სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
სეზონის ნომინანტები. საუკეთესო გოლი - ჩისკო [VIDEO]
AutoSharing Option
14:50 23-05-2014
მოვიდა დრო, შევაჯამოთ სეზონი და "ლელოს" ვერსიით XXV ჩემპიონატის ნომინანტები წარმოგიდგინოთ.

რა თქმა უნდა, მსგავს შეფასებას, როგორც წესი, აზრთა სხვადასხვაობა მოსდევს ხოლმე და გამონაკლისი, ალბათ, არც ქვემოთ მოყვანილი ნომინანტთა სია იქნება.

უმრავლეს შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, იმის მიხედვით ვიხელმძღვანელეთ, თუ რამდენჯერ მოხვდა ესა თუ ის ფეხბურთელი (გნებავთ - მწვრთნელი) "ტურის სიმბოლურ ნაკრებში". თუმცა, ამას გარდა, სხვა კრიტერიუმებსაც მივანიჭეთ უპირატესობა: კერძოდ, პრიორიტეტულად მეორე და გადამწყვეტ ეტაპზე ჩატარებული მატჩები მივიჩნიეთ.

ალბათ, არც ის უნდა გაუკვირდეს ვინმეს, ზედა ექვსეულში მოასპარეზე გუნდების ფეხბურთელებიც უფრო "პრიორიტეტულ მდგომარეობაში" რომ აღმოჩნდებოდნენ, ვიდრე - ქვედა ექვსეულის; აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზეც, ნომინანტთა შორის თბილისის "დინამოს" წარმომადგენლები რომ ჭარბობენ: ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა ხომ სრულიად დამსახურებულად "დუბლი" შეასრულა!

საუკეთესო გოლი
1. ჩისკო (დინამო)
2. ბექა ტუღუში (ტორპედო)
3. დენის დობროვოლსკი (მეტალურგი)
მიმდინარე სეზონში რამდენიმე იშვიათი სილამაზის გოლი ვნახეთ;

თუმცა საუკეთესოდ მაინც "ზესტაფონი"-"დინამოს" მართლაც გამორჩეული დაპირისპირების (იმერლების გამარჯვებით რომ დამთავრდა - 3:2) მშვენება მივიჩნიეთ, - ჩისკომ სუპერეფექტური "მაკრატელათი" მასპინძელთა კარში რომ გოლი გაიტანა!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თუმცა არანაკლებ ეფექტური გახლდათ მეორე ეტაპზე "ტორპედოში" დაბრუნებული ბექა ტუღუშის გოლი "ზუგდიდის" კარში და პირველ ეტაპზე დენის დობროვოლსკის ("მეტალურგი") მიერ "ჩიხურას" კარში გატანილი გოლი: ტუღუშიც და დობროვოლსკიც ორივე შემთხვევაში, ფაქტობრივად, მოედნის ცენტრიდან (!) ასრულებდნენ საგოლე დარტყმას!
იხილეთ სეზონის სხვა ნომინანტები
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.