამდვილად არის ამ ბავშვში, შრომაა მთავარი, თან ძაალიან დიდი შრომა!

ანანო- ამ გოგოს ნამღერს რომ ვუსმენ ასე მგონია POPstar ს ვუსმენ … :X

დიდი აჟიოტაჟია კომენტარებში მარიამ ტომარაძის და მარიამ აკობიას შედარებებზე, რაც ხშირად ჩხუბში გადადის, რის შედეგადად იძულებული ვხვდებით, რომ “მოჩხუბარებს” კომენტარის დატოვების ფუნქცია შევუზღუდოთ.  ის კი, ვინც მშვიდად მსჯელობს, კვირის კომენტარებში საპატიო ადგილსაც იმსახურებს:

ლაშო - ჩემი აზრით აკობია ჯობს ტომარაძეს :) ნუ ორივე ძლიერია,მაგრამ აკობია მაინც უფრო დახვეწილია. ვიცოდი რომ არ გადაიყვანდნენ, რადგან მერე ხალხი დაიწყებდა რა ამბავია ამდენი მომღერალი,ჯეოსტარი ხომ არ არისო?! :D არ ვარ მართალი?! ასე რომ,სწორად მოიქცა ჟიური. მე პირადად, მინდოდა აკობია ფინალში ყოფილიყო…

თავისუფალი

ჯგუფი “თავისუფალი” დიდი პოპულარობით სარგებლობს, თინეიჯერებში განსაკუთრებით. მართალია პირველ და მეორე ტურებში შესრულებული სიმღერები ერთმანეთს მიასმგავსეს, მაგრამ მათი დადებითი განწყობა ასეთივე გამოხმაურებას იწვევს:

Nika Kochlamazashvili – მხიარული და რიტმული სიმღერები აქვს ამ ჯგუფს, თან მარტივი და უბრალო ტექსტებია, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუსმენ. მოკლედ, მაგარი ჯგუფია :)
Teo Shvangiradze – ძალიან ერთი და იგივე მუსიკა იყო შესარჩევ ტურზე და ნახევარფინალში.

acrostyle’s fans- თავისუფალს წარმატებები, მაგრამ მისამღერი მეორდებოდა ძალიან ხშირად და ეგ არ მომეწონა უბრალოდ:D თორე თვითონ სიმღერა ძალიან სახალისოო და კარგი იყო<3

ფანდურა - რითი არრიან ეს ადამიანები მგზავრებზე ნაკლები? კარგ მუსიკას უკრავთ და კარგადაც მღერით.

რაც შეეხება ხშირად დასმულ  კითხვებს: ორი კითხვა განსაკუთრებით თვალში მხვდებოდა. ორივე მათგანი ეხება მუსიკის შემსრულებლის ვინაობას.

1. რა სიმღერა იმღერა მარიამ აკობიამ? ეს იყო:

Destiny’s Child - Survivor

http://www.youtube.com/watch?v=Wmc8bQoL-J0

2. რა მუსიკა იყო სანდრო ცისკაძის შოუს ფონი? ეს იყო:

Cee Lo Green – Forget You

http://www.youtube.com/watch?v=bKxodgpyGec

აქვე, ვუპასუხებ თორნიკე ჯანაშიას კითხვას:

თორნიკე ჯანაშია- ერთი კითხვა მაქვს კომენტარები რომ დავწერეთ და კითხვები ამათი პასუხები სად ვნახოთ? თუ არ დადებულა ჯერ?

