რობერტ სტურუა: სალამურა


Robert Srutua

რობერტ სტურუა

Robert Sturua

სალამურა
(ზღაპარი ორ მოქმედებად, არჩილ სულაკაურის “სალამურას თავგადასავლის” მიხედვით)

ამ სპექტაკლის პრემიერა შედგა 2007 წლის 30 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში.

მოქმედი პირნი:

ბაია

სალამურა

ქონდარუხი

დედოფალი

მეფე

ფრინტა

ქონდართუხუცესი

I ვეზირი

II ვეზირი

მზარეული

კვანტი – დაუდე

კინა – ლოკო

ალე – ჰოპი

მიდი – მოადე

მუშტი – ნიკაპშუა

დაჰკა – დაჰკა

რაზა

I მოქმედება

I სურათი

(ბაიას და სალამურას შეხვედრა)

დაჰკა – ჩქარი მატარებელი სალამურა – , გადის მესამე ლიანდაგიდან.

ყველა მგზავრს გთხოვთ დაიკავოთ ადგილები. გამცილებლებს და

მშობლებს გთხოვთ დატოვოთ ვაგონები.

ბაია – რატომ შეწყვიტე დაკვრა? (სალამურა ისევ უკრავს) საკმარისია.

ვინა ხარ? ვინა ხარ?

სალამურა – მე სალამურა ვარ.

ბაია – სალამურა, სალამურა, სალამურა.

სალამურა – მიდი, მიდი.

სალამურა – მე სალამურა ვარ.

ბაია – ეს უკვე ვიცი.

სალამურა – ჭიამაიების მწყემსი

ბაია – დედა, მწყემსი ხარ?

სალამურა – დიახ.

ბაია – Bბავშვებო მწყემსი ყოფილა. ეს შენ.

სალამურა – მე? გმადლობთ.

ბაია – ჭია მაიები. . . ჭია მაია, რა არის ჭია მაია?

სალამურა – რა, არ იცი?

ბაია – დიახ, არ ვიცი.

სალამურა – ჭია მაია პატარა მწერია. ზოგს წითელი, ზოგს ყვითელი ფრთები

აქვს. შავად არიან დაწინწკლულნი.

ბაია – დედა რა ლამაზები არიან. (ბაიას მიკარებაზე სალამურა იცინის)

გეღუტუნება?

სალამურა – დიახ.

ბაია – იცი, მეც.

სალამურა – ჭია მაიები ძალიან ჭკვიანები არიან.

ბაია – ოხოხო, ჭკვიანები

სალამურა – ამინდის გამოცნობა შეუძლიათ წინასწარ.

ბაია – ამინდის გამოცნობა?

სალამურა – დიახ.

ბაია – რატომ მატყუებ?

სალამურა – არ გატყუებ. აი, საკმარისია ხელის გულზე დაისვა

და რამდენჯერმე გაუმეორო: ჭია ჭია მაია ხვალ როგორი დარია,

მაშინვე გაშლის ფრთებს და ამინდის გასაგებად გაფრინდება.

ბაია – როგორ, როგორ?

სალამურა – ჭია, ჭია მაია ხვალ როგორი დარია.

ბაია – ჭია, ჭია მაია. დიდი ბოდიში ხვალ როგორი დარია?

სალამურა – გაფრინდება, გაფრინდება. გაფრინდით, არ შემარცხვინოთ.

ბაია – გაფრინდა. ღმერთო რა კარგია.

სალამურა – სამწუხაროდ ყველა კარგი არ არის.

ბაია – რა, იკბინებიან?

სალამურა – არა, არა.

ბაია – სალამურა, რატომ დამცინი?

სალამურა – არ დაგცინი.

ბაია – აბა?

აი, გუშინ ორი ჭია მაია გავგზავნე ამინდის გასაგებად.

ბაია – მერე.

სალამურა – ორივეს

სადღაც ჩასძინებიათ,

ბაია – საწყლები.

უზარმაციათ ეტყობა.

ბაია – სალამურა – .

იმათ ძებნაში შემომაღამდა და გზა ამებნა.

ბაია – სალამურა, შენ რა მკაცრი მწყემსი ყოფილხარ.

სალამურა – დიახ, მკაცრი ვარ, მაგრამ სამაგიეროდ ამ ტყის პირას

აღმოვჩნდი და ამ დროს შენც გამოჩნდი. რა ვქნა, სად

ვეძებო ახლა მე ჩემი ჭია მაიები. ბავშვებო, თქვენ ხომ

არ გინახავთ? არც თქვენ? თქვენ? გამაგებინეთ ხო თუ

არა. მე გეტყვით რისი ბრალია. რადიოთი და

ტელევიზიით ყოველდღე აცხადებენ ამინდის ბიუროს

ცნობებს. და ჩემს ჭიამაიებს ჰგონიათ, რომ აღარავის

ჭირდებათ. სხვათა შორის ის თქვენი ამინდის ბიურო

ხშირად ცდება. დიახ, დიახ. ცდება.

ეე! ეჰეჰეჰეი! სადა ხარ? რა გქვია შენ გოგო?

ბაია – სალამურა, შენ იცი, მე დაკარგული ჭია მაიების პოვნა რომ

შემიძლია.

სალამურა – მართლა?

ბაია – მართლა, მართლა. ციცინათელებო! ნათია!

სალამურა – გამარჯობა ნათია.

ბაია – რა დაგემართა ნათია, მიესალმე სალამურას.

სალამურა – გაგიმარჯოს ნათია.

ბაია – შუქია!

სალამურა – გამარჯობა შუქია.

ბაია – ციმციმა! ციმციმა!

სალამურა – შენც ძალიან მკაცრი მწყემსი ყოფილხარ.

ბაია – შენ არ იცი, რა აუტანელი არსებაა ეს ციმციმა.

სალამურა – ციმციმა!

ბაია – გმადლობთ.

სალამურა – გამარჯობა ციმციმა.

ბაია – მაშ ასე, ჩემო ციცინათელებო. ყურადღებით მომისმინეთ.

სალამურა – ფრთხილად.

ბაია – სალამურას სამი ჭია მაია დაუკარგავს.( ორი, ორი

უსწორებს სალამურა) ორი ჭიამაია დაუკარგავს. ამიტომ შენ

დარჩები ციმციმა. ფრთხილად, ფრთხილად უზრდელი.თქვენ კი

შუქია და ნათია სასწრაფოდ უნდა გაფრინდეთ Qქვეყნის ოთხივე

მხარეს და სალამურას დაკარგული ჭიამაიები აუცილებლად უნდა

იპოვოთ.

ბაია – აბა, არ შემარცხვინოთ.

სალამურა – ნათია, შუქია ჩვენ აქ დაგელოდებით.

სალამურა – რა, მართლა იპოვიან?

ბაია – რა თქმა უნდა იპოვიან.

სალამურა – აბა დედა დაიფიცე.

ბაია – მე დედა არა მყავს,

სალამურა – მაპატიე.

ბაია – არც მამა. იცი, მე ობოლი ვარ.

სალამურა – შენ ვინა ხარ?

ბაია – მე ბაიას მეძახიან, (ბაია, იმეორებს სალამურა) დიახ, ბაია. იცი? მე

ციცინათელების მწყემსი ვარ.

სალამურა – მივხვდი.

ბაია – ვიცი, რომ მიხვდი.

ჩემი ციცინათელები შენს ჭიამაიებზე უფრო ჭკვიანები არიან.

სალამურა – ხო, აბა კი.

შესაძლოა ჭკვიანები არა, მაგრამ უფრო კეთილნი

ნამდვილად არიან.

სალამურა – ოჰოჰო, კეთილნი.

ბაია – დიახ, კეთილნი ისინი

ღამით გზადაკარგულ ადამიანებს პოულობენ და გზას უნათებენ.

(სალამურა კოცნის.)

ბაია – სალამურა. (ისევ კოცნა) სალამურა, მოდი თვალხუჭობანა

ვითამაშოთ.

სალამურა – მოდი.

ბაია – შენ იხუჭები.

სალამურა – (იხუჭება და ითვლის) მოვდივაარ. ბაია, შენმა ციმციმამ

მიკბინა.

ბაია – რაა?

სალამურა – დაგინახე, დაგინახე.

II სურათი

1 ვეზირი – გამარჯობათ ბავშვებო. ეს ქონდარეთის სამეფოა.

მე ქონდართუხუცესი – გახლავართ. რა ამბავია? მე არ მიყვარს

ამდენი ბავშვი ერთად – რომ იყრის თავს სასახლეში.

ჯარისკაცები – აბა, დაიშალე -თ ყველანი – სახლებში!

1 ვეზირი – ადგილებზე! ხუმრობა არ იცით? ეს ქონდარეთის ციხე-სიმაგრეა.

მზარეული – ჩუმად Qქონდართუხუცესო, უფლისწულს სძინავს.

1 ვეზირი – ეს ქონდარუხი -ს საძინებელია.

რა, თქვენ არ

იცით ვინ არის ქონდარუხი -? არა?

ქონდარუხი – უფლისწულს ქვია.

ჩვენს შორის დარჩეს და უფლისწული ქონდარუხი – ძილში
გაიზარდა. ღამით ხომ ეძინა და ეძინა. არც დღისით იკლებდა

ძილს. და ჭამდა და ეძინა, და ეძინა და ჭამდა და ეძინა და

ჭამდა.

ქონდარუხი – ეძინა და ჭამდა და მეტი არაფერი?

ქონდარუხი – ვაიმე, ვაიმე, ის მომიტანე. ჩქარა.

1 ვეზირი – რა ის?

ქონდარუხი – ის. პუპუ.

1 ვეზირი – პუპუ?

ქონდარუხი – კუკუ.

მომიყევი ზღაპარი. (1 ვეზირი – მიუბრუნდება

მზარეულს რომელიც ზღაპრის მოსაყოლად ემზადება) შენ

არა,შენ დაიძინე. 1 ვეზირო შენ მომიყევი.

1 ვეზირი – იყო და არა

ქონდარუხი – ნუ ყვირი.

1 ვეზირი – იყო რა,

ქონდარუხი – ცოტა ხმამაღლა. არაფერი არ მესმის.

1 ვეზირი – ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.

ქონდარუხი – კარგია.

1 ვეზირი – იყო შაშვი მგალობელი,

ქონდარუხი – ღმერთი ჩვენი მწყალობელი.

1 ვეზირი – ერთ მშვენიერ დღეს ვაშლი და მსხალი – დაძმობილდნენ

და გაუდგნენ გზას.

ქონდარუხი – მომიტანე ვაშლი და მსხალი – უნდა შევჭამო. თან გამითალე -.

1 ვეზირი – მზარეულო მოუტანე ვაშლი და მსხალი -.

ქონდარუხი – შენ არა, შენ დაიძინე. მომიყევი ზღაპარი (მიმართავს

1 ვეზირს)

ქონდარუხი – რა გააკეთე შე უზრდელო.

1 ვეზირი – რა გავაკეთე? უკაცრავად.

ქონდარუხი – წადი აქედან და აღარ მოხვიდე! ყველანი – წადით

მზარეული -ს გარდა.

1 ვეზირი – აბა, ნაბიჯით იაარ!

ქონდარუხი – გაიღვიძე მზარეულო. მომიყევი ზღაპარი.

მზარეული – იყო და არა იყო რა

ქონდარუხი – დაიძინე. ისევ გაიღვიძე (რამოდენიმეჯერ იმეორებს და

ბავშვებს მიმართავს) ამ დაავადებას ლათინურად ჰქვია
ლუნუს პოპულუს.

ქონდარუხი – მზარეულო გაიღვიძე და მომიყევი ზღაპარი.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა,

იყო ერთი უფლისწული.

ქონდარუხი – სახელად ქონდარუხი – ერქვა და გველეშაპს შეებრძოლა?

მზარეული – დიახ.

ქონდარუხი – აღარ მინდა დინოზავრებზე და გველეშაპებზე ზღაპრები,

ამომივიდა ყელში. სხვა ზღაპარი მომიყევი,

მზარეული – იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი

უფლისწული. ერთხელ უფლისწულმა აიღო თავისი მშვილდ-

ისარი, მოახტა თავის ბედაურს და სანადიროდ წავიდა. ბევრი

იარა თუ ცოტა იარა. . .

ქონდარუხი – მერე, რას მიადგა უღრან ტყეს? უღრანი ტყე! უღრანი ტყე!

ხომ იცი რომ მეშინია ტყის. რა გააჭირე საქმე.

მზარეული – არა უფლისწულო, განათებულ ტყეს მიადგა.

ქონდარუხი – ვინ გაანათა?

მზარეული – ეს ტყე ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავს ეკუთვნოდა.

ქონდარუხი – ციცნათელების ქვეყნის მზეთუნახავს? ლამაზი იყო?

მზარეული – მზეთუნახავი.

მზეთუნახავს ყვითელი ყვავილებისაგან შეკერილი კაბა ეცვა,

ციცინათელებით გარშემორტყმული ბადრი მთვარესავით

ანათებდა და ტყეში დადიოდა, დადიოდა.

რა სილამაზე იყო.

ქონდარუხი – ღმერთო!

მზარეული – უფლისწული გააოცა ამ სანახაობამ და მზეთუნახავს ჰკითხა.

ქონდარუხი – ვინა ხარ შენ გოგონავ?

მზარეული – მე მწყემსი გახლავარ.

ქონდარუხი – მწყემსი?

მზარეული – ციცინათელების. შენ ვინა ხარ?

ქონდარუხი – მე უფლისწული ვარ.

