გენეალოგია


საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიამ (575-1810) ქვეყანას მრავალი დიდი მმართველი აჩუქა. ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის (ისპირის) პროვინციიდან იყვნენ, რომელიც უძველესი ქართული სამთავროს, ტაო-კლარჯეთის ნაწილი იყო (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). ბაგრატიონთა საგვარეულო ფესვებს ჩვენი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნიდან,  ბივრიტიანთა (ბივრატიანთა) საგვარეულოდან იღებს. ამ ოჯახის წარმომადგენლები ძვ. წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნიდან განაგებდნენ ოძრხეს (ოძრახეს) საერისთავოს. ბაგრატიონთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი იყო ბაგრატ ბივრიტიანის ვაჟი - გურამ I კურაპალატი. სუმბატ დავითის ძე ბაგრატიონმა (მე-10 საუკუნის ქართველი ისტორიკოსი) წამოაყენა იდეა ამ დინასტიის ბიბლიური წარმოშობის შესახებ, მაგრამ ეს თეორია წარუმატებელი იყო.


1. ქართლის ერისთმთავარნი (575-605, 786-809 წწ.)

ბაგრატიონთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი, ქართლის ერისმთავარი გუარამ I კურაპალატი იყო (575-590). დედამისი იყო  ვახტანგ I გორგასალის შვილი, თავად ვახტანგ გორგასალი კი თავის მხრივ იყო საქართველოს ფარნავაზიანთა დინასტიიდან. ბაგრატიონთა ოჯახიდან იყვნენ ასევე ქართლის სამთავროს სხვა ერისთავებიც:


* სტეფანოზ I კურაპალატი (590-605)

* აშოტ I კურაპალატი (786-809)


2. კლარჯეთის ერისმთავარნი (619-779 წწ.)

619-678 წლებში კლარჯეთის სამთავროს ერისთავი იყო გურამ II, სტეფანოზ I-ის ვაჟი. ამ სამთავროს სხვა ერისთავები ბაგრატიონთა ოჯახიდან იყვნენ:


* ვარაზბაკური (678-705)

* ნერსე (705-742)

* ადარნასე (742-779)


3. ტაო-კლარჯეთის სამეფო (809-888 წწ.)

აშოტ I დიდი (აგრეთვე ცნობილი, როგორც აშოტ I კუტაპალატი) იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა, შესაბამისად 809 წელს მან სამეფო დინასტია დააფუძნა. ის მართავდა ტაო-კლარჯეთს 826 წელს დოლისკანაში გარდაცვალებამდე. მამამისი იყო ადარნასე ბაგრატიონი (კლარჯეთის ერისთავი). ტაო კლარჯეთის სხვა მეფეები იყვნენ:


* ბაგრატ  I (826-876)

* დავით I კურაპალატი (876-881)

* ადარნასე II (881-888)


4. ქართველთა სამეფო (888- 978 (1008) წწ.)

ქართველთა სამეფო დაარსდა 888 წელს, ის მოიცავდა სამცხე-ჯავახეთის, კოლა-არტაანის, შავშეთის, ტაო-კლარჯეთის, ბასიანის, სპერის და თორთომის (თორთუმის) რეგიონებს. ადარნასე II იყო პირველი მმართველი, რომელსაც მიენიჭა წოდება “საქართველოს მეფე” (888-923 წწ). საქართველოს სხვა მეფეები იყვნენ:


* დავით II (923-937)

* ბაგრატ მაგისტრი (937-945 მეფის ოფიციალურ ტიტულს არ ატარებდა.)

* აშოტ IV (945-954)

* სუმბათ I (954-958)

* ბაგრატ II (958-975. თანამმართველნი: ადარნასე III 961-966 წწ. და დავით III 966-975 წწ.)

* გურგენ II (975-1008 თანამმართველი: მისი შვილი  ბაგრატ  III, 978 წლიდან ასევე დასავლეთ საქართველოში მდებარე აფხაზეთის სამეფოს მეფე )


5. საქართველოს ერთიანი სამეფო (978-1466 წწ.)

საქართველოს ერთიანი სამეფო დაარსდა 978 წელს. ამ წელს ბაგრატ III (გურგენ II-ს შვილი) გახდა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის სამეფოს) მეფე, რომელიც მოიცავდა იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთის, გურიის და სვანეთის სამთავროებს. ბაგრატის დედა გურანდუხტი იყო აფხაზთა მეფის, გიორგი II-ის ასული. ბაგრატიონების საგვარეულომ განაგრძო შთამომავლობა. მათ შორის აღსანიშნავია დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და სხვა მრავალი. 1204 წელს თამარ მეფე გახდა ტრაპზონის იმპერიის მთავარი ფუძემდებელი (ეხლა თურქეთის ნაწილი). XI-XIII საუკუნეები ისტორიაში ცნობილია როგორც საქართველოს შუა საუკუნეების ოქროს ხანა. ამ პერიოდში საქართველო იყო მთელ მცირე აზიაში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

საქართველოს ერთიანი სამეფოს უდიდესი მმართველები: დავით IV აღმაშენებელი (1089-1125წწ) და თამარი (1184-1213წწ)

ბაგრატიონთა დინასტიის საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს მეფეები იყვნენ:


* ბაგრატ III (978-1014)

* გიორგი I (1014-1027)

* ბაგრატ IV (1027-1072)

* გიორგი II (1072-1089)

* დავით IV აღმაშენებელი) (1089-1125)

* დემეტრე I (1125-1155)

* დავით V (1155-1156)

* გიორგი III (1156-1184)

* თამარ მეფე (1184-1213)