საუბარია ამ წამოწყებაზე: რუბრიკა პერსონალური მესიჯი

პასუხები მონაწილეების შესახებ ე.წ. “ბიო” პოსტებში ჩავდეთ, რომელიც ორშაბათობით დღის მანძილზე იპოსტება. როგორც ვთქვით, “პერსონალური მესიჯი”-ს პოსტი ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა და ბოლომდე ჩამოყალიბებული ფორმატი არ იყო, ამიტომ, როგორც გამოჩნდა, უმჯობესი იყო პასუხის გაცემა ამ სახით. პერსონალური მადლობების ამსახველი ფოტომასალა არსებობს, უბრალოდ სიტუაციის გამო ყველა მათგანისთვის ფურცელზე დაწერა არ მოხერხდა(ათივე კონკურსანტთან დაკავშირებით არც იყო კითხვები და არათანაბარ სიტუაციაში ჩაყენება არ გვინდოდა), მაგრამ კომენტარები ადრესატამდე მივიდა და ახლა, როცა ჩავლილია წინა ნახევარფინალი, შეგიძლიათ იხილოთ:

Black balance პერსონალური მესიჯის წერის დროს :))

"თავისუფალი"-ს პერსონალური მადლობები :)))

ბოლოს, მადლობა ყველა კომენტარის ავტორს. განსაკუთრებით სასიამოვნოა პირდაპირი ეთერის დროს ფეისბუქზე მუშაობისას კომპლიმენტები  ნიჭიერი”-ს გვერდის ოპერატიულობასთან დაკავშირებით და გეტყვით, რომ ეს  დიდი სტიმულია.   ჩემი “შტაბი” პირდაპირი ეთერის დროს ჟიურის მაგიდის გვერდით (გვერდით და ქვემოთ:)) ) მდებარეობს. “როგორ ასწრებ” – ძირითადი კითხვა ეს არის ამ კვირაშიც ფეიჯზე პოსტვისას.  არ ვიცი რა პასუხი გავცე, მაგრამ მთავარია, რომ ვასწრებ!<3

ჟიურის ექსკლუზიური კადრიც ზემოთხსენებული შტაბიდან:

ვანო და კოქტეილი :)

და ბოლოს, დაპირებისამებრ, ნიჭიერის ბლოგის ყველაზე აქტიურ მკითხველს, რომელიც ყოველთვის “ხაზზეა”, გვგულშემატკივრობს და საინტერესო კომენტარებსაც წერს, გადაეცემა ორი ბილეთი ხვალ, 23 მაისს “ნიჭიერი”-ის მეოთხე ნახევარფინალზე ფილარმონიაში დასასწრებად. ეს  არის:

Mari’s Got Talent :)

დამატებით ინფორმაციას ბილეთებთან დაკავშირებით ამ საღამოს მიიღებს  e-mail-ზე.

ხვალ კი ახალი შთაბეჭდილებების და ახალი კომენტარების კვირა იწყება- ხვალ ორშაბათია, ორშაბათი ნიჭიერის დღეა!

20 May

ვის გულშემატკივრობთ მეოთხე ნახევარფინალში?

ვის გულშემატკივრობთ ფინალში, 6 ივნისს?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...

ნიჭიერი”-ს ფეისბუქზე გამოკითხვა

19 May

ნიჭიერი – მე-3 ნახევარფინალი და მეტ-ნაკლებად სამართლიანი სამეული…

გამარჯობა, მე ვარ რეზი ბარამიძე, რევაზის ბლოგიდან. ვწერ მუსიკაზე, ზოგადსაკაცობრიო სიკეთეებზე, მედიასა და აქტუალურ თემებზე. ქართულ ბლოგოსფეროსთან ჩემი დაკავშირება ‘ნიჭიერის’ დამსახურებაა, რადგან სწორედ ამ პროექტში მონაწილეობისას გამიჩნდა სურვილი საკუთარი ჯგუფის ინტერნეტ-სივრცეში გაპიარებისა..

უი, დამავიწყდა : ) ყველაფერთან ერთად ‘ნიჭიერის’ ყოფილი მონაწილეც ვარ, ფოლკ-ჯგუფ ფიცვერცხლის ერთ-ერთი წევრი, გახსოვთ ალბათ  : ) წლევანდელ სეზონს კი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს..

პრინციპში, ვისთვის როგორ.. თუმცა, ერთზე ყველა თანხმდება: საკმაოდ კარგი შოუ გამოვიდა ორშაბათს.

