გაბელია ოთარ


გაბელია ოთარ. დაიბადა 24.03.1953, ზუგდიდი. ფეხბურთი, მეკარე. თამაშობდა ზუგდიდის “დინამოში” (1970-71), სოხუმის “დინამოში” (1972-73), ქუთაისის “ტორპედოში” (1974-76, 1983), თბილისის “დინამოში” (1977-82, 1985-89). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 1, სსრკ უმაღლეს ლიგაში _ 300 მატჩი. ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). სსრკ ჩემპიონატების მეორე (1977) და მესამე (1981) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). სსრკ წლის საუკეთესო მეკარე (1979). იყო ზუგდიდის “ოდიშის” (1990-92), გურჯაანის “ალაზნის” (1992-93), ყვარლის “დურუჯის” (1993-95), მარნეულის “ალგეთის” (1995-96), თბილისის თსუ-ის (1997-99), თბილისის “მერანი 91″-ის (2001-02) მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

დატოვეთ კომენტარი