მზარეული – გინდა თვალხუჭობანა ვითამაშოთ?

ქონდარუხი – მინდა. ქონდარი, დანდური, ტარხუნა, ბალბა. ქონდარი,

დანდური, ტარხუნა, ბალბა, ქინძი. შენ იხუჭები. (მზარეული –

იწყებს გათვლას)

( იავნანას უმღერიან ქონდარუხს).

ქონდარუხი – მზეთუნახავო, მოდი სახლობანა ვითამაშოთ.

მზარეული – კარგი ვითამაშოთ.

ქონდარუხი – მაშინ შენ დედა, მე მამა.

მზარეული – კარგი მე დედა შენ მამა.

III სურათი

(სასახლე)

I ვეზირი – ქონდარ მეთხუთმეტე! ძვირფასო ბავშვებო იქნებ თქვენ ისიც არ

იცით როგორი ქვეყანაა ქონდარეთი

2 ვეზირი – აბა საიდან?

1 ვეზირი – გაჩუმდი!

2 ვეზირი – თუმცა შეიძლება ერთი-ორმა იცოდნენ.

1 ვეზირი – მაინც გაჩუმდი. 2 ვეზირო ნუ მიშლი.

ესე იგი თქვენ იცით როგორი ქვეყანაა ქონდარეთი.

1 ვეზირი – არა?

2 ვეზირი – აკი ვამბობდი, არ იციან მეთქი.

არ იცით? არა?

ერთად – არა?

ერთად – ქონდარეთი, ქონდარეთი. მზის და ვარდების მხარე.

I ვეზირი – ქონდარეთი. ქონდარეთი ქონდრის კაცების ულამაზესი

ქვეყანაა, ქონდარეთი იკავებს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას

და მდებარეობს ორ ულამაზეს ნაკადულს

შორის. ნაკადულების სახელები თქვენ რა თქმა უნდა არ

გეცოდინებათ და არც არის საჭირო რომ იცოდეთ, სხვათა

შორის არც მე ვიცი. ვიმეორებ, ამ ორ ნაკადულს

შორის მოქცეულ ქვეყანას.

განაგებს სახელგანთქმული ქონდარ მეთხუთმეტე.

ქონდარ მეთხუთმეტე! გთხოვთ თქვენო უდიდებულესობავ.

მეფე – მე ვამაყობ ჩემი მეფური წარმომავლობით.

ყველაზე მეტად მეამაყება ის,

რომ ჩემი ქვეყნის Nმეთხუთმეტე მეფე – ვარ.

დიახ, ბავშვებო საშინლად დამწყდებოდა გული მეთოთხმეტე ან

თუნდაც მეცამეტე მეფე – რომ ვყოფილიყავი.

I ვეზირი – ღმერთმა დაგვიფაროს. თფუ, თფუ.

ქონდარინე – ქონდარეთს სხვათა შორის დედოფალი – -ც ჰყავს.

1 ვეზირი – მაპატიეთ.

ქონდარინე – ყურადღება. აბა ბავშვებო მოვემზადოთ. თქვენი დედოფლის

სახელია. ბავშვებო თქვენი დედოფლის სახელია. . .

ერთად – ქონდარინე -.

ქონდარინე – ნუ კარნახობთ!

ქონდარინე – ბავშვებო მე დღეს არ მომწონხართ. ძალი -ან. ახალგაზრდობაში

მზეთუნახავს ვგავდი,

ფრინტა – მართლა დედოფალო? მზეთუნახავს?

ქონდარინე – ნამდვილ მზეთუნახავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქვეყანას

უფლისწული ვაჩუქე, ძალი -ან გავსუქდი.

აი, ხელმწიფის პირველI ვეზირი – ქონდართუხუცესი – და მისი

ქალი -შვილი კი, მხოლოდ და მხოლოდ თავისი გრძელი,

უზარმაზარი ცხვირებით ამაყობენ.

( II ვეზირი – – იცინის)

I ვეზირი – დიახ, ვამაყობ.

ქონდარინე – ხედავ?

მეფე – ვეზირო.

1 ვეზირი – უკაცრავად.

ფრინტა – დიახ მეფე -ო ვამაყობთ.

ქონდარინე – ფრინტა – .

I ვეზირი – განსაკუთრებით კი

ცხვირზე წამოსკუპებული ულამაზესი მეჭეჭით.

ქონდარინე – ეს ჩემგან.

1 ვეზირი – დედოფალო, ხომ იცით.

ცხვირს

რომ ვაცემინებ ტყეში ფრინველი ფრთხება

ქონდარინე – ეს დედოფლის საჩუქარია.

და გეგონება ომი

დაიწყოო.

ფრინტა – მე ფრინტა – მქვია. ქვეყანაზე არცერთი ქალი -შვილი არ ჰგავს მამას

ისე, როგორც მე ქონდართ უხუცესს. მე ნამდვილი მზეთუნახავი

ვარ. ბავშვებო, თუ გინდათ რომ მე დამემსგავსოთ, კარგად

მომისმინეთ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელიც მამამ

გამანდო. როგორ გახდე მზეთუნახავი. საყვარელო შვილო

ფრინტა – , თუ გინდა მზეთუნახავი გახდე, რაო? დედიკოს უნდა

დაუჯეროო?

არა. კარგად უნდა

ჭამოო? არა. კარგად უნდა ისწავლო? არა, არა, არავითარ

შემთხვევაში. თუ გინდა მზეთუნახავი გახდე, მზეს ნუ დაენახვები.

I ვეზირი – შვილო ფრინტა – არ გინდა.

II ვეზირი – მზეთუნახავო.

მე კი II ვეზირი – – ვარ. მთელმა სასახლემ იცის რომ I ვეზირს

ჭკუით ვჯობივარ, მაგრამ რად გინდა არ მაწინაურებენ. მეუბნებიან

ახალგაზრდა ხარ, პატარა ხარო. კი, ახალგაზრდა ვარ, მაგრამ

პატარა?

ერთად – ქონდარუხი -, ქონდარუხი -, ქონდარუხი – სულ დაგვავიწყდა.

2 ვეზირი – ეტა პატამუ ჩტო უ ვას უ ვსეხ სკლეროზ.

ჯარისკაცები – უფლისწული! უფლისწული!

ქონდარინე – ქონდარუხ, ქონდარუხ,

2 ვეზირი – ჩუმათ. გასპადა, კაჟეტსა ონ ლუნატიკ.

ჯარისკაცები – უფლისწული! უფლისწული!

ერთად – ჩუუუ!

ქონდარუხი – მინდა.

მეფე – რა.

ერთად – მინდა.

მეფე – რა გინდა შვილო რა.

ქონდარუხ აუ როგორ მინდა.

მეფე – რა გინდა, რა.

ქონდარუხი – მზეთუნახავი მინდა.

მეფე – ვინ?

ქონდარუხი – მზეთუნახავი.

ქონდარინე – დავაჟკაცდა ჩემი ქონდარუხი -. ( ჰიმნი)

მეფე – რა დროს ცეკვაა.

ვეზირებო თათბირი. ქონდარეთს ვამცნოთ უფლისწულის

დავაჟკაცების ამბავი

ქონდარუხი – მოიცა დედიკო ამცნოს ხალხს. ამცნე, ამცნე დიდო მეფე -ვ

ბატონო, ამცნე ქონდარუხი -ს დავაჟკაცების ამბავი საზოგადოებას.

მეფე – ძვირფასო ქონდარელებო ჩემო სისხლო და ხორცო.

1 ვეზირი – უკაცრავად. (აწვდის ფურცელს)

მეფე – ძვირფასო ქონდარელებო, ჩემო სისხლო და ხორცო.

2 ვეზირი – უკაცრავად. (აწვდის ფურცელს)

მეფე – ძვირფასო ქონდარელებო, ჩემო სისხლო და ხორცო.

1 ვეზირი – უკაცრავად. (2 ვეზირს ფურცელს დახეულს უბრუნებენ)

მეფე – ძვირფასო ქონდარელებო, ჩემო სისხლო და ხორცო.

ქონდარუხი – რა გააწყალე -თ. ჩემო სისხლო და ხორცო. (ქონდარინე –

ახველებს) ხრჩობა. ბოდიში დედავ ბატონო.

ქონდარინე – დასჯექ, შვილო, ქონდარუხ.

ქონდარუხი – გმადლობ, დედავ დიდო დედოფალო.

ქონდარუხი – რაო?

მეფე – არაფერი შვილო, შემოუშვით.

ქონდარუხი – ვინ?

მეფე – ვინ და მედეა.

1 ვეზირი – მედეა!

ქონდარუხი – სად არის მედეა.

ჟურნალისტები – აქა ვართ უფლისწულო.

მეფე – ვაშლი და მსხალი – მიბრძანდით.(ჟურნალი -სტები ყვირიან

ეს არის დემოკრატია?)

ქონდარუხი – დედიკო დემოკრატია რა არის.

ქონდარინე – დემოკრატია დემოკრატიაა.

ქონდარუხი – აა.

მეფე – ძვირფასო ქონდარელებო, ჩემო სისხლო და ხორცო.

დღეიდან ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავი ის უნდა გახდეს

თუ რომელი ქვეყნის მზეთუნახავი მოვგვაროთ ჩემს უფლისწულს.

პირველი . . .

ქონდარუხი – მამიკო მომეცი ეგ აქ. მე ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი

მინდა.

რაზა – ციცინათელების?

ქონდარუხი – დიახ, ციცინათელების. მედია, ძმურად ნახე ერთი, არის სიაში?

ქონდარუხი – ფრინტა – მოდი შენ წაიკითხე. ეე. მომეცი რა.

ქონდარინე – ჩემო ციცინათელა? (მღერის)

ქონდარუხი – რა გაატაკეთ. მაპატიეთ დედავ ბატონო, მაგრამ მე

ციცინათელების ქვეყნის მზეთნახავი მინდა.

მეფე – თქვენ მიბრძანდით აქედან. (მიმართავს ჟურნალი -სტებს.

ჟურნალისტი – დემოკრატია, დემოკრატია.

ქონდარუხი – კაცო გამაგებინეთ რა არის ეს დემოკრატია.

მეფე – გაჩუმდი. ძვირფასო ქონდარელებო, ჩვენი შეხვედრა შედგება

ზეგ.

1 ვეზირი – გთხოვთ დატოვოთ დარბაზი.

ქონდარუხი – ზეგამდე ვერ მოვითმენ.

მეფე – გაჩუმდი ახლავე გასწით და ჩემს ქონდარუხს მოჰგვარეთ

ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი.

1 ვეზირი – რა გაეწყობა. (ფრინტა – გაეკიდება)

ქონდარუხი – მამავ ბატონო გმადლობთ.

ქონდარი, დანდური, ტარხუნა, ბალბა.

1 ვეზირი – რა ვქნათ დიდო ხელმწიფევ.

მეფე – შენ ისევ აქა ხარ?

1 ვეზირი – ასეთი ქვეყანა რომ არ არსებობს.

მეფე – ვიცი, ვიცი რომ არ არსებობს, მაგრამ მაინც მოძებნე.

ქონდარუხი – ქონდართუხუცესო ერთი წუთით. გადმოადგი ფეხი.

1 ვეზირი – თქვენი ტელეფონი რეკავს უფლისწულო.

ქონდარუხი – (კითხულობს) თქვენს ანგარიშზე დარჩა 1 დანდური და 22 ბალბა.

გაიმეორე რა თქვი ქონდართუხუცესო.

1 ვეზირი – უფლისწულო, ციცინათელების ქვეყანა სამწუხაროდ არ

არსებობს.

ქონდარუხი – რსებობს, რსებობს. წადი და რასაც გეუბნებიან ის გააკეთე.

2 ვეზირი – უფლისწულო ქონდართუხუცესს არ გაუგონია, თორემ შეიძლება

არსებობს სადმე ასეთი ქვეყანა.

ქონდარუხი – ხოდა წადი და მოძებნე.

მეფე – ღმერთო, რა ჭკვიანია ეს კაცი.

1 ვეზირი – თუნდაც არსებობდეს 2 ვეზირო, დარწმუნებული ვარ მას

მზეთუნახავი არ ეყოლება.

ქონდარუხი – ეყოლება, ეყოლება.

მეფე – გაჩუმდი! შვილო, ციცინათელების ქვეყანა არ არსებობს.

ქონდარუხი – I’მ სორრყ მყ ფრიენდს, ბუტ . . .

ქონდარინე – გენაცვალოს დედა.

ქონდარუხი – შჰუტ უპ!

ჩემთვის სულ ერთია არსებობს თუ არ არსებობს ციცინათელების

ქვეყანა, მაგრამ მე ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი

მინდა.

ქონდარინე -. რატომ მაინცდამაინც ციცინათელების მზეთუნახავი?

ქონდარუხი – თვალხუჭობანა მინდა ვეთამაშო.

რაზა – თვალხუჭობანა?

I ვეზირი – დიდო მეფე -ო იქნებ უფლისწულმა ჩემს ქალი -შვილთან

ინებოს თამაში. ფრინტა – შესანიშნავად თამაშობს თვალხუჭობანას.

ის რომ იმალე -ბა, მე ვერ ვპოულობ და მე რომ ვერ ვპოულობ,

ის იმალე -ბა.( ფრინტა – გათვლას იწყებს, ქონდარუხს ვითომ გული

მისდის, ქონდარინე – კივის)

2 ვეზირი – პა მოემუ ონ სიმულიანტ.

ქონდარუხი – რაო?