ზოგადად, კასტინგსა და ნახევარფინალს შორის განსხვავება ისაა, რომ მონაწილეებმა უნდა გაიაზრონ, რომ პირდაპირ ეთერში მილიონობით ადამიანის თვალწინ უწევთ გამოსვლა და ის შეცდომები, რაც კასტინგზე იქნა დაშვებული, აღარ გაიმეორონ. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მონაწილე შემოქმედებითად უნდა გაიზარდოს კასტინგებიდან ნახევარფინალამდე. რამდენიმე მონაწილემ ძალიან კარგად გაართვა თავი ამ ამოცანას და ბევრად სანახაობრივი და შინაარსობრივი ნომერი შესთავაზა მაყურებელს.

უპირველესად სწორედ ასეთ, ‘გაზრდილ’ მონაწილეებს შევეხები..

ვისით უნდა დავიწყო, თუ არა მარიამ აკობიათი.. დიდ კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ის 2 სეზონის განმავლობაში ‘ნიჭიერის’ ფინალის ყველაზე დიდი დანაკლისია.. სამწუხაროა.. სიამოვნებით ვიხილავდი ფინალში..

აღსანიშნავი იყო ანსამბლი ბოლნელიც, რომელმაც საკმაოდ კარგი შოუ დადგა, თუმცა მათი შრომა და ‘გამრავლებაც’ არ აღმოჩნდა საკმარისი ფინალში გასასვლელად. ნია კვარაცხელიას სახით საქართველომ კიდევ ერთი ‘ვაიმე რა საყვარელია ;;)’ ტიპის მომღერალი ბავშვი მიიღო, საკმაოდ კარგი ვოკალური და არტისტული მონაცემებით.. წარმატებებს ვუსურვებ მას და იმედია, მალე ვიხილავ რომელიმე მიუზიკლში.. : )

კარგები იყვნენ Our Style-ს მოცეკვავეებიც, თუმცა მგონი ნომრის დინამიკასთან დაკავშირებით ცოტა ზედმეტი მოუვიდათ და ცეკვა ცოოტათი გვერდით დარჩათ..

ახლა კი მონაწილეები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ვერ გაიზარნდნენ:

ცირა კუპრაშვილი – აქ ვანოს კომენტარიც საკმარისია:

ექიმთან უნდა წავიდე? O_o

Black Balance – პირველ ტურშიც არ მომეწონა მაინცდამაინც მათი გამოსვლა, აზრი ნახევარფინალმაც ვერ შემიცვალა.

რაც შეეხებათ ფინალისტებს და ‘საქართველოს ბანკის’ რჩეულს

მოხუცები კათარზისიდან – არც ამაზე მინდა ბევრი საუბარი.. გვიყვარს ქართველ ხალხს ემოციები. გამოსვლა მართლაც ემოციური იყო და შედეგიც გასაგებია. ვულოცავ მათ და წარმატებას ვუსურვებ.

სანდრო ცისკაძე (c) nichieri.ge

ყველაზე ღირსეული არჩევანი ამ დღეს ჟიურიმ გააკეთა – სანდრო ცისკაძე გაიყვანა ფინალში.. არ ვიცი უსხია თუ არა რამე განსაკუთრებული ამ კაცს ჭიქებში, რომლითაც ჟიურის კოქტეილებს ურიგებს, მაგრამ ფაქტია, რომ მას წარმატების ფორმულა აქვს. სანდროს ნომერი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე კრეატიული იყო ამ ორშაბათს.. სავსებით აკმაყოფილებდა ჩემს კრიტერიუმს ‘გაზრდის’ შესახებ..

