-
"გავეცნოთ ევროკავშირს" - სემინარი ქუთაისის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის
საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" 2011 წლის 29-30 აპრილს ქუთაისის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის გაიმართა . სემინარი ევროპული ინტეგრაციის, გლობალურ პოლიტიკაში ევროპის კავშირის როლსა და საქართველოთან თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.
სემინარს ქალაქ ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, ისტორიის და გეოგრაფიის 35-მდე პედაგოგი დაესწრო.
სემინარს უძღვებოდნენ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე და ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი.
-
სემინარი თელავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისათვის
საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" 2010 წლის 22-23 ოქტომბერს თელავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის გაიმართა . სემინარი ევროპული ინტეგრაციის, გლობალურ პოლიტიკაში ევროპის კავშირის როლსა და საქართველოთან თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.
სემინარს ქალაქ თელავის ცხრა საჯარო სკოლის სხვადასხვა საგნის (ძირითადად ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების) 35-მდე პედაგოგი დაესწრო.
-
სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
11-12 ივნისს ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს". სემინარი ევროკავშირის ინსიტუტების, გლობალურ პოლიტიკაში ევროკავშირის როლის და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.
-
ახალციხელი სტუდენტებისათვის საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" ჩატარდა
4-5 ივნისს ახალციხეში, სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" ჩატარდა. მის მუშაობაში სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 35 სტუდენტი მონაწილეობდა. სემინარს უნივერსიტეტის რამდენიმე თანამშრომელიც ესწრებოდა.
-
Media.Ge - უნიკალური საიტი ქართულ მედიაზე.
ჯიმშერ რეხვიაშვილი
საქართველოში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი, საინფორმაციო საშუალებების სიმცირეს არ უჩივიან, თუმცა ორ ასეულზე მეტ გაზეთს, ინტერნეტგამოცემას, ტელევიზიასა და რადიოსადგურს შორის საიტი media.ge ერთადერთი საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც, ძირითადად, მედიისათვის ან მედიის მუშაობით დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის საჭირო ინფორმაციას აგროვებს და ავრცელებს.
-
“ჩვენი ექსპრესი“ 26 მარტიდან „მზეზე“
„ინტერნიუსი - საქართველოს" ახალგაზრდული პროგრამა "ჩვენი ექსპრესი" ეთერში ბრუნდება, ამჯერად, ის ტელეკომპანია „მზეზე" 26 მარტიდან გავა (ყოველ პარასკევს 19:30 საათზე).
"ჩვენი ექსპრესი" 2009 წლის იანვრაში ეთერის გარეშე დარჩა, თუმცა სიუჟეტებს საკუთარ ბლოგზე (http://blog.teentv.ge) აქვეყნებდა.
-
"ინტერნიუსი-საქართველო"-სასწავლო კურსი რადიო რეპორტაჟში მრავალფეროვნების გაშუქების შესახებ
”ინტერნიუსი”, ”რადიო ნიდერლანდების ტრენინგ-ცენტრი” (RNTC) (ნიდერლანდები) და “მედიის განვითარების ცენტრი” (MDC) (ბულგარეთი) ორგანიზებას უწევს 10 დღიან სასწავლო კურსს რადიო რეპორტაჟში მრავალფეროვნების გაშუქების შესახებ.
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 12 ჟურნალისტი. დასწრება სავალდებულოა.
-
სასწავლო კურსი მრავალფეროვნების გაშუქება რადიო რეპორტაჟში, თბილისი, 7-16 დეკემბერი, 2009წ
”ინტერნიუსი”, ”რადიო ნიდერლანდების ტრენინგ-ცენტრი” (RNTC) (ნიდერლანდები) და “მედიის განვითარების ცენტრი” (MDC) (ბულგარეთი) ორგანიზებას უწევს 10 დღიან სასწავლო კურსს რადიო რეპორტაჟში მრავალფეროვნების გაშუქების შესახებ.
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 12 ჟურნალისტი. დასწრება სავალდებულოა. ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 25 ნოემბერი.
-
"ინტერნიუსი-საქართველო"-სასწავლო კურსი „ბავშვთა საკითხების გაშუქება სატელევიზიო რეპორტაჟში“
”ინტერნიუსი”, ”რადიო ნიდერლანდების ტრენინგ-ცენტრი” (RNTC) (ნიდერლანდები) და “მედიის განვითარების ცენტრი” (MDC) (ბულგარეთი) ორგანიზებას უწევს 10 დღიან პრაქტიკულ სასწავლო კურსს სატელევიზიო რეპორტაჟში ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ.
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 12 ტელე-ჟურნალისტი. დასწრება სავალდებულოა.
- 1
- 2
- 3
- მომდევნო ›
- ბოლო»