მეფე – რაო და ნუ გაატაკე.

ქონდარუხი – დედიკო, ნახე მამიკომ რა თქვა.

მეფე – არ არსებობს არც შენი ციცინათელების ქვეყანა და არც

მისი მზეთუნახავი.

ქონდარუხი – ბოროტებო და ცუდებო, რაზა -ს გარდა, აი გაფრთხილებთ.

თუ დროზე არ მომიყვანთ ციცინათელების მზეთუნახავს

ბოლოს ინანებთ.

მეფე – რაო? ინანებთო?

ქონდარუხი – დიახ. (ისვრის)

ქონდარინე – ქონდარუხ, შვილო.

I ვეზირი – ფრინტა – , ამ ბრჭყვიალა თვალმარგალი -ტს ხომ ხედავ?

ფრინტა – დედიკოსია?

I ვეზირი – დედა აღარა გყავს შვილო. ეჰ, ჩემო ენძელა. სადა ხარ ჩემო

ერთად -ერთო, საყვარელო ენძელა.

შენ ამ ბრჭყვიალა თვალ-მარგალი -ტს დაიკერებ კაბაზე.

ფრინტა – რატომ მამიკო? არ დავიკერებ.

I ვეზირი – დღეს ასეა საჭირო. მე შენს მომავალზე ვფიქრობ.

ფრინტა – ჩემს მომავალზე? ( ქონდართუხუცესი – ყურში უჩურჩულებს)

არ იზამს მაგას.

I ვეზირი – ჩქარა რასაც გეუბნები ის გააკეთე. დედიკომ სიმღერა რომ

გასწავლა, ისიც გაიმეორე.

ფრინტა – საყვარელო ბავშვებო. ფრინტა – დედიკოს ნასწავლ სიმღერას

კარგად გაიხსენებს და მერე ნახავთ, ობოლი მზეთუნახავი, რა

ამბებს დაატრიალე -ბს.

ქონდარუხი – მინდაა.

ერთად – ვაი, ვაი, ვაი უი.

მეფე – კარგი, კარგი ნუ ტირი.

ქონდარინე – რა გვეშველება.

რა ვქნათ? ნუთუ არავინ იცის სად არის ის დასაქცევი ქვეყანა?

1 ვეზირი – აკი მოგახსენეთ დედოფალო, რომ ასეთი ქვეყანა არ არსებობს

მეთქი.

მეფე – ნუთუ ვერ უნდა დავავიწყოთ ეს დასაწვავი მზეთუნახავი.

მზარეული – გვაპატიე დიდო ხელმწიფევ. ჩვენი ბრალი -ა. ეს ჩვენ

მოუყევით ზღაპარი

ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავზე. არა ფისო?

ეს სასახლეა.

ქონდარინე – ფუ, კატა-კნუტი.

მეფე – მერე შენ იცი სად არის ეგ ქვეყანა?

მზარეული – აბა მე საიდან უნდა ვიცოდე.

მეფე – არც კატამ იცის?

მზარეული – ზღაპარი ხალხში გაგვიგონია.

ჩვენ ცოტა გადავაკეთეთ და ისე მოვუყევით.

1 ვეზირი – მომეცი კატა.

მზარეული – წავიდეთ ფისო.

ქონდარუხი – მინდაა.

მეფე – ჩვენ როგორ შევთანხმდით, ამას რა ევალე -ბოდა.

როგორი ზღაპრები უნდა მოეყოლა უფლისწულისათვის.

I ვეზირი – მზარეულო!

მზარეული – მოვდივარ.

1 ვეზირი – კატაც წამოიყვანე. შენ რა გევალე -ბოდა. როგორი ზღაპრები უნდა

მოგეყოლა უფლისწულისთვის? თქვენ ხომ ნაბრძანები გქონდათ

რომ უფლისწული მხოლოდ სამზარეულოს ზღაპრებით გაგერთოთ.

მზარეული – შემოგველია და რა გვექნა. ეს მეფე -ა. შევცდით. დამნაშავენი ვართ.

I ვეზირი – შემომელიაო. გადავაკეთეო, რაზა -! გააძევე სასახლიდან!

მზარეული – სად დაიკარგე რაზა -?

ქონდარინე – გააძევეო? რაზა -! კატაც და მზარეული -ც ორივე ციხეში ჩასვი.

2 ვეზირი – ჩვენ კატის დაპატიმრების უფლება არა გვაქვს.

ქონდარინე – რატომ?

2 ვეზირი – ცხოველთა დაცვის საზოგადოება საქვეყნოდ მოგვჭრის თავს.

1 ვეზირი – რა ჰქვია შენს კატას?

მზარეული – ჯამლეტი.

ერთად – ჯამლეტი?

მზარეული – მართლა, მართლა.

ქონდარინე – ციხეში!

მეფე – ისევ თათბირი. ძვირფასო ქონდარელებო, ჩემო სისხლო და

ხორცო. ჩვენ ყველამ ერთად – უნდა მოვიფიქროთ როგორ

უნდა დავავიწყოთ ჩემს უფლისწულს ციცინათელების

მზეთუნახავი.

მეფე – თქვენ რას იტყვით პირველო ვეზირო?

Iვეზირი – დიდო ხელმწიფევ, დედოფალო, ძვირფასო მოქალაქენო.

მე უკვე ვთქვი და კიდევ მოგახსენებთ. იქნებ უფლისწულმა

ფრინტა – სთან ინებოს თამაში. ის შესანიშნავად თამაშობს
თვალხუჭობანას.

ის რომ იმალე -ბა მე ვერ ვპოულობ და მე რომ ვპოულობ

ის იმალე -ბა.

ქონდარინე – კმარა, ყველაფერი გასაგებია. თქვენ და თქვენს ფრინტა – ს

გაფრთხილებთ, ჩემს ვაჟიშვილს თავი დაანებეთ.

2 ვეზირი – მე კი ვიცი როგორ უნდა დავავიწყოთ უფლისწულს

ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი.

მეფე – იცით და არაფერს ამბობთ?

ქონდარინე – როგორ პატარა?

II ვეზირი – – ხვალ სასახლეში მოვიწვიოთ სახელგანთქმული ფეხბურთელი.

ქონდარინე – ვინ? კვანტი – დაუდე – ?

2 ვეზირი – დიახ, დიახ დედოფალო. კვანტი – დაუდე -, და უფლისწულსაც

დაავიწყდება მზეთუნახავი.

1 ვეზირი – უკაცრავად დედოფალო,

ისე მე თქვენს ადგილზე იმ ფეხბურთელს სასახლეში არ

შემოუშვებდი.

ქონდარინე – რატომ? რატომ?

1 ვეზირი – მე არ მომწონს ამ ერთი ფეხბურთელის

გამო ამდენი ქონდარელი რომ იყრის თავს სასახლეში. ეს ძალი -ან

საშიშია.

ქონდარინე – რა მშიშარა და ეჭვიანი

ყოფილხართ ქონდართუხუცესო, აი, მე კი ყოველთვის

ვოცნებობდი, რომ ჩემი შვილი ფეხბურთელი

ან სპორტსმენი გამოსულიყო.

მეფე – ეხლა რა დროს ეგენია.

ქონდარუხი – მინდაა!

მეფე – გადაწყდა, დღეს სასახლეში ფეხბურთის დღეა.

ყველას გეპატიჟებით ჩემი სახელობის მინი სტადიონზე

ქონდარუხიც იქ მომიყვანეთ.

IV სურათი

ბაია – სალამურა – გადარჩენილან, ორივე ჭიამაიას დღისა და ღამის

გასაყარზე სძინავთ თურმე. სალამურა – ! სად დაიმალა ეს მართლა

მწყემსი. აღარ მინდა თამაში, გავათავე ლავაში.

სალამურა – რა კარგი ყოფილა ღამე!. . . მთვარეც ვიშ, რა ლამაზია.

ო, მთვარე,

მთვარე. დილა ადრიან

ბევრჯერ მინახავს, მაგრამ დილით ხომ

უსიცოცხლოა, თითქოს სისხლი

აქვს გამოცლილი. ახლა სულ სხვანაირია. ო, მთვარე მთვარე.

ბაია – სალამურა – , შენ ლექსებსაც წერ?

სალამურა – ისე რა, ნათიას და შუქიას ჩემი მადლობა გადაეცი.

ბაია – გადავცემ. რა კარგი ყოფილა ღამე, მთვარეც რა ლამაზია.

სალამურა – მთვარეც ვიშ, რა ლამაზია.

ბაია – მთვარეც ვიშ, რა ლამაზია.

სალამურა – სწორია.

ბაია -, იცი მე ღამე არასოდეს მინახავს. მე ხომ ჭიამაიებთან

ერთად – ვიძინებ და ვიღვიძებ. ეხლა ძალი -ან მეძინება.

გეღუტუნება?

ბაია – დიახ. მე კი დღე არ მინახავს. ციცინათელებთან ერთად –

ვიძინებ და ვიღვიძებ. მეც მეძინება.

სალამურა – დღე არ გინახავს?

ბაია – არა, და არც ვიცი დღეE როგორია.

სალამურა – მაშ არც მზე გინახავს?

ბაია – არც მზე, აბა მზეს როგორღა ვნახავდი. მე თუ დღისით არ

დავიძინე მერე ღამით ვინ მოუვლის ჩემს ციცინათელებს?

სალამურა – ბაია -, შენ უსათუოდ უნდა ნახო მზე.

ბაია – როგორ, სალამურა – როგორ?

სალამურა – აი, როგორ. ხვალ მოვალ და მე მოუვლი შენს ციცინათელებს შენ

კი დილამდე დაიძინე. დილა ადრიან გაგაღვიძებ და ერთად –

ვნახოთ მზის ამოსვლა.

ბაია – ღმერთო, რა კარგია. რა ბედნიერებაა. წარმოგიდგენიათ

ციცინათელებო, მე ხვალ პირველად ვნახავ მზის ამოსვლას.

სალამურა – , ნახე ციცინათელებს როგორ გაეხარდათ. ჩასძინებია.

ჩუმად, ჩუმად ბავშვებო, სალამურა – დაიღალა. დიდხანს იძინებს

ნეტა? რა ძილის გუდა ყოფილა. არ შემიძლია ბავშვებო, უნდა

გავაღვიძო. ციმციმა, გააღვიძე რა სალამურა – . არ ვიცი, როგორც

გინდა ისე გააღვიძე. სწრაფად. ციმციმა, რატომ გააღვიძე

სალამურა – ? რა უტიფარია ეს ციმციმა.

სალამურა – ბაია -.

ბაია – მე გაგაღვიძე. აბა რა მექნა.

შენ ახლაც უძინარი ხარ და ხვალაც რომ არ დაიძინო ვინღა

მოუვლის შენს ჭია მაიებს. რა საყვარლები არიან.

სალამურა – ბაია – ჩვენ რიგრიგობით დავიძინებთ. ცოტა ხანს შენ, ცოტა

ხანს მე.

ბაია – როგორ?

სალამურა – ცოტა ხანს მე, ცოტა ხანს შენ.

ბაია – რატომ მიბრაზდები?

სალამურა – იმიტომ რომ ვერ მიხვდი.

ბაია – მოგატყუე, მოგატყუე, თავიდანვე მივხვდი. ხან შენ დაიძინებ,

ხან მე დავიძინებ. სალამურა – გეწყინა?

სალამურა – არა, შენგან რა უნდა მეწყინოს.

ბაია – რაა? მაშინ წადი და დაიძინე. ძილისგუდა. წადი, წადი თორემ

ხვალ გაგიჭირდება ადგომა.

სალამურა – ბაია -.

ბაია – სალამურა – ვიდრე ციცინათელები დაბრუნდებიან დაუკარი რამე.

სალამურა – რა დაუკრა ბაია -?

ბაია – რაც შენ გინდა ის დაუკარი.

(სალამურა – უკრავს)

ღამემ ფერი იცვალა. თენდება. ჩემი ძილის დროა.

სალამურა – ხვალ მოვალ და მე მოუვლი შენს ციცინათელებს. შენ კი

დილამდე დაიძინე. დილა ადრიან გაგაღვიძებ და ერთად – ვნახოთ

მზის ამოსვლა.

V სურათი

(სტადიონი)

1 ვეზირი – ალო, ალო, მზადება ნომერი ოთხი. ყველანი – ყაზარმულზე.

მეფე – ქონდარ მეთხუთმეტე.

ქონდარუხი – გამიშვით, უფლისწული ვარ. ვაიმე, გამარტყეს. (შემოდის მეფე -)

ტელეფონი მომპარეს. დამარეკინე რა. რა კაი ტელეფონი

გქონია. იცოდე მერე უნდა მაჩუქო.

1 ვეზირი – გაჩუქებ.

მეფე – რამე მოხდა პირველო ვეზირო?

ქონდარუხი – პირველI ვეზირი – კი არა, აიღე მე გირეკავ.

მეფე – რა გინდა.

ქონდარუხ ფეხბურთი როდის მოვა?

მეფე – ეხლავე მოვა ჩვენი სახელგანთქმული ფეხბურთელი

და ის გაჩვენებს ყველაფერს.

ქონდარუხი – რაზა -ს კაცმა მცემა ბილეთი არა გაქვსო.

მეფე – ქონდართუხუცესო.

ქონდართუხუცესი – რაზა -. ბილეთი არ ქონდა და . .

მეფე – ხომ მოგეცი მოსაწვევი.

ქონდარუხი – დავკარგე. მოიცა არ გათიშო. შენს უკან რა არის?

მეფე – სად?