აი ‘თავისუფალი’ კი, მგონი მაინც ვერ გაიზარდა.. გასაგებია, რომ ხალხს მოსწონს ასეთი სტილის მუსიკა. ისიც გასაგებია, რომ მარტივია და ადვილად გამახსოვრდება.. ნურც ვანოს კომენტარს მივიღებთ მხედველობაში, არეულ რიტმზეც არ ვამბობ არაფერს, არც მითუმეტეს პირადი ანტიპატია მაქვს ჯგუფის მიმართ, პირიქით.. მაგრამ რეალურად, პირველ და მეორე სიმღერას შორის განსხვავების პოვნაა რთული..

თუნდაც, ტექსტები განვიხილოთ:

პირველი ტური:

ამ ქალაქში სიყვარულს ელიან

ეს ქალაქი ვარდისფერია

აქ ცხოვრება ცოტათი ძნელია

და სიცოცხლე მშვენიერია

ეს სიყვარული ისეთი ვრცელია

ჩვენი ოცნება სულ სხვა ფერია

მზე თითქოს მელნისფერია

ხალხი ხომ ბედნიერია

მისამღერი:

ლალა ლალა ლალა ლალა ლა

ნახევარფინალი:

ყოველი დილა იწყება იმედით

უნდა ვიოვნებოთ კვლავ

მზის სხივებს მხოლოდ ერთი ფერი აქვთ

ეს სიყვარული მხოლოდ ჩვენია

ზეცას ხომ ლურჯი ფერი აქვს

გულწრფელ სიყვარულს თქვენგან ველით

აქ ყოველი წუთი მშვენიერია.

მისამღერი:

პამ პამ პარამ პა რა რა

ზედმეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ, ისედაც ბევრი შემედავება, შემეკამათება და შეიძლება უარესიც.. anyway, ეს ჩემი აზრია..მეტი რაღა ვთქვა,  დანარჩენისთვის თინის პოსტი იხილეთ დეტალური და თავისებური, ჯიგრული ანალიზით..

ველი თქვენს გამოხმაურებებს კომენტარებში..

დროებით : )

18 May

მეორე სეზონის მესამე ნახევარფინალი

“რა საჭიროა სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი…”

ორშაბათს “ნიჭიერი”-ს მეორე სეზონის III ნახევარფინალი ჩატარდა. ყოველგვარი შესავლის გარეშე, კონკურსანტები:

Black Balance

without talking!

კოპირება, როგორც წესი, ცუდია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც  ორიგინალში დახარჯულ შრომას და ნიჭს არ ჩამოუვარდება. ეს დუეტი ჩემთვის ამის მაგალითი იყო ქასთინგზე და ძალიან გამიხარდა, რომ ნახევარფინალში საკუთარი დადგმული ნომერი წარმოადგინეს, ამით დაამტკიცეს, რომ კიდევ ბევრი შეუძლიათ.

ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურად იყო- რამდენიმე მომენტში გადაუხვიეს ლოქინგიდან, მაგრამ ნომერი იყო კარგად აწყობილი, მრავალფეროვანიც და იუმორის ჩართვაც მოუხდა.

კარგი იქნება, თუ განაგრძობენ ვარჯიშს, კიდევ უფრო მეტს იმუშავებენ. ვიცი, რომ ბევრი სირთულე აქვთ პირობებთან დაკავშირებით- ერთ-ერთის სახლში მეცადინეობენ, სადაც ძალიან პატარა ფართობია და ლოქინგის გარდა, ცეკვის სხვა მიმდინარეობის დამუშავება შეუძლებელიც კია, მაგრამ იმის აღმოჩენა, რომ  თავადაც შეუძლიათ შექმნან, უკვე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ჯუმბერ ნოზაძე

ჯუმბერ ნოზაძის ნომერს  დადებითად ვერ შევაფასებ. უბრალოდ, როგორც ვანომ თქვა,  საინტერესო და კარგი პიროვნებაა. ისე, “შტვენაში დეტონაცია” არ ვიცი, მაგრამ რეპეტიციებზე უკეთესად მღეროდა. სცენაზე რომ გამოვიდა, ძალიან ნერვიულობდა აშკარად და სავარაუდოდ ამ ნიადაგზე ხმაც ჩაუწყდა. მეც დარწმუნებული ვარ, რომ მეუღლე ამაყობს და ნახევარფინალში, სიმღერის გამო თუ არა, ამის გამო მაინც ღირდა მისი ნახვა:))

