ფსიქოლოგიური დრამა აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე
ფსიქოლოგიური დრამა აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე 24 სექტემბრიდან თბილისის კინოთეატრებში ის ფილმი გამოვა, რომელიც საქართველომ ”ოსკარზე” შესარჩევად წარადგინა - საუბარია ფილმზე ”სიმინდის კუნძული”. ოვაშვილის ფსიქოლოგიური დრამა აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე, ადამიანისა და ბუნების ბრძოლასა და სიყვარულზეა. ფილმში დიალოგი მინიმუმამდეა დაყვანილი. კინოსურათი კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის 2014 წლის გრან პრის მფლობელია.