ქონდარუხი – სამი ჭრელი ჯოხი და თევზის ბადე რომ არის.

მეფე – ეს კარია.

ქონდარუხი – მერე გასაღები შენა გაქვს?

მეფე – ფეხბურთის კარია. ბურთი მანდ შევარდება.

ქონდარუხი – ბურთი?

მეფე – ბურთი, ბურთი.

ქონდარუხი – ბურთი სადღაა.

მეფე – ბურთს კვანტი – დაუდე – მოიტანს.

ქონდარუხი – კვანტი – დაუდე – ვინ არის?

ჯარისკაცი მოდის, მოდის. ოლე, ოლე, ოლე, ოლე.

1 ვეზირი – მოვა და თვითონ ნახავ ვინც არის.

ქონდარუხი – დედაჩემი. დედავ ბატონო ვეღარ გავიგე ვინ არის კვანტი –

დაუდე შენ თუ ფრინტა – .

ქონდარინე – კვანტი – დაუდე -, სულ მავიწყდება ეს სიტყვა, თავდამსმელია.

ფრინტა – თავდამსხმელი.

ქონდარინე – ვიცი ფრინტა – , თავდამსმელი.

ქონდარუხი – ხალხო, ფეხბურთის სამშობლოა Gრეატ Bრიტან

ქონდარინე – გენაცვალოს დედა.

ქონდარუხი – ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში . . .

მეფე – ქონდარუხ!

ქონდარუხი – ენაცვალოს დედა. იცით თქვენი უფლისწული რა ცნობისმოყვარეა?

მეფე – დედას გავს, დედას.

II ვეზირი – – თქვენს წინაშეა სახელოვანი ფეხბურთელი კვანტი – დაუდე -.

(მუსიკაზე შემოდის ფეხბურთელი ხელში ბურთით)

ქონდარინე – გთხოვთ ბატონო კვანტი -.

კვანტი – დაუდე – ქონდარეთში ძალი -ან უყვართ ფეხბურთი. მაგრამ მეფე -ო

სამწუხაროდ გუნდი არ გვყავს. მაპატიეთ მეფე -ო. საბედნიეროდ,

საბედნიეროდ არა გვყავს. ერთად – ერთი ფეხბურთელი მე ვარ.

ჩემი სახელია – კვანტი -, გვარი კი დაუდე. კვანტი – დაუდე -.

წარმოგიდგენიათ მთელი ორი ტაიმი მარტო დავრბივარ

მოედანზე და ბურთი ხან ერთ კარში გამაქვს და ხან მეორეში.

როგორია? მართალი -ა ბურთი კარში ყოველთვის ვერ გამაქვს, ამის

გამო იძულებული ვარ დამატებითი დრო დავნიშნო.მსაჯიც ხომ მე

ვარ. გამოგიტყდებით ვერ ვიტან დამატებით დროს. ვეღარ ვუძლებ.

ეს იმიტომ, რომ ერთი ნაკლი ნამდვილად მაქვს. მარჯვენა ფეხი

ოდნავ მრუდე მაქვს. მერე რა. აბა გაიხსენეთ გარინჩა, პელე,

ბეკენბაუერი, ყიფიანი, რონალდინიო მარადონა. რა მერე.

აი, გარინჩა. მთელი ქონდარეთი აღტაცებით მიკრავს ტაშს. კვანტი –

დაუდე 3-ჯერ. აი, ჩემი საყვარელი მაყურებელი.

ქონდარინე – ბატონო კვანტი -, მიიღეთ ეს მოკრძალე -ბული საჩუქარი

დედოფლისაგან.

კვანტი – დაუდე – ქალბატონო დედოფალო, გამოიყვანეთ თქვენი უფლისწული, ნახოს

როგორ ურტყამს პენალტს კვანტი – დაუდე -.

ქონდარინე – ქონდარუხ! ქონდარუხ!

ერთად – ქონდარუხ!

ქონდარუხი – ვაა, ბურთი. ქონდარი, დანდური . . .

ქონდარინე – გაიცანი, ეს კვანტი – დაუდე -ა. ცენტრალური თავდამსმელი.

ქონდარუხი – ქონდარუხი -. აა,

კვანტი – ბოდიში. ვა, როგორ გაზრდილხარ შვილო.

ქონდარუხი – დედიკო, შვილოო.

ქონდარინე – შვილოო, შვილო.

ქონდარუხი – ამ ბურთს არ მოგცემ, ჩემია.

კვანტი – დაუდე – მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ფეხბურთი გასწავლო.

ქონდარუხი – რა ვქნა კაცო, ბურთი ჩემია. უნდა გავხეთქო.

კვანტი – დაუდე – მომეცი ბიჭო.

ქონდარუხი – აჰა.

კვანტი – დაუდე – გაასწორე ბურთი. პენალტი. ხომ გაგიგონიათ, სიცოცხლეში

თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის.

ქონდარუხი – პროფესორმა ღანძილაშვილმა თქვა ტყუილიაო. (სასტვენი)

მხოლოდ ერთხელ მღერის სიკვდილის წინ კი.

კვანტი – გაიწიე!

ქონდარინე – ქონდარუხ!

ქონდარუხი – არ გავიწევი, არა.

რაზა – ჯერ ნუ დაარტყამთ. ხალხი შენობებში შევა და მერე.

უფლისწული უკან დაწიეთ. ქალო, შეწიე თავი შიგნით ბურთი

არ მოგხვდეს. ახლა შეგიძლია დაარტყა.

(ფეხბურთელი გამოქანდება და მთელი სიძლიერით დაარტყამს

ბურთს. ბურთი მოხვდება ცხვირში I ვეზირს და ატყდება აურ –

ზაური)

I ვეზირი – ვაიმე, ბურთი ცხვირში მომარტყა. ეს ფეხბურთელი კი არა,

ვიღაც ვიგინდარაა. რაზა -, დააპატიმრე.

ქონდარუხი – ბურთი გახეთქა. მე უნდა გამეხეთქა. მე ხომ გითხარით, არ მინდა

ფეხბურთელი, ციცინათელების მზეთუნახავი მინდა მეთქი.

მეფე – ქონდარუხ.

ქონდარუხი – რა ქონდარუხ. რაზა -!

რაზა – დიახ.

ქონდარუხი – ჩასვი ფეხბურთელი ციხეში.

ხალხო გთხოვთ, მუხლმოდრეკილი გევედრებით.

ნუ გაატაკეთ საქმე. ქონდარი, დანდური, ტარხუნა, ბალბა.

მეფე – რა ვქნათ? რა გვეშველება?

ერთად – რა ვქნათ?

მეფე – როგორ გავართოთ, ნუთუ ვერ უნდა დავავიწყოთ ეს დასაწვავი

მზეთუნახავი?

I ვეზირი – მეფე -ო, ფრინტა – დღეიდან ფრინტა – აღარ არის. არც მე ვარ მე.

დღეიდან ფრინტა – ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი იქნება.

უფლისწული ასე აბრჭყვიალე -ბულს რომ დაინახავს ციცინათელე

ბის ქვეყნის მზეთუნახავი ეგონება და ბოლოს და ბოლოს

მოინდომებს ფრინტა – სთან თვალხუჭობანას თამაშს.

ერთად – კარგია, კარგია.

I ვეზირი – მაშინ დავიმალოთ.

VI სურათი

(ბაღი. ფრინტა – და ქონდარუხი -)

1 ვეზირი – კომპოზიტორი -კამა დანდურაშვილი, რომანსი -ო, როგორ

ციმციმებ ჩემო ფერია. როიალთან ავტორი.

ქონდარინე – ქონდარუხ, მოდი ჩვენთან დაჯექი.

ქონდარუხი – არ მინდა.

მანდ როგორ დავჯდე, სხვაგან მომეცით ბილეთი და.

ქონდარუხი – სადა ვარ? სიზმარია თუ ცხადია. ა, ცხადია. გოგოა? ა,

არ ვიცი.

ფრინტა – ღმერთო, რა მშვენიერი ამინდია.

ქონდარუხი – შენ ვინა ხარ გოგონი?

ფრინტა – განა ვერ ხედავ ვინცა ვარ.

ქონდარუხი – ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი.

ფრინტა – დიახ, ციცინათელების ქვეყნის

მზეთუნახავი ვარ. მაპატიე, ცოტა თავბრუ დამეხვა.

ქონდარუხი – მერე ნუ ფარფატებ. შორს არის შენი ქვეყანა?

ფრინტა – ისე რა.

ქონდარუხი – მოიცა, მოიცა, დარჩები თუ წახვალ?

ფრინტა – როგორც თქვენ ისურვებთ დიდო ხელმწიფევ.

ქონდარუხი – მაშინ მეფე – ქონდარ მეთექვსმეტე გიბრძანებს, რომ დარჩე.

ქონდარუხი – რატომ გაფრინდი?

ფრინტა – მაპატიე, შეგაშინე.

ქონდარუხი – არა, რატომ შემაშინე. შენ ხომ ციცინათელების მზეთუნახავი

ხარ. გინდა?

ფრინტა – რა?

ქონდარუხი – თმის დაწიწკნობანა ვითამაშოთ.

ფრინტა – არა.

ქონდარუხი – აბა მეფე -ო და ისაო. მაშინ ასკინკილა ვითამაშოთ.

ქრინტა ასკინკილა არ მინდა.

ქონდარუხი – რატომ?

ფრინტა – იმიტომ რომ, აუაუაუ.

ქონდარუხი – კარგი, მაშინ თვალხუჭობანა ვითამაშოთ.

ფრინტა – კარგი, ვითამაშოთ.

ქონდარუხი – ქონდარი, დანდური. . იცოდე მოვდივარ. ვინც არ არის

დამალული, ჩემი ბრალი – არ არის. რატომ არ დაიმალე -?

ფრინტა – მე ვერ დავიმალე -ბი.

ქონდარუხი – რატომ ვერ დაიმალე -ბი?

ფრინტა – ჩემი ციცინათელები ხომ ისე ბრჭყვიალე -ბენ.

ქონდარუხი – გაჩერდი, კიდევ თავბრუ დაგეხვევა. მაჩვენე შენი ხელი.

ეეე, ფრინტა – , მომატყუეთ, მომატყუეთ?

მეფე – მე არა შვილო, დედამ!

ქონდარინე – მე არა იმან!

ქონდარუხი – მომატყუეთ ხომ! აი დღეიდან აღარაფერს აღარ შევჭამ და

შიმშილით მოვიკლავ თავს. შიმშილობას ვაცხადებ.

( ფრინტა – კივის )

II ვეზირი – – გაჩუმდით! ყველანი – ბრძენ კინალოკო -სთან. მხოლოდ მან იცის

სად არის ციცინათელების ქვეყანა.

მეფე – ყველანი – ბრძენ კინალოკო -სთან.

VII სცენა

(კინალოკო -სთან)

ქონდარუხი – აუუ, ეს რამხელა ლოკოკინა -ა.

ქონდარინე – ქონდარუხ.

ქონდარუხი – მეგობრებო ეს არის მეზოზური პერიოდის გიგანტური

ლოკოკინა – ანუ ლათინურად კინალოკუს გიგანტუს.

ქონდარინე – გენაცვალოს დედა.

მეფე – ეს რა არის?

II ვეზირი – – ის ნიჟარაში ცხოვრობს.

ერთად – ვინ?

2 ვეზირი – ბრძენი კინალოკო -.

ქონდარუხი – კინალოკო – კი არა კინალოკუს გიგანტუს.

მეფე – თუ ბრძენია, ნიჟარაში რატომ ცხოვრობს?

II ვეზირი – – ჭეშმარიტი ფილოსოფოსები კასრებში ცხოვრობენ.

ერთად – კასრებში?

ქონდარუხი – დიახ, დიოგენე კასრში ცხოვრობდა.

ქონდარინე – რა შესანიშნავი აზრია. დაურიგოთ კასრები ხალხს და

იცხოვრონ როგორც უნდათ.

ქონდარუხი – ვაიმე გამწუწა.

მეფე – მიბრძანდი და დაუძახე შენს ბრძენს.

2 ვეზირი – დიდო ბრძენო კინალოკო -?

ერთად – ბრძენო კინალოკო -!

კინა ლოკო – გამარჯობა!

ქონდარუხი – მამიკო, ლაპარაკობს.

კინა ლოკო – რაზე გარჯილხართ ხალხო?

ქონდარუხი – ლოკოკინა – ბიძია.

კინალოკო – მომიახლოვდი.

ქონდარუხი – არ გამწუწავთ?

კინალოკო – არა. გამარჯობა არ იცი ბიჭუნა?

ქონდარუხი – ხომ გითხარით გამარჯობა.

კინალოკო – რაზე გარჯილხარ შვილო.

ქონდარუხი – დედიკო შვილოო. მე ციცინათელების . . ვაიმე მრცხვენია.

( მიდი -ს მეფე -)

ქონდარინე – ქონდარ ძვირფასო, ფრთხილად.

მეფე – დიდო ბრძენო კინალოკო -.

კინალოკო – დიახ.

მეფე – ალბათ მიცანით.

კინალოკო – არა.

მეფე – მე ქონდარ მეთხუთმეტე გახლავარ.

კინალოკო – მეთხუთმეტე?

მეფე – დიახ.

კინალოკო – მერე რა. მერე, მერე.

მეფე – ჩემს ქონდარუხს ანუ უფლისწულს

ლოკოკინა – ქონდარ მეთექვსმეტეს?

მეფე – ციცინათელების. . .

კინალოკო – მერე, მერე.