“ბოლნელი”

ეს ანსამბლი ქასთინგზეც ძალიან მომეწონა, მახსოვს, რომ კარგად დაკვრის გარდა, სანახაობაც საკმარისი დოზით იყო. ნახევარფინალში კი იმდენი რამ ხდებოდა სცენაზე, ზოგ მომენტში არ ვიცოდი რომლისთვის მიმექცია ყურადღება. მომეწონა თანამედროვე ელემენტები, რეკვიზიტების მრავალფეროვნება და ქორეოგრაფია. ამდენი დოლის ხმა რომ ერთხმად ჟღერს, ესეც დადებითია.

სანდრო ცისკაძე

“თმა შეიჭერი, თუ შეგეტრუსა?” - გეგა

როგორც გეგამ აღნიშნა, სანდროს ნახევარფინალში გადაყვანა ყველაზე სარისკო იყო. საერთოდ, ამ ჟანრისთვის თავიდან  დიდი ყურადღება არც მიმიქცევია და ალბათ მაყურებლების დიდი ნაწილიც ასე იყო განწყობილი. შევნიშნე კიდეც “ბარმენს რა უნდა ნახევარფინალში” ტიპის კომენტარები, მაგრამ, ვფიქრობ, დამტკიცდა ჟიურის გადაწყვეტილების სისწორე მისი ნომრით. ამ ათეულში ყველაზე დახვეწილი, ორიგინალური და ჟანრობრივად უცხო  იყო.  მოხარული ვარ, რომ ჟიურიმ მის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ფინალში უკვე არაფერია სარისკო. თავის საქმე კარგად იცის და კიდევ ერთი განსხვავებული ჟანრის შოუ გველოდება!

ნია კვარაცხელია

“ნიჭიერის მერი პოპინსი”მე

ნიას ქასთინგისგან განსხვავებული არაფერი “ჩაუდენია”, მაგრამ მიუზიკლის ჟანრი ძალიან უყვარს და კარგია, რომ ასეთ პატარა ასაკში უკვე ზუსტად იცის რა უნდა.  ქასთინგთან შედარებით ბევრსაც მოძრაობდა, რაც რთულია სიმღერის დროს და ამის გამო შესრულებაში ხარვეზები არ გაპარვია. საერთოდ, ძალიან დახვეწილი სტილი აქვს და როგორც სოფომ თქვა, ნომერზე მთლიანობაში ფიქრობს და თანაბრად აქცევს ყველა დეტალს ყურადღებას.

კათარზისის დუეტი

“არ გვეგონა ჩვენ, თუ ამ ასაკში რაიმე ბედნიერების მომსწრე გავხდებოდით. თურმე შეიძლება იყო მოხუცი, გქონდეს ბევრი ჭაღარა, მაგრამ ხალხს მაინც უყვარდე.”

კათარზისის დუეტის ფინალისტობა დიდი მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა. ვერ გეტყვით, რომ მე აღვფრთოვანდი მაყურებლის გადაწყვეტილებით, გულიც დამწყდა რამდენიმეზე სხვა მონაწილის ვერ გადასვლის გამო, მაგრამ ნაკლებად ველოდი ასეთ კომენტარებს. ხშირად უცენზურობაში გადასული გაბრაზება შეინიშნება, რაც ვთვლი, რომ რბილად რომ ვთქვათ, არასწორია.

