ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ქალთა ნაკრები ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ლევან ბაჯელიძის გუნდი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის მატჩებს თბილისში გამართავს. ქართველი გოგონები საწვრთნელ შეკრებას ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაივლიან.  ჩვენი გუნდი 6-11 აპრილს ძირითად საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლისთვის იბრძოლებს. საკვალფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის პირველ ჯგუფში საქართველოს, ესტონეთის, ყაზახეთისა და ლატვიის ნაკრებები იასპარეზებენ. მომდევნო ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული და ოთხ საკვალიფიკაციო ჯგუფს შორის ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს. 

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის 22 ფეხბურთელით ემზადება:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი („ერეგლი ბელედიესპორი“, თურქეთი), თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), თინათინ ჯიჯეიშვილი („ლანჩხუთი“)

მცველები: ნათია სხირტლაძე („ლედი გორი“), ნინო სუთიძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), თამარ დოლიძე („აჭარა“), თამარ ქველიძე („კიტ კარლსრუე“, გერმანია), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), ქრისტინე შახკულიანი („მართვე“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), თეონა ბაქრაძე („ერეგლი ბელედიესპორი“, თურქეთი), მარიამ დანელია („თბილისი“), ლანა გორგაძე („მართვე“, ქუთაისი), მაია ნასყიდაშვილი („ივერია“, ხაშური), ანა კულდონაშვილი („თბილისი“), მარიამ ბასილაძე („ნორჩი დინამო“, თბილისი), თამთა შენგელია („მართვე“, ქუთაისი)

თავდამსხმელები: ანა ჩემინავა („ჟალგირისი“, ლიტვა), ხატია ჭყონია („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), გულნარა გაბელია („ბიიკ კაზიგურტი“ ყაზახეთი), ლელა ჭიჭინაძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი)

მატჩების განრიგი:

6 აპრილი
14:00 ესტონეთი-ლატვია
16:00 ყაზახეთი-საქართველო

8 აპრილი
14:00 ყაზახეთი-ლატვია
16:00 საქართველო-ესტონეთი

11 აპრილი
14:00 ესტონეთი-ყაზახეთი
16:00 ლატვია-საქართველო

მატჩები მესხის სახელობის სტადიონის ცენტრალურ და სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, 3 აპრილამდე წერილობით მიმართეთ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს - media@gff.ge.

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