მეფე – 2 ვეზირო შენ აუხსენი.

2 ვეზირი – დიდო ბრძენო, დიდხანს თავს არ შეგაწყენთ. ჩვენ ერთი

საკითხი დაგვრჩა გადასაწყვეტი.

კინა ლოკო – მაშინ თენდება, როცა მზე ამოდის, და მაშინ ღამდება, როცა მზე

ჩადის.

რაზა – რაო, რაო?

კინა ლოკო – (გაბრაზებული) მაშინ თენდება, როცა მზე ამოდის და მაშინ

ღამდება, როცა მზე ჩადის.
II ვეზირი – – ოო, დიდო ბრძენო კინა ლოკო -, გვითხარით არსებობს თუ არა

ციცინათელების ქვეყანა?

კინა ლოკო – ღამე.

II ვეზირი – – ბატონო?

რაზა – რა ღამე, რა ღამე.

კინა ლოკო – ღამე, ღამე. ო, ღამე.

ქონდარუხი – ვაიმე დედიკო დავბრმავდი რა ღამე, რა გაატაკა.

1 ვეზირი – თვალე -ბი არ ამოიბანოთ!

II ვეზირი – – ევრიკა!

ერთად – რაა?

ქონდარუხი – მივხვდიო.

ქონდარინე – გენაცვალოს დედა.

ქონდარუხი – ხო, დედიკო. ევრიკა ანუ ბერძნულად მივხვდიო.

მეფე – რას მიხვდა?

ქონდარუხი – ეგ არ ვიცი.

მეფე – რას მიხვდი, რას?

II ვეზირი – – შვილო ქონდარუხ,

ციცინათელების ქვეყანა უნდა ვეძებოთ ღამით!

მეფე – ღამის შიკრიკებო!

ქონდარუხი – ღამის შიკრიკებო!

მეფე – ახლავე გასწით, მოძებნეთ ციცინათელების ქვეყანა, იპოვეთ

ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი და სასახლეში მომიყვანეთ.

VIII სურათი

ბაიას მოტაცება
(შემოვარდებიან შიკრიკები)

სალამურა – (კულისებიდან) ბაია, ეჰ-ეჰ-ეე! ბაია!

ბაია – (შემოდის) სალამურა! აქეთ! აქეთ!

(შემოდის სალამურა)

სალამურა – ბაია, რა დაგემართა?

ბაია – იცი, გუშინ ცუდი სიზმარი ვნახე.

სალამურა – აა, სიზმარი?

ბაია – დიდი, შავი ღრუბელი დამესიზმრა.

სალამურა – ოჰ, ოჰ ოჰ!

ბაია – რატომ დამცინი? ვითომ მე იმ ღრუბელზე

ვიჯექი და მივქროდი.

სალამურა – რა სიჩქარით?

ბაია – ძალი -ან, ძალი -ან ჩქარა. წარმოუდგენელი სისწრაფით. მერე

შენ დაგინახე. მე გეძახდი: სალამურა – , სალამურა – ! მიშველე,

სალამურა – ! მაგრამ შენ არ გესმოდა.

სალამურა – შეუძლებელია, თუ კი მეძახდი, აუცილებლად გავიგებდი

და გიშველიდი.

ბაია – გმადლობთ. ისე, დიდი ძილისგუდა ხარ.

(ბაია – აკოცებს, სალამურა – წამოხტება)

სალამურა – ბაია -, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რიგრიგობით ვიძინოთ.

ახლა შენი ჯერია.

ბაია – არა, არა, არ მინდა!

სალამურა – მერე ისევ დაგეძინება და მზის ამოსვლას ვერ ნახავ.

ბაია – ჯერ გათენებამდე დიდი დროა, ნახე რამდენი ვარსკვლავია

ცაზე. (სალამურა – იძინებს.) სალამურა – !

სალამურა – ბაია -, ეხლა წადი და დაიძინე!

ბაია – არა, შენ დაღლილი ხარ.

სალამუარ საიდანა ვარ დაღლილი.

ბაია – სახეზე გეტყობა რომ დაღლილი ხარ. (სალამურა – იძინებს.)

სალამურა – ! ბავშვებო, რა საოცრებაა, დგას და სძინავს. ჩუ!ჩუ!

(უმღერის იავნანას, დააწვენს.)

სალამურა – მე ეხალ წავალ, შენს ციცინათელებს მოვმწყემსავ, შენ კი

დაიძინე. გმადლობთ.

ბაია – ციმციმა! ციმციმა! არ გააღვიძო! ბავშვებო, ნახეთ რა

კარგად დავაძინე.

სალამურა – არაფერიც, მე არ მძინავს.

ბაია – გძინავს! გძინავს!

სალამურა – ჰო, მძინავს, მძინავს. შენც უნდა დაიძინო, თორემ მზის

ამოსვლას ვერ ნახავ. მერე მე წავალ (იძინებს) დასაძინებლად.

ბაია – ციცინათელები, რა დაგემართათ, რა ხდება? რა?

(შიკრიკები ბაია -ს იტაცებენ.)

ბაია – სალამურა – !

სალამურა – დაიძინე, ბაია -!

(ბაია – გაჰყავთ, სალამურა – წამოხტება.)

სალამურა – ციცინათელებო, რა მოხდა, ციცინათელებო?

სად არის ბაია? მოიტაცეს? ვინ მოიტაცა? ბაია! ნუ

გეშინია, ბაია! მე შენ გიპოვი და დაგიხსნი!

დედას გეფიცები! ბაია! ბაია!

II მოქმედება

I სურათი

(ბაია -ს მოყვანა სასახლეში)

ქონდარუხი – ციცინათელების მზეთუნახავო როდის მოხვედი? იცი რამდენს

გეძებდი? კინალოკო -სთანაც კი ვიყავი. როგორ მინდა სულ

ჩემთან იყო.

2 ვეზირი – გაიღვიძეთ! ჯარისკაცებო გააღვიძეთ ეს ძილისგუდები.

მეფე – რა მოხდა.

IIვეზირი ჩვენმა ღამის

შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი შეიპყრეს და აქ მოიყვანეს.

ერთად – მერე სად არის?

II ვეზირი – – აქ არის სასახლეში.

ქონდარუხი – დედიკო და მამიკო, მგონი მართლა ის არის. ეხლავე მოვალ.

2 ვეზირო მატარებელი არ გაუშვა. (ჯარისკაცები – გადმოაგდებენ

ბაია -ს)

ქონდარინე – ფრთხილად, ფრთხილად თქვე მხეცებო.

1 ვეზირი – ერთი წუთით დიდო ხელმწიფევ, ეს ქონდრის მოდგმისა არ

უნდა იყოს.

2 ვეზირი – მართალი – ხარ, მაგრამ ეს ხომ ციცინათელების ქვეყნიდან

მოიყვანეს?

მეფე – ეხლავე გავარკვევ ყველაფერს. რა გქვია გოგონი შენ?

ჰკითხე.

1 ვეზირი – გოგო! რა გქვია შენ? (ბაია – გარბის ყვირილით)

ბაია – ბაია -. (ჯერ იცინის ფრინტა – , შემდეგ ყველა)

1 ვეზირი – ვინა ხარ გოგო შენ?

ბაია – მე მწყემსი ვარ.

1 ვეზირი – მწყემსი ვარო, დიდო ხელმწიფევ.

მეფე – მერე რა.

1 ვეზირი – მწყემსი არ შეიძლება მზეთუნახავი იყოს.

მეფე – აკი ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავიაო?

2 ვეზირი – დიდო ხელმწიფევ, შიკრიკებმა ციცინათელების ქვეყნიდან

მოვიყვანეთო.

ჯარისკაცები – ეე, პატარა ვეზირო.

მეფე – სტოპ.

2 ვეზირი – გოგონი გინახავს მზე?

ქონდარინე – ბაია – გინახავს მზე? (ბაია -ზე ყველა იცინის)

ბაია – არა.

2 ვეზირი – აკი მოგახსენეთ ხელმწიფევ, მზეთუნახავია მეთქი.

ფრინტა – არც მე მინახავს მზე.

2 ვეზირი – ჩუმად! რა ჰქვია გოგონი შენს ქვეყანას?

ქონდარინე – ბაიკო, რა ჰქვია შენს ქვეყანას?

ბაია – ციცინათელების ქვეყანა. იცი ჩემი ციცინათელები, დეიდა .

ქონდარინე – რაო?

მეფე – ქონდარინე -.

ქონდარინე – დეიდაო.

მეფე – პატარა ვეზირო, შენ დაიმსახურე ქონდრის 1 ხარისხის

ფოთლის საპატიო ორდენი . .

1 ვეზირი – დიდო მეფე -ო.

მეფე – მაგრამ მეორე ხარისხისას გიბოძებ.

ბაია – მეფე -ო.

მეფე – მაცალე – ბაიკო, პირველი ხარისხის ფოთლით მხოლოდ მე

მაჯილდოვებენ.

მეფე – რაზა -! რა ხდება. რატომ აშინებ გოგონას?

ბაია – მეფე -ო.

ქონდარინე – სირცხვილი თქვენ, ქონდარ მეთხუთმეტე.

მეფე – მოუსვით აქედან.

რაზა – ნაბიჯით იააარ. (შემოდის უფლისწული)

ფრინტა – რას გამოპრანჭულხარ. იცი რა უშნოა, მახინჯი.

ქონდარუხი – შენ არავინ გეკითხება.

ქონდარინე – რა ელეგანტურად მოდის ჩვენი უფლისწული.

ქონდარუხი – ვეზირო, ჩემი ლურჯა დააბი და აჭამე. არ შეაჯდე.

მეფე – უფლისწულო, აბა გამოიცანი, რა ჰქვია მზეთუნახავს?

ქონდარუხი – რა ჰქვია და ბაია -.

მეფე – ყოჩაღ შვილო.

ქონდარუხი – რა ყოჩაღ, რაზა -მ მითხრა. რა უყავი შენი ციცინათელები.

ბაია – ნახევარმა ტყეს შეაფარა თავი.

ქონდარუხი – ნახევარი?

ბაია – ნახევარი თქვენმა შიკრიკებმა გაწყვიტეს.

ქონდარუხი – მამიკო, გაწყვიტესო.

მეფე – რას იზამ შვილო, ცხოვრება ბრძოლაა.

ქონდარუხი – რაზა -, რატომ გაწყვიტე ბაია -ს ციცინათელები. იცოდე

სუყველას აგჩეხავთ.

ბაია – უფლისწულო,

ქონდარუხი – ერთი წუთით დამაცადე ბაია -.

ტყეში რომ დაიმალა, იმ მეორე ნახევარს ხელი არ ახლო.

რას გაშტერებულხარ. შებრუნდი, შებრუნდით ყველა.

ფრინტა – შენ რა წითელი

კოჭი ხარ? თქვენც ნუ მიყურებთ. ბაია -, იცი, მე სიზმარში

გნახე და იმის შემდეგ აღარ მძინავს. სულ შენზე ვფიქრობ.

როცა ვჭამ მაშინაც. ვეზირო სარკეში ნუ გვიყურებ. ბაია –

მოდი, დამიჭირე ეს ხმალი -. (დედოფალს თითიდან ბეჭედს

აძრობს) რა არის გოგო, როგორ გასუქდი.

დედიკო, რა ლამაზი ფერის

თვალე -ბი ჰქონია. (კოცნას დააპირებს)

ფრინტა – მამიკო.

ქონდარუხი – ფრინტა – .

1 ვეზირი – მეფე -ო, ყველა მზეთუნახავი ხელმწიფის ასული უნდა იყოს,

თუ ხელმწიფისა არა, მაშინ პირველI ვეზირი -ს მაინც.

ქონდარუხი – რეგვენო, ხელი გაუშვი. როგორ წაგაქცია იმ ოხერმა. არა

უშავს. მოდი ეხლა ასკინკილა ვითამაშოთ.

ბაია – არ მინდა ასკინკილა.

ქონდარუხი – რაა?

ბაია – არ მინდა. (ფრინტა – იცინის)

ქონდარუხი – რათა გოგო, რათა.

ბაია – მე არ ვიცი ასკინკილას თამაში.

ფრინტა – არ იცის, არ იცის.

ქონდარუხი – კარგი ერთი ფრინტა – რა.

ქონდარინე – რას ქვია არ იცის?

ქონდარუხი – დედიკო, მე თვითონ გავარკვევ ამ ამბავს.

ქონდარინე – ქონდარუხ, შენ ეხლა გაჩერდი. რას ქვია არ იცი?

ბაია – არ მინდა.

ქონდარინე – რას ჰქვია არ გინდა. ოჰ, ეს რა ყბედი ყოფილა.

მეფე – ქონდარინე -!

ქონდარინე – არ მინდაო. ადექი.

ერთად – ადექი.

2 ვეზირი – მარცხენა ფეხი ასწიე.

ერთად – ასწიე.

მეფე – ასწია.

2 ვეზირი – მუხლში მოხარე.

ერთად – მოხარე.

მეფე – მოხარა.

2 ვეზირი – აი, ასე კარგია. ახლა უფლისწული გაიქცევა, შენ კი ცალი –

ფეხით დაედევნები და დაიჭერ!

ბაია – ცალი – ფეხით რატომ უნდა დაგედევნო.

ქონდარინე – რამდენს ლაპარაკობს ეს გომბიო.

ქონდარუხი – დედიკო, ეხლა უკვე გაჩუმდი. მამიკო ცალი – ფეხით რატომ

უნდა გამომეკიდოს?

