მარხვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარხვა — ზოგიერთი რელიგიის მიერ განსაზღვრული დროით ყოველგვარი ან ცალკეული სახის საკვების (განსაკუთრებით ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების)ასევე არასამარხვო ფიქრების მიღების აკრძალვა.

არასამარხვო ფიქრები- როგორც წესი, არის ფიქრები, რომელიც შეიცავს ისეთი გრძნობების აღქმას, რომელიც აკრძალულია მარხვის პერიოდში. მაგ: არ შეიძლება მამაკაცმა იფიქროს ქალზე, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად უყვარს, ყველაზე მეტად სურს, მაგრამ მისი რელიგიის წარმომადგენელ-წინამძღვრისგან არ მიუღია თანხმობა.

ქრისტიანობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათავეს იღებს შორეულ წარსულში, როცა საკვების სიმცირე მისი დაზოგვის ღონისძიებებს ითხოვდა. შემდეგ მიეცა რელიგიური სანქცია, როგორც "ადამიანის სულის განწმენდისა და განახლების" საუკეთესო საშუალებას, კათოლიკური სარწმუნეობა მრავალდღიან მარხვას არ ითხოვს, მარხულობენ მხოლოდ დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათს, მიძინებისა და შობის კვირაძალზე, ვნების კვირის პარასკევს. პროტესტანტებს არა აქვთ მარხვის დღეები (ანგლიკანების გარდა), განსაკუთრებით ძლიერია მარხვის წესები მართლმადიდებლობაში.

მართლმადიდებელი ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართლმადიდებელ ეკლესიაში სულ 4 მრავალდღიანი მარხვაა:

  1. დიდმარხვა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ (7 კვირა).
  2. პეტრე-პავლობის მარხვა - წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ (1–5 კვირა).
  3. მარიამობის მარხვა - ყოვლად წმიდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ (2 კვირა).
  4. შობის მარხვა - ქრისტეს შობის წინ (6 კვირა).

ერთდღიანი მარხვებია:

  • ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი გარდა მსგეფსისა, რადგან ოთხშაბათს იუდამ გასცა ქრისტე, პარასკევს კი ქრისტე ჯვარს აცვეს.
  • ნათლისღების წინა დღე - 18 იანვარი.
  • წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე - 11 სექტემბერი.
  • ჯვართმაღლება - 27 სექტემბერი.

სულ დაახლოებით ორასი დღე წელიწადში. მარხვის დღეებში იკრძალება სამხიარულო დღეობებში მონაწილეობა, ქორწინების საიდუმლო, ქალთან ურთიერთობა.

ბასილ კესარიელი წერდა: "მარხვამ დაშრიტა ძალი ცეცხლისაი, დაუყვნა პირნი ლომთანი, მარხვაი ლოცვასა ცად აღამაღლებს... წინამძღუარი არს განსვენებაი, დედაი არს სიმრთელისა, მასწავლებელი ჭაბუკთა, სამკაული მოხუცებულთა, კეთილი თანმავალი მოგზაურთაი".

იუდაიზმში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუდაიზმში საერთო მარხვის დღეების გარდა (სამსჯავროს დღეები, ღირსსახსოვარი დღეები) მიღებულია მშობელთა მოსახსენიებელი მარხვა და სხვა.

ისლამში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამის მიხედვით, მკაცრი მარხვა, საუმი (რამადანის თვეში, ასევე სხვა დღეებში ნებაყოფლობითი მარხვა) მორწმუნეს უკრძალავს ლუკმის მიღებას მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე. ეს მომქანცველი წესი იწვევს სულიერად მონანიების სურვილს და თვითგვემას, მუსლიმთა თანაგრძნობას მათდამი, ვინც არააა შემძლე თავი გამოიკვებოს და მატერიალური გაჭირვების გამო იძულებულია იშიმშილოს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]