მესმის, რომ ფინალისთვის ღირსეული კანდიდატი ამ ათეულში იყო სხვა რამდენიმეც, მაგრამ რა კრიტერიუმით არ უნდა ვცეთ პატივი ასეთი ასაკის ადამიანებს, რომლებიც შესაძლებლობებთან შეფარდებით კარგად მღერიან, ემოციურიც არის და ფინალშიც ბევრი არაფერი მოაკლდება შოუს იმიტომ, რომ ემოციები ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ნიჭიერის. თუ ვამბობთ, რომ ეს არის შოუ ასაკის საზღვრების გარეშე, უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შემთხვევები იქნება.

წინა სეზონში, ხშირად ვბრაზდებოდი მაყურებლის გადაწყვეტილებაზე. წელს მშვიდად ვხვდები იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილებას იღებს აქტიური უმრავლესობა.

Our Style

Our Style-ს მძღოლის სიზმარი (თუ კოშმარი) გაცილებით მკაცრ შეფასებებს იმსახურებდა, ვიდრე ჟიურისგან მიიღეს. ძალიან ბევრი სუსტი მხარე ჰქონდათ: ტექნიკა ყველას ერთ დონეზე არ აქვს განვითარებული, რაც მკაფიოდ ჩანს დიდი დაკვირვების გარეშეც. არის რამდენიმე ძლიერი, მაგრამ დანარჩენების სისუსტეს ისინი ვერ ფარავენ. სინქრონიც არ იყო  კარგი.

შინაარსს და ფილოსოფოსობას რაც შეეხება, ცეკვის ჯგუფი რომ გქვია, მეტი კონცენტრაცია ქორეოგრაფიაზე უნდა გაკეთდეს. იდეა კი იყო კარგი, მაგრამ  მთელი ამ სპექტაკლის  გამო, როგორც ვანომ აღნიშნა, ნაკლებად ცოცხალი ნომერი გამოვიდა.  3 წუთიან ნომერში რომ  2 წუთი  პულსის გასინჯვას უნდები, იმას არ ნიშნავს, რომ იცეკვე… იმედი მაქვს განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას, ხელს არ ჩაიქნევენ და ამ საკითხს მომავალში დიდ ყურადღებას დაუთმობენ. ცეკვაში ქორეოგრაფია ყველაზე მთავარი ასპექტია.

ცირა კუპრაშვილი

აი ცირა კი პირიქით, ასეთ სიმკაცრეს არ იმსახურებდა. თუმცა შეფასებები სწორი იყო იმ კუთხით, რომ “მტრედის გაცოცხლება, რომელიც მანამდეც ცოცხალი იყო” და მარტივი ნახატის დახატვა, დიდი სანახაობა არ არის და დროშიც გაწელილი გამოდის. ჩემთვის ქასთინგზე ნანახი სტილი უფრო საინტერესო იყო და როგორც შოუ –  უკეთესად აღქმადი . ვფიქრობ, ცირა საზოგადოების დამოკიდებულების გამო გამოვიდა შეცვლილი იმიჯით, თორემ უფრო სანახაობრივი ნომერი შეეძლო შემოეთავაზებინა.

მარიამ აკობია

მარიამ აკობიას სიმღერის არჩევანი და განსხვავებული სტილი ძალიან მომეწონა. საერთოდ, ყველა კონკურსში, ერთი და იგივე ტენდენციაა ხოლმე სიმღერების არჩევანის კუთხით. უხეშად რომ ვთქვათ, არსებობს “გაცვეთილი საკონკურსო სიმღერები“, რომელსაც ყველა ქვეყანაში, ყველა კონკურსის ყველა სეზონზე გამუდმებით ასრულებენ. მაგალითისთვის: Christina aguilera- hurt, Beyonce – Listen,   Alicia Keys – Fallin, Witney Houston- I will always love you და ა.შ. ქასთინგზე რომ ამ სიმღერებით მოდიან, დიდად აღფრთოვანებით არ ვხვდები. გამიხარდა, რომ მარიამმა ნახევარფინალშიც ასეთი სიმღერა არ აირჩია, თან მოძრაობდა (ეს ჩემი სუსტი წერტილია.  რაც არ უნდა კარგად მღეროდეს, თუ სიმღერის სტილში ჯდება, რიტმი ხელს უწყობს და მაინც დაპაუზებული კადრივით დგას მომღერალი, ყოველთვის უარყოფითად ვაფასებ), თანაც შესრულების მანერა ძალიან POP star-ული აქვს.  რაც შეიძლება ფინალში გადაყვანას, ვფიქრობ, წარმატების მიღწევა მაინცდამაინც ფინალში მოხვედრა არ არის. “ნიჭიერი”-ს ყველაზე დადებითი “თვისება” ის არის, რომ თუ ერთხელ აღმოგაჩინა, მერე დაკარგვას არ ექვემდებარები :)