მეფე – ასეთია თამაშის წესი.

ქონდარინე – ქონდარუხ გაიქეცი, გაეკიდე. (ფრინტა – ფეხს დაუდებს)

ქონდარუხი – ფრინტა – გაჩერდი ერთი რა. ბაია -, მოდი თვალხუჭობანა

ვითამაშოთ რა, გეხვეწები.

ბაია – აღარ შემიძლია, აღარ შემიძლია.

ქონდარუხი – ცუდო, ცუდო, (ურტყამს) ხომ არაფერი ვატკინე ბაია -ს?

ცუდო, ცუდო. ბაია -, მე შენგან ამას არ ველოდი. ქონდარი,

დანდური . . .

მეფე – ჩვენც წავიდეთ, დღეისათვის ვიკმაროთ გართობა.

ქონდარინე – წავიდეთ, წავიდეთ.

1 ვეზირი – მეფე -ო, იქნებ უფლისწულმა ფრინტა – სთან ინებოს თამაში.

მეფე – ფრინტა – ! მოუსვი აქედან.

(ყველანი – გადიან. ბაია – სცენის კიდეში ტირის. სალამურა – ,

სალამურა – , სალამურა – სად ხარ.)

1 ვეზირი – რაზა -, რაზა – სადა ხარ. გამაგიჟა ამ თხუნელამ.

რაზა -, შენ მიჯნურობის მსხვერპლი ხომ არ გახდი?

რაზა – არა.

აბა ერთი თვალე -ბში შემომხედე. დავიღუპეთ ბავშვებო.

შეუყვარდა. რაზა -, ეს გომბიო, რა მძიმეა ეს ოხერი,

საიდუმლო საკანში გადამალე -. თვალი -ს ჩინივით გაუფრთხილდი.

სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

რაზა – ეხლა მაგას ეშმაკიც ვერ იპოვის.

ბაია – სალამურა – , მიშველე სალამურა – .

1 ვეზირი – რაო? სალამურო მიშველეო? რა თაობა მოვიდა. (მღერის).

II სურათი

(ალე –ჰოპი – და სალამურა – )

რაზა – ცირკი, ცირკი, ყველგან ცირკი, აღარ შემიძლია.

კონფერანსიე – ყურადღება, ყურადღება. სახელგანთქმული ჯამბაზი ალე – ჰოპი -.

ალე -ჰოპი – მე ძველი

სახელგანთქმული ჯამბაზი ალე –ჰოპი – ვარ. თოკზე სამმაგ სალტოს

ვაკეთებდი. მთელი ქვეყანა განცვიფრებული შემომცქეროდა.

აღტაცებით მიკრავდნენ ტაშს. მაგრამ ერთხელ, როდესაც ოთხმაგი

სალტო უნდა გამეკეთებინა, თოკიდან მოვწყდი და დავკოჭლდი,

თანაც სიბერე შემომეპარა. ცხოვრება მუხთალი – რამ არის. ის

არ დაგინდობს. დღეს ვიღას ახსოვს შენი ალე –ჰოპი -. (იცინის)

ძველი დიდებიდან მხოლოდ გაყვითლებული, გაცრეცილი

აფიშებიღა შემრჩა. ახლა დავეხეტები ჩემს მშობლიურ ქალაქ

ყირამალაში ღარიბ-ღატაკი, უსახლკარო, ულუკმაპუროდ, ეული

.სული

სალამურა – სალამურა – მ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა,

მოეძებნა ბაია -.

ალე -ჰოპი – მაგრამ ვინ არის ეს ყმაწვილი ნეტა?

სალამურა – იარა, იარა, ცხრა მთა გადაიარა, მოკლედ, ბევრი იარა თუ

ცოტა იარა, ძალი -ან უცნაურ ქალაქს მიადგა. ქალაქს გარშემო

უზარმაზარი გალავანი ერტყა, მაგრამ კარს ვერსად მიაგნო.

ალე -ჰოპი – რომელი ხარ? ვინა ხარ მეთქი.

სალამურა – მე სალამურა – ვარ.

ალე -ჰოპი – სალამურა – ?

სალამურა – დიახ სალამურა – .

ალე -ჰოპი – რომელი სალამურა – ?

სალამურა – სალამურა – , ჭია მაიების მწყემსი.

ალე -ჰოპი – ჭია მაიების მწყემსი? ეგ კი აღარ ვიცოდი, თუ ჭია მაიებსაც

მწყემსი ჭირდებოდა.

სალამურა – დიახ. (სალამურს ჩაბერავს)

ალე -ჰოპი – რა, შენ სალამურზე უკრავ?

სალამურა – დიახ.

ალე -ჰოპი – აბა დაუკარი. ბავშვებო არავის უთხრათ, ეს ბიჭი მე ძალი -ან

გამომადგება. გამამდიდრებს.

სალამურა – ბიძია დღეს ამ ქალაქს მოვადექი. გალავანს ირგვლივ შემოვუარე

და კარს ვერ მივაგენი.

ალე -ჰოპი – ეს ჩვეულებრივი ქალაქი ნუ გგონია,, აქ თოკზე სიარული თუ არ

იცი ისე ვერ ამოხვალ.

სალამურა – ეს რა უცნაური ქალაქი ყოფილა.

ალე -ჰოპი – უცნაური ქალაქი თქვენია. გალავანს შემოუარა, კარს ვერ მიაგნო,

აი, ხომ ხედავ, სახურავიდან სახურავებზე თოკები რომ არის

გადაჭიმული და ზედ ხალხი რომ დადის. სწორედ ეგ არის ქუჩები.

ჩვენთან სართულები ზევიდან იწყება, სადარბაზო შესასვლელიც

სახურავზეა. ზევით პირველი სართულია, ქვევით ბოლო. მაღა-

ზიები, სასადილოები, დუქნები, ბაღები, ყველაფერი ზევით არის.

სალამურა – ამ თქვენს ყირამალაში მართლა ყველაფერი თავდაყირა ყოფილა.

ალე -ჰოპი – ჭუჭყიან და მტვრიან ქუჩებში სიარულს სუფთა ჰაერზე სიარული

არ ჯობია? ამიტომ ჩვენს ქალაქში ერთ ავადმყოფსაც ვერ ნახავ.

ყველა ჯანმრთელია.

სალამურა – კი მაგრამ, როგორ შევიდე, კარს ვერ მივაგენი.

ალე -ჰოპი – სალამურა – მე დაგეხმარები, მაგრამ სიტყვა არავისთან დაძრა.

ადიოზ ამიგო. ბავშვებო, ეს ბიჭი ჩემი იქნება. არ გამცეთ. ჩუ.

სალამურა – ციმციმა რა დაგემართა. სად არის ბაია -? ბაია – სად არის?

ციმციმა მოკვდა. ციმციმა, ჩემს გულში მუდამ იციმციმებ.

მშვიდობით ცელქო და კეთილო ციმციმა.

ალე -ჰოპი – როგორა ხარ სალამურა – ?

სალამურა – გამიშვი, ჩემი მეგობარი მოიტაცეს, ციცინათელების მწყემსი

გოგონა და იმის საძებნელად ვარ წამოსული.

ალე – ჰოპი – ვინ მოიტაცა ჩემო პატარა?

სალამურა – არ ვიცი, როცა მოიტაცეს მეძინა.

ალე – ჰოპი – გეძინა?

სალამურა – დაღლილი და უძილო ვიყავი.

ალე – ჰოპი – ჰმ, ჩვენ არ ვიღლებოდით?

სალამურა – გამოვიღვიძე და მერე.

ალე – ჰოპი – მერე, მერე?

სალამურა – მერე ასე დავდივარ, სოფლიდან სოფლად, ქალაქიდან ქალაქად.

ვეძებ, ვეძებ და ვერ მიმიგნია. აქაც მაგისთვის მოვედი და

ვიფიქრე იქნებ ამ ქალაქშია – მეთქი.

ალე – ჰოპი – მერე? მერე ამხელა ქალაქში როგორ მონახავ?

სალამურა – სალამურს დავუკრავ.

ალე – ჰოპი – მართალი – ხარ, შენ ამ ქალაქში დაუკრავ სალამურს, მე კი

გაგწვრთნი, ისე გაგწვრთნი,

ისე გაგწვრთნი, როგორც ფინია ძაღლს. მე და შენ ერთად – ვივლით

ქალაქიდან ქალაქში, დიდი შენობის კედლებზე გავაკრავთ

აფიშებს, რომლითაც ვაუწყებთ ხალხს, რომ ამა და ამ ქალაქს

ესტუმრა თოკზე მოსიარულე სალამურზე დამკვრელი ჯამბა-

ზი ბიჭუნა.

სალამურა – გამიშვი, გამიშვი, მე ბაია – უნდა ვიპოვო.

ალე – ჰოპი – ამიერიდან შენი ბაია – ფულია ფული.

(გადიან).

III სურათი

(ბაია და რაზა)

რაზა – ბაია -, ბაია -, რატომ გამოაცხადე შიმშილობა.

ბაია – სალამურა – , სალამურა – , ჩემო ერთგულო მეგობარო

შენა ხარ?

რაზა – ბაია -, სალამურა – აქ არ არის. ჯერ არ დაუჭერიათ.

მე კი საჭმელი მოგიტანე. იცი, რა გემრიელია?

ბაია – რადენჯერ უნდა გავიმეორო, პირსაც არ დავაკარებ.

არ მინდა, არ შევჭამ!

რაზა – ბაია -, ასე არ შეიძლება, უნდა ჭამო, თორემ მოკვდები.

ბაია – მეც სწორედ ეგ მინდა.

რაზა – იცოდე, შენ თუ მოკვდი, მეც მოვკვდები. . .

ბაია – ძალი -ანაც კარგი.

რაზა – რატომ, რატომ?

ბაია – იმიტომ, რომ ამ აყროლებულ დილეგში გამომამწყვდიე.

რაზა – რა ვქნა, ჯარისკაცი ვარ.

ბაია – ჯარისკაცო, გამიშვი რა.

რაზა – ვერ გაგიშვებ,

ბაია – რატომ?

რაზა – ბრძანებას ვასრულებ.

ბაია – კარგი. კარგი, მომეცი ეგ თოფი და შენ მაჭამე.

რაზა – ბავშვებო, ბაია -მ შიმშილობა შეწყვიტა!

(ბაია – თოფს დაუმიზნებს.)

ბაია – გამიშვი, თორემ მოგკლავ.

რაზა – მიდი -, მიდი -, გაუპე გული უიმედოდ შეყვარებულ უბედურ

რაზა -ს.

რაღას უცდი, დამახალე, დამახალე ცხელი ტყვია!

ბაია – გამიშვი და დაგახლი.

რაზა – ვერ გაგიშვებ, ბაია, გაიგე, ვერ გაგიშვებ!

(სროლა)

ბაია – სალამურა, სალამურა, კაცი მოვკალი, სალამურა!

როგორ მშია. ბოდიში რაზა.

რაზა – ისევ სალამურა, სალამურა, მე შენ გიჩვენებ სალამურა – ს.

შენ სამუდამოდ დარჩები აქ, ამ აყროლებულ დილეგში.

IV სურათი

(მიდი – მოადეს მოსვლა ალე – ჰოპთან)

ალე –ჰოპი – ბავშვებო გუშინ ჩვენმა სალამურა – მ უდიდესი წარმატება მოიპოვა,

ხუმრობა ხომ არ არის – ოთხმაგი სალტო! (სალამურა – უკრავს)

სალამურა – !

სალამურა – რა გინდა!

ალე –ჰოპი – შენი სიკეთე მინდა!

სალამურა – მაპატიე.

ალე -ჰოპი – – და ვინ გაწვრთნა ეს ბიჭუნა, ვინ არის მისი მფარველი,

მასწავლებელი? რა თქმა უნდა მე – ალე-ჰოპი, საქვეყნოდ ცნობილი

ჯამბაზი . . .

მიდი – ალე -ჰოპ, ჩემო უსაყვარლესო და უკვდავო მეგობარო.

ალე – მიდი -მოადე, ჩემო უძვირფასესო და უერთგულესო მეგობარო.

მიდი – ალე -ჰოპ, ძველო მეგობარო, გთხოვთ

ალე – ალე-ე (მიდი – გადააგდებს)

მიდი – ჩჩჩჩ!

მუშტი – სსსს!

მიდი – მიდი – მოადე.

მუშტი – მუშტი – ნიკაპშუა.

ალე – ალე – ჰოპი -.

სალამურა – სალამურა – .

მიდი – ეს არის შენი სახელგანთქმული ჯამბაზი? თოკზე ოთხმაგ

სალტოს რომ აკეთებს? (შეუღუტუნებს) გეღუტუნება?

სალამურა – დიახ. ბოდიში ბავშვებო.

მიდი – ეღუტუნება.

ალე – დიახ, ეს ჩემი გაწვრთნილი ჯამბაზი გახლავთ.

მიდი – ეს შენი ჯამბაზი, დღეიდან ჩემი მოკრივე – იქნება.

ალე – არავითარ შემთხვევაში! კრივი ჭირის დღესავით ეჯავრება!

მიდი – არც ჯამბაზობა ეხატებოდა გულზე,ბ მაგრამ. . .

ალე – არავითარ შემთხვევაში.

მუშტი – რატომ ღელავთ!

მიდი – მუშტი -, მუშტი -. როგორ თუ არავითარ შემთხვევაში.

ამას ეს ბიჭი, თავის საკუთრება ხომ არ ჰგონია?

ალე – დიახ, სწორედ რომ ჩემი საკუთრებაა!

მიდი – ეხლა ჩემი საკუთრება გახდება!

ალე – არა, არა და არა.

მიდი – აი, ეხლა კი კარგად მეყოლე! (კულბიტი)

ალე – არა.

მიდი – სალამურა – , წამოდი ჩემო ბიჭუნა.

ალე – კი მაგრამ რად გინდათ ეს ბიჭი. ვერ წარმოიდგენ რამდენს

ჭამს.

სალამურა – , წადი მოემზადე. იცი, რა მიჯდება ამის

შენახვა? მთელი ღამეები არ მაძინებს, ტვინი წაიღო

თავის სალამურით! ტა-ტა-ტა-ტა! გავგიჟდი კაცი!

მიდი – ალე -, საყვარელო, შენ ხომ მუსიკა ბავშვობიდან

გიყვარდა – ბახი, ბეთჰოვენი, ვაგნერი, ფალი -აშვილი.

ალე – მიყვარდა, მიყვარდა, მაგრამ ერთი და იგივე მელოდია,

დაუმთავრებლად! აღარ შემიძლია!

მიდი – მუშტი -, მუშტი -!

ალე – თანაც სულ გარბის, ვერ გამიგია სად გარბის! უკვე

სამჯერ დამექცა.

სალამურა – ორჯერ.

ალე – სამჯერ! სად გარბიხარ?!

მიდი – სალამურა – , სად გარბიხარ?

სალამურა – არ გეტყვით.

მიდი – მუშტი -!

სალამურა – ბაია – უნდა ვიპოვო.

მიდი – ვინ?

მუშტი – ბაია -.

ლილიპუტი – ბატონო ალი –ჰოპ, მოემზადეთ, ხუთ წუთში თქვენი

გამოსვლაა.

ალე – უნდა მოვემზადო. მაყურებელი მელოდება.

მიდი – ძალი -ან კარგი, მიბრძანდი და მოემზადე. წარმატებას

გისურვებთ. შვენ სალამურა – სთან დავრჩებით.

ალე – სალამურა – , ამ ორ ნაძირალას უფრთხილდი და არ

ენდო, თორემ ინანებ.

მუშტი – რაა?

მიდი – (მუშტი -ს) ეხლა არ გინდა. (ალე -ს) არა, ვიხუმრე,

ჩვენ მივდივართ. მარცხნისა- კენ.

(მიდი – და მუშტი – გადიან. გადის ალე –ჰოპი -. მიდი – და

მუშტი – ბრუნდებიან.)

მიდი – სალამურა – , სწრაფად! მუშტი -, დროზე! სალამურა – , ჩვენ

ეხლა ბაია -სათან მივდივართ. იცი, როგორ ენატრები?

სულ ტირის და ტირის – სალამურა – , სალამურა – .

მუშტი – იფ!

მიდი – მუშტი – წესიერად! მუშტი -, დროზე!

მუშტი – ვერ გავხსენი!

მიდი – მაშინ გაკვნიტე! რას აკეთებ! გეგმა ნომერი ორი,

როგორ დავიხსნათ სალამურა – .

ლილიპუტი – სალამურა – , სადა ხარ? გელოდებინ.

მიდი – მთავარია სალტო არ გააკეთო, დაიღუპები!

(მიდი – და მუშტი – გადიან. შემოდისა ალე -.)

ალე – სალამურა – , აი გასაღები. მოემზადე.

თქვენს წინაშეა თოკზე მოსიარულე, სალამურზე

დამკვრელი ჯამბაზი ბიჭუნა!

ეხლა კი პირველად მსოფლიოში ოთხმაგი სალტო!

სინათლე! სინათლე! ეს მტრების ინტრიგებია. ფრთხილად,

არ დაიმტვრე სალამურა – .

ლილიპუტი – სალამურა – არსად ჩანს, გაქრა!

ალი – დავიღუპე! სალამურა!

(ალე – გარბის. ლუკიდან ამოდიან მიდი – და მუშტი -.)

მიდი – სალამურა.

მუშტი – სალამურა.

ერთად – სალამურა.

სალამურა – სად არის ბაია?

მიდი – სალამურა, იცი რამდენი ბაიაა დედამიწაზე?

სალამურა – როგორ, მომატყუეთ?

მიდი – და მუშტი – აბა რა!

სალამურა – რატომ? რატომ?

მიდი – იმიტომ, რომ შენ მოკრივე – უნდა გახდე.

სალამურა – მოკრივე -?

მიდი – ჩემპიონი.

სალამურა – არა! მე ბაია – უნდა ვიპოვო!

მიდი – მუშტი!

V სურათი

( კვანტი – დაუდე – ციხეში)

კვანტი – დაუდე – (საკნიდან) ბატონო ქონდართუხუცესო, ბატონო

ქონდართუხუცესო!

უხუცესი რაშია საქმე?

კვანტი -დაუდე – მე ხომ თქვენთვის არაფერი დამიშავებია, რატომ მტანჯავთ

ამდენ ხანს.

ქონდართუხუცესი – როგორ თუ არ დაგიშავებია! შენ მე უდიდესი შეურაცხყოფა

მომაყენე. ცხვირში ბურთი მომახვედრე!

კვანტი -დაუდე – უნებურად მომივიდა: მაპატიე ბატონო, ქონდართუხუცესო!

ქონდართუხუცესი – გაპატიებ, თუ ფეხბურთს თავს დაანებებ და საპატიმროში

მცველად დადგები.

რაზა – რატომ?

კვანტი -დაუდე – მე თავდამსხმელი ვარ, ცხრა ნომერი და მცველად არ

გამოვდგები!

ქონდართუხუცესი – არ გამოდგები და აქ დალპები! რაზა -, ძალი -ან

გაგინებივრებია. ხედავ? შეხუმრებასაც მიბედავს!

რაზა – როგორ ბედავ, შე არამზადა! ეს ქონდართუხუცესი -ა, ვეზირთა

შორის უპირველესი. დამაცა, მე შენ მოგივლი!

კვანტი -დაუდე – სულ ერთია, ჩემი გულშემატკივრები მაინც გამანთავისუფლე-

ბენ!

ქონდართუხუცესი – კარგად გამახსენე. სულ ცოტა დროში იმათაც აქ მოგიყ-

ვან. რაზა, წავედით!

VI სურათი

(კრივი. მიდი –მოადე, მუშტი – ნიკაპშუა და სალამურა)

მიდი –მოადე – ჩუმად, ხომ ხედავთ სალამურას სძინავს, ისვენებს.

სალამურა – უკვე ნამდვილი მოკრივეა. რაც ვიცოდი ყველა-

ფერი ვასწავლე. ყველაფერი, ხოლო მიდი –მოადემ ბევრი

რამე იცოდა და იცის კიდეც. დღეიდან სალამურა, სალამურა –

აღარ არის, დღეიდან ის სამამურაა, ამიტომ დაუნიშნე მას

სპარინგ-მატჩი. ბავშვებო სპარინგ- მატჩი საწვრთნელი

ჩხუბია, თქვენს ენაზე რომ ვთქვათ დღეს სალამურას გამოც- და აქვს, ასე ვთქვათ სახელმწიფო გამოცდა. არა, უფრო

მნიშვნელოვანი.

სალამურა – ბავშვებო, ვერ გამიგია, რატომ გავხდი სამამურა, ან რატომ

უნდა ვიჩხუბო.

მიდი –მოადე – იმიტომ რომ შენი მოწინააღმდეგეა ის.

სალამურა – ვინ ის?

მიდი –მოადე – მერე გაიგებ, სხვათაშორის შენ მას იცნობ, დიახ იცნობ,

არ მკითხო ვინ არის. არ მკითხო. ბავშვებო, როცა სამამუ-

რას ყბაში მუშტი – მოხვდება, მერე მიხვდება საიდან არის

მისი მოწინააღმდეგე ის, ან პირიქით, თუმცა რატომ.

რატომ იგვიანებ მუშტი – ნიკაპშუა?

მოკრივე – რატომ ვიგვიანებ,

მიდი –მოადე – არ დაიგვიანე? კარგი. დღეს შენ სამამურას უნდა ეჩხუბო

მოკრივე – სამამურას?

მიდი –მოადე – დიახ სამამურას, არ მკითხო ვინ არის..

მოკრივე – ძალი -ან კარგი, დედას ვუტირებ იმ შენს ნინძა სამამურას.

მიდი –მოადე – მიდი – მოემზადე. რინგზე ვიწვევ ცნობილ მოკრივე -ს და მის

სპარინგ პარტნიორს დიდი პერსპექტივის მქონე სამამურას.

მოკრივე – ეს არის ჩემი მოწინააღმდეგე?

მიდი –მოადე – დიახ, ეს არის.

მოკრივე – ეს ხომ ჩემი წონა არ არის.

მიდი –მოადე – შენ არავინ გეკითხება შენი წონაა თუ სხვისი. მოემზადე,

ვიწყებთ, ბოქს. (სალამურა – დაეცემა)

მიდი –მოადე – რა იყო ბიჭო, პირდაპირ რომ ლეწე სახეში, მოერიე არა

პატარას შე ვირო შენა.

მოკრივე – აკი გითხარი ჩემი წონა არ არის მეთქი.

მიდი –მოადე – შენ არავინ გეკითხება შენი წონაა თუ არა. (ჩხუბობენ

მოკრივე – დაეცემა) ხომ არ გეშინია სალამურა – .

სალამურა – რა ვიცი.

მიდი –მოადე – რა ვიცი არ გამაგონო. ეხ, სალამურა – , სალამურა – .

სალამურა – ბატონო მიდი – მოადე მადლობელი ვარ კრივი რომ მასწავლე.

(არტყამს)

მიდი –მოადე – რა, გაიქცა.

მოკრივე – გაიქცა შენი სამამურა.

მიდი –მოადე – სამამურა კი არა, სალამურა – შე კრეტინო.

VII სურათი

რევოლუციონერები

(ბიჭები – სტვენით ეძახიან კინალოკო -ს. კინალოკო – გამოდის ნიჟარიდან)

კინალოკო – თუ წვიმა არ მოვიდა, რასაკვირველია გვალვა იქნება.

(ბიჭები – ისევ ეძახიან კინალოკო -ს)

კინალოკო – თუ მოსავალი – იქნება, ქონდარიც თავზესაყრელი გვექნება,

თუ მოსავალი – არ იქნება, ქონდარიც არ გვექნება.

( ისევ ეძახიან. გამოდის კინალოკო -) დავწერე, დავწერე მეშვიდე

არზა. გამარჯობა უწიგნურებო.მე წაგიკითხოთ? ყველანი –

ხართ? (დიახ, სტვენით) მაინც გადავამოწმოთ. მზარეული —

ცომიზელია -. ბიჭო, შენ ხომ დაგიჭირეს. გამოპარულა. ყოჩაღ

ბიჭო. დაჰკა -, ფრთხილად იყავი, შენც არ გაგეპაროს.

ნემსიყლაპია- თერძი. ცეცხლფარეშა. რას შვრები ბიჭო.

დალაქი- ფუნჯიქაფია (მღერის) გასაგებია, სევილიელი დალაქი.

კალატოზა- ქაფჩია. ხმა ამოიღე ბიჭო. (ყელი სტკივა) არ

მომეკარო, გადამედება. დაჰკა -! გასაგებია, გასაგები.

ვკითხულობ.

კინა-ლოკო – ვეზირთა შორის უძვირფასესო, ულამაზესო და მზის სადარო

ქონდართუხუცესო. ფეხბურთელი კვანტი – დაუდე -ს

განთავისუფლების შესახებ თქვენ დაგვიხიეთ პირველი, მეორე,

მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, არზა და მეშვიდესაც თუ
დაგვიხევთ, ძალი -ან, ძალი -ან, ძალი -ან გვეწყინება.

დაჰკა – ( სტვენით) ასე არაფერი არ გამოვა, ჩვენს მეექვსე არზას ყური

არავინ ათხოვა და არც მეშვიდე არზას ათხოვებენ! ( სტვენით)

ჩვენ, ყველანი – ერთად – უნდა მივიდეთ ქონდართუხუცესთან

და კვანტი – დაუდე -ს განთავისუფლება მოვითხოვოთ.

გაჩუმდით! გამაგიჟა თქვენმა სტვენამ და კონსპირაციამ.

ჩემთან მაგრები ხართ. თუ შეგიძლიათ წადით და

ქონდართუხუცესს ელაპარაკეთ.

( ცომიზელია – იპარება) ( ცომიზელია – უსტვენს.)

კინალოკო – ქონდართუხუცესი – ციხეში დამალპობსო. (იპარება ნემიყლაპია)

( ნემსიყლაპია უსტვენს) შარვალს ვკერავ უფლისწულისთვისო.

ფუნჯიქაფიას მკვდარი ჰყავს გასაპარსი.)

დაჰკა – ამათგან არაფერი გამოვა.

კინალოკო – არც თქვენგან.

დაჰკა – მართალი – ხარ.

VIII სურათი

(რევოლუცია)

( შემოდის მატარებელი რომელსაც მოჰყვება სალამურა – )

კინალოკო – აი, ეს ბიჭი ორი დღეა ქუჩა-ქუჩა დადის და თქვენსავით

უსტვენს.

დაჰკა – მერე რა, უსტვინოს.

კინალოკო – ვაიმე, რას აკეთებს. მგონი თავს იხრჩობს. მიშველეთ! ხალხი

არა ხართ? უშველეთ რამე!

სალამურა – ამ მომეკაროთ!