თავისუფალი

“თითქოს არ მაქვს მოსმენილი, მაგრამ სადღაც მაქვს მოსმენილი.”-ვანო

გეგას წოდებით “ქართული ეთნო პოპ-როკი” ძალიან პოპულარული მიმდინარეობაა დღესდღეობით საქართველოში. ვფიქრობ, “თავისუფალი”-ს სტილი ზუსტად არის მორგებული ამ ტენდენციას. მართალი გითხრათ, პირველი სიმღერის შემდეგ მეორე ცოტა “ერთნაირად” ჟღერდა, ვანიკომ რომ გამოაცხადა სიმღერ-სიმღერით, მეგონა შეეშალა და რეპეტიციაზე მოსმენილი ახალი სიმღერა შემოემღერა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ძველიდან იყო ნაწყვეტი.

ინსტრუმენტების ბალანსი ამჯერად უკეთესი იყო, ერთიანად ჟღერდნენ. მოკლედ, ვფიქრობ, რომ თუ ერთხელ შეძლეს ისეთი სიმღერის დაწერა, რომელიც ყველას დაამახსოვრდა და პრინციპში, გაჰიტდა, კიდევ შეძლებენ. მთავარია, რომ სტილი შეინარჩუნონ ოღონდ ისე, რომ მელოდიები და ტექსტები ერთმანეთს არ ჰგავდეს.

შემდეგ ორშაბათს:

  • ვორტექსი
  • დაჩი თურქია
  • მოცეკვავეთა ჯგუფი აფრიკიდან
  • ტანმოვარჯიშე გოგონათა ჯგუფი
  • დათიკაშვილების ოჯახი
  • ირაკლი სარალიძე
  • ირაკლი ბიბილური
  • ბაჩო აგულაშვილი
  • კარატისტთა ჯგუფი წმინდა გიორგი
  • თეონა კოროშინაძე

ამ ათეულზე დიდ იმედებს ვამყარებ :)

ბოლოს, ფავორიტი კადრი:

17 May

მესამე ნახევარფინალი- შედეგები

მეორე სეზონის მესამე ნახევარფინალში  შემოვიდა მაყურებლის  23 685   ზარი.  ხმების უმრავლესობა, 23,2% მიიღო კათარზისის დუეტმა.  ჟიურის რჩეული კი  ბარმენი სანდრო ცისკაძე გახდა.

საქართველოს ბანკის ფავორიტად ჯგუფი “თავისუფალი” დასახელდა. ხმის მიცემა სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, “ნიჭიერი”-ს დასრულებისთანავე დაიწყო.  დარჩა რამდენიმე საათი იმისთვის, რომ მისცეთ ხმა და დაეხმაროთ მათ ფინალში მოხვედრის შანსის გამოყენებაში.

შემოსული ხმები კი მესამე ნახევარფინალის ათეულში ასე გადანაწილდა:

კათარზისის დუეტი 23,2%

ნია კვარაცხელია- 19,44%

მარიამ აკობია 16,4%

ბოლნელი 9,6%

ჯუმბერ ნოზაძე- 9,2%

სანდრო ცისკაძე 7,9%

თავისუფალი 7,4%

our style 3,1%

Black Balance 2,7%

ცირა კუპრაშვილი 0,7%