დაჰკა – ასე რად გადაგიწყვეტია იმედი?

სალამურა – მე ვეღარავინ მიშველის!

დაჰკა – რატომ ბიჭო.

სალამურა – ვისაც მე ვეძებ, ის ქვეყანაზე აღარ არის, გაქრა!

რატომ გადაჭერით თოკი.

დაჰკა – გვითხარი ვინ ხარ, საიდან მოსულხარ, ვის ეძებ.

სალამურა – მე სალამურა – ვარ, ჭიამაიების მწყემსი. მეგობარი დავკარგე

და იმას ვეძებ. ნახევარი ქვეყანა ამაოდ მოვიარე . . .

ვერსად მივაგენი.

კინალოკო – ვინ არის შენი მეგობარი სალამურა – ?

სალამურა – ბაია -.

კინალოკო – შელშე ლა ფონ.

ცომიზელია – ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი?

სალამურა – ჰო, ბაია -ს არასოდეს არ უნახავს მზე! მე შევპირდი

გაჩვენებ მეთქი და მეორე ღამეს მოიტაცეს.

დაჰკა – მერე, შე დალოცვილო, აქამდე ვერა სთქვი?

სალამურა – რომ მეთქვა მიშველიდით?

დაჰკა – შე კაცო, იმას მაინც გეტყოდით, სად არის შენი ბაია -.

სალამურა – სად არის ბაია -, ცოცხალი -ა?

დაჰკა – რა მოგივიდა ბიჭო . . . დაწყნარდი, ნუ გეშინია ცოცხალი -ა.

სალამურა – მითხარით, სად არის ბაია -.?

დაჰკა – სად არის და ქონდართუხუცესს ჰყავს დამწყვდეული ციხეში.

სალამურა – ციხესთან მაღალი – ხე ხომ არ დგას?

დაჰკა – ცომიზელია -.

ცომიზელია – ციხესთან მაღალი – ხე დგას.

სალამურა – მაშინ მე შევალ ციხეში და ბაია -ს გავანთავისუფლებ.

ერთად – როგორ?

სალამურა – ხედავთ ამ ქამანდს?

ხიდან ამ ქამანდს ვესვრი ციხეს, მერე თოკს მოვჭიმავ.

ლოკოკინა – ნუ გეშინიათ, ჩვენ ხომ თეატრში ვართ.

ერთად – თეატრში არა. უი, გამარჯობათ ბავშვებო.

კინა ლოკო – – სალამურა – , დაიწყე თავიდან.

სალამურა – ხიდან ქამანდს ვესვრი ციხეს, მერე თოკს მოვჭიმავ, ზედ

გავირბენ. საკვამურიდან ჩავძვრები და ბაია -ს გავანთავისუფლებ.

ღამით გადავალ, რომ ვერავინ დამინახოს.

ერთად – ღამით? კი მაგრამ როგორ?

სალამურა – დიახ, ღამით. თოკს ჩემი ციცინათელები გამინათებენ.

ნათია, შუქია, როგორ ხართ? არა უშავს. ცოტა კიდევ

მოითმინეთ. ახლა კი

წადით, ყველა ციცინათელა შეკრიბეთ და

ამაღამ აქ მომიყვანეთ. თქვენი იმედი მაქვს.

დაჰკა – მოიცა, მოიცა, შენ ჯამბაზიც ყოფილხარ ძმაო.

სალამურა – დიახ.

დაჰკა – აი რა, ბიჭებო. ამას თუ თოკზე სიარული შეუძლია, მაშინ

ციხეში ჩაუშვებთ და ჩვენს სახელოვან ფეხბურთელ კვანტი –

დაუდეს გაათავისუფლებს. ვაშა!

სალამურა – ბაია -?

კინალოკო – მერე ბაია – თქვე მუტრუკებო?

დაჰკა – ბაია -სთან ერთად -.

ერთად – ვაშა!

დაჰკა – მერე კი იმ არამზადა. . .(სტვენა)

სალამურა – რაა?

ბიჭები – (სტვენა)

სალამურა – ვერ გავიგე.

კინალოკო – მერე იმ არამზადა ქონდართუხუცესსაც ბოლოს მოუღებენ

ვითომ.

Yყველანი – ვაშა!

(ამოდის ქონდართუხუცესი -)

ქონდართუხ – გავიგონე, გავიგონე, ყველაფერი გავიგონე!

დღეიდან თქვენ დაპატიმრებული ხართ!

რაზა -, ყველა ციხეში! რა ვქნა მეამბოხენო, უნდა

მაპატიოთ. მატარებელი ნომერი ცამეტი ქონდარეთი
_ ციხე გავა მესამე ლიანდაგიდან. გამცილებლებს

ვთხოვ დატოვონ ვაგონები!

(მიდი -ს მატარებელი, ჩამოდის ფარდა)

ქონდართუხ – ოო, როგორი ტკბილი ცდუნებაა, ქონდარეთის

მეფის ოქროს ტახტი.

კინა ლოკო -! ბრძენო კინა ლოკო -!

რაზა -, ერთი ამ გაბოლილ ფილოსოფოსს უთხარი

გამოიხედოს.

კინა ლოკო – – ნუ გეშინიათ მუშებო. . .

გლეხებო, მდიდრებო, ღარიბებო წელს წვიმა აუცილებლად

მოვა და ქონდარი თავზე საყრელი გვექნება.

რაზა – ქონდართუხუცესო, ქონდარი თავზესაყრელად გვექნებაო.

ქონდართუხ – აი, ქონდარი თავზე საყრელი რომ გვექნება, სწორედ ამიტომ

გაპატიმრებ.
რაზა – დააპატიმრე!

კინა-ლოკო – რას მერჩით, მე ისედაც დაპატიმრებული ვარ, ჩემი ნებით

ვზივარ ამ ნიჟარაში.

ქონდართუხ – მატარებელი ნომერი პირველი ქონდარეთი – სასახლე.

რაზა – სასახლე?

ქონდართუხ – დიახ, დიახ სასახლე, ვეზირო.

რაზა – ვეზირო მე?

ქონდართუხ – მატარებელი ნომერი პირველი, ქონდარეთი – სასახლე

გადის პირველი ლიანდაგიდან.

(მიდი -ს მატარებელი. გამოდის კინალოკო -.)

კინა ლოკო – ბიჭო, რა გქვია, ჩონგურა, ფანდურა, გუდასტვირა, დიპლი-

პიტო, ჭიანურა, სალამურა – . ჩემზეა ნათქვამი ჭადის სახელი

დაავიწყდაო. სალამურა – როცა გეტყვი ი, მაშინ გამოდი,

როცა გეტყვი ე, არ გამოხვიდე! ი! ი! (სალამურა – გამოდის.)

ხედავ სალამურა – , რა დღეში ჩაგვყარა ამ უღმერთომ.

სალამურა – ვხედავ.

კინალოკო – სალამურა – შვილო, ეხლა მხოლოდ შენი იმედი გვაქვს. აბა,

შენ იცი, არ გვიმტყუნო!

სალამურა – კინა ლოკო -, თავს არ დავზოგავ. ყველაფერს

ვიღონებ, რომ გაგანთავისუფლოთ. ამ ბოროტ კაცს არ

შევარჩენ ჩვენ გამწარებას! ბაია -, სიცოცხლის ფასად რომ

დამიჯდეს, მაინც დაგიხსნი!

კინალოკო – ,,სჯობს საყვარელსა უჩვენო, საქმენი საგმირონია” – რუსთაველი,

დიდი შოთა.

(ადის ფარდა. ბიჭები – დაეცემიან)

კინალოკო – ყურადღება, სახელმწიფო არის აბსოლუტური სულის

უმაღლესი საფეხური.

ალე – ჰოპი – უმაღლესი საფეხური!

კინალოკო – იგი არის ღმერთის განსახიერება დედამიწაზე!

ალე –ჰოპი – ღმერთის განსახიერება!

მზარეული – – სად არის ღმერთი?

კინალოკო – ჩუ! ვიღაც გვეპარება.

ყველანი – ვიღაც გვეპარება.

კინალოკო – არა, ვიღაც გვეპარება ზემოდან.

ყველანი – ვიღაც გვეპარება ზემოდან.

კინალოკო – მართლა ვიღაც გვეპარება!

ყველანი – სალამურა – .

სალამურა – ჩუ! მე აქ იმიტომ მოვედი, რომ თქვენ ყველა გაგათავი-

სუფლოთ! (ჩამოდის. გაათავისუფლებს)

(შემოდის რაზა -)

რაზა – ვინა ხარ? აქ საიდან გაჩნდი?

სალამურა – მე საკვამლე მილების მწმენდავი ვარ.

რაზა – ვინ შემოგიშვა?

სალამურა – ქონდართუხუცესმა მილების გაწმენდა დამავალა.

რაზა – ეხლავე გავარკვევ. ალო, ალო.

ბიჭები – – სალამურა – აქეთ, აქეთ მოიყვანე.

რაზა – პირველი, პირველი! . .

ქონდართუხ – მეორე, მეორე გისმენ!

რაზა – პირველი, მეორე ვარ!

ქონდართუხ – რა გინდა, რაზა -, ნუ გამაგიჟე.

რაზა – აქ ვიღაც საკვამლე მილების მწმენდავია, ქონდართუხუ-

ცესის ბრძანებით შემოვედიო.

ქონდართუხ – საკვამლე მილების მწმენდავი?

რაზა – დიახ.

ქონდართუხ – ეხლავე დილეგში! შეთქმულებაა!

რაზა – მომატყუე, შე ლიფსიტა! შენთვის არავის არაფერი

დაუვალე -ბია, ამიტომ უნდა დაგაპატიმრო!

სალამურა – მოდი! მოდი!

მიდი -მოადე – რაზა -!

(ჩხუბი)

ყველანი – სალამურა – !

კინალოკო – რატომ მოკალი -თ, რატომ. არ გამოვალ!

გაიხსენეთ, რა წერია ბიბლიაში: ,, არა კაც ჰკლა!

არ იპარო! არ იმრუშო!”

სალამურა – ბაია -! სად არის ბაია -?

რაზა – იქ, ერთი საიდუმლო საკანია.

სალამურა – გასაღები ჩქარა! ბაია -!

ყველანი – გასაღებია!

სალამურა – ბაია -! ბაია -!

ბიჭები – ბაია -!

სალამურა – (გახსნის ლუკს) ბაია – აქ არ არის!

რაზა – არ არის? ბაია -! ბაია -!

(ქონდართუხუცესს მოჰყავს ბაია -.)

ქონდართუხ – აღარ გვინდა მეფე -.

სალამურა – ბაია -, ბაია -!

(სალამურა – უკრავს.)

ბაია – სალამურა – !

სალამურა – ბაია!

ყველანი – სალამურა!

ბაია – სალამურა!

სალამურა – ბაია, ცოცხალი ვარ, გამიშვით, ცოცხალი ვარ! ბაია!

კვანტი – ეხლა კი, ვიზეიმოთ! ვიზეიმოთ.

ფინალი

(შემოდის სამეფო ოჯახი)

ქონდარუხი – აღარ გვინდა მეფე!

II ვეზირი – – აღარ გვინდა მეფე!

ქონდარელები – აღარ გვინდა მეფე!

მეფე – რას ჰქვია არ გინდათ, აბა რა გავაკეთო?! ან თქვენ რას იზამთ

უჩემოდ.

ფრინტა – არც დედოფალი გვინდა! ძირს დედოფალი!

ყველანი – ძირს დედოფალი!

ქონდარინე – თქვენ არავინ გეკითხებათ, აბა როგორ უნდა ვიცხოვრო?!

კვანტი – დაუდე – როგორც ჩვენ ვცხოვრობთ!

დედოფალი – – ფეხბურთი ვითამაშო თქვენსავით?

ქონდარუხი – რა კარგია, ვითამაშოთ!

რაზა – არ გვინდა, არც მეფე აღარ გვინდა!

II ვეზირი – – ძირს პირველი ვეზირი, მოღალატეა.

ქონდარუხი – ჩუმად! მამიკო, მამიკო, უთხარი ბაიას თვალხუჭობანა

მეთამაშოს.

მეფე – გაჩუმდი! გაჩუმდი!

ქონდარუხი – რას ჰქვია გაჩუმდი! სულაც მე დამესიზმრა, ამ სალამურას

კი არა.

რაზა – სიზმარში შენი იყო, ცხადში კი. . . ბაია!

კინალოკო – ხალხი არა ხართ? დამაძინეთ. ასაკში ვარ. წადით, დაჯექით

ამ დასაწვავ მატარებელზე და წადით.

დაჰკა – ჩქარი მატარებელი ,,სალამურა” გადის III ლიანდაგიდან.

(გვირგვინების მოპარვა)

სალამურა – ბაია!

ქონდარუხი – სალამურა, ერთი წუთით, ციცინათელების ქვეყანას მეორე

მზეთუნახავი არა ჰყავს?

სალამურა – არა.

ქონდარუხი – გაფიცებ.

სალამურა – არა!

ქონდარუხი – კარგი, მაშინ ფრინტასთან ვითამაშებ თვალხუჭობანას.

ფრინტა, ვითამაშოთ?

ფრინტა – არა.

ქონდარუხი – ეხლა კი აღარავის აღარ გელაპარაკებით ქონდარი, დანდური .

სალამურა – ბაია, გინდა მზის ამოსვლა გაჩვენო?

ბაია – მინდა.

სალამურა – იმ გორაკზე უნდა ავიდეთ.

(დასასრული)

პიესა მოგვაწოდა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s