* ლაშა - გიორგი IV (1213-1223)

* რუსუდან (1223-1245)

* დავით VI ნარინი (1245-1293)

* დავით VII ულუ (1247-1270)

* დემეტრე II (1271-1289)

* ვახტანგ II (1289-1293)

* დავით VIII (1293-1299, 1300-1308)

* გიორგი VI (1308-1313)

* გიორგი V (1299, 1314-1346)

* დავით IX (1346-1360)

* ბაგრატ V (1360-1393)

* გიორგი VII (1393-1407)

* კონსტანტინე I (1407-1411)

* ალექსანდრე I დიდი (1412-1442)

* ვახტანგ IV (1442-1446)

* გიორგი VIII (1446-1466)


6. ქართლ-იმერეთის მეფეები

ქართლ-იმერეთის (დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილების) მეფეები იყვნენ:


* ბაგრატ II (1466-1478)

* კონსტანტინე II (1478-1484)


7. იმერეთის მეფეები

ბაგრატიონთა იმერული შტოს (დასავლეთ საქართველო) დამარსებელი იყო დავით VI (დავით I იმერეთში). ის იყო დასავლეთ საქართველოს (იმერეთის სამთავროს ჩათვლით) მმართველი 1259-1293 წლებში. 1293-1327 წლებში იმერეთის სამთავროს მმართველი გახდა მისი შვილი კონსტანტინე I. 1293-1392 წლებში იმერეთი იყო საქართველოს ერთიანი სამეფოს ერთ-ერთი სამთავრო ( და არა ცალკე სამეფო). ამ სამთავროს სხვა მმართველები იყვნენ: მიკელი (1327-1329წწ), ბაგრატ I (1329-1372), ალექსანდრე I (1372-1389) და გიორგი I (1389-1392)

1484 წლიდან იმერეთის მეფეები იყვნენ:


* ალექსანდრე II (1484-1510)

* ბაგრატ III (1510-1565)

*გიორგი II (1565-1585)

* ლევანი (1585-1590)

* როსტომი (1590-1604)

* გიორგი III (1605-1639)

* ალექსანდრე III (1639-1660)

* ბაგრატ IV (1660-1661, 1663-1678, 1679-1681)

* არჩილ II (ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახის წარმომადგენელი. 1661-1663, 1678, 1690,1695, 1698)

* ალექსანდრე IV (1683-1690, 1691-1695)

* გიორგი IV (1696-1697)

* სვიმონ (1698-1701)

* გიორგი VI (1707-1711, 1713, 1716-1720)

* ალექსანდრე V (1720-1740, 1741-1752)

* გიორგი VII (1741)

* სოლომონ I (1752-1784)

* დავით II (1784-1789, 1792)

* სოლომონ II (1789-1810)


1701-1707 წლებში იმერეთის სამეფოს ნამდვილი მმართველი იყო უფლისწული გიორგი-მალაკია აბაშიძე (გიორგი V).


8. ქართლის მეფეები


* კონსტანტინე II (1484-1505)

* დავით X (1505-1525)

* გიორგი IX (1525-1527)

* ლუარსაბ I (1527-1556)

* სიმონ I (1556-1569, 1578-1600)

* დავით XI (1569-1578)

* გიორგი X (1600-1606)

* ლუარსაბ II (1606-1615)

* ბაგრატ VII (1615-1619)

* სიმონ II (1619-1625)

* როსტომ (1632-1658)

* ვახტანგ V (1658-1675)

* გიორგი XI (1675-1688, 1703-1709)

* ერეკლე I (1688-1703)

* ქაიხოსრო (1709-1711)

* ვახტანგ VI (1711-1714, 1719-1724)

* იესე (1714-1716)

* ბაქარი (1717-1719)

* თეიმურაზ II (1744-1762)


ქართლის მეფე ვახტანგ VI (მმართველი 1711-1714, 1719-1724 წლებში) და მისი ვაჟი ვახუშტი ბაგრატიონი (1696-1757), ცნობილი ქართველი ისტორიკოსები და გეოგრაფები,  იყვნენ აგრეთვე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამარსებელთა შორის.


9. კახეთის მეფეები


* გიორგი I (1466-1476)

* ალექსანდრე I (1476-1511)

* გიორგი II (1511-1513)

* ლევანი (1520-1574)

* ალექსანდრე II (1574-1601, 1602-1605)

* დავით  I (1601-1602)

* კონსტანტინე I (1605)

* თეიმურაზ I (1606-1616, 1634-1648)

* არჩილ II (1664-1675)

* დავით II (1703-1722)

* კონსტანტინე II (1722-1733)

* თეიმურაზ II (1733-1744)

* ერეკლე II (1744-1762)

1675-1703 წლებში კახეთს სპარსეთის მეფისნაცვალი მართავდა.


10. ქართლ-კახეთის მეფეები


* თეიმურაზ I (1625-1632)

* ერეკლე II (1762-1798)

* გიორგი XII (1798-1801)

უფლისწული იოანე (1768-1830), გამორჩეული ქართველი მწერალი, განმანათლებელ-ენციკლოპედისტი და ლექსიკონოგრაფი.

უფლისწული თეიმურაზ ბაგრატიონი (1782-1846), გამორჩეული ისტორიკოსი, სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.


11. რუსეთის მიერ ანექსია (1801-1810)

ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ბოლო მეფე იყო სოლომონ II, (დასავლეთ საქართველოს მეფე 1789-1810 წლებში). 1801 წელს რუსეთის სამეფო შეიჭრა მეზობელი ქართლ-კახეთის (აღმოსავლეთ საქართველოს) სამეფოში, მოახდინა მისი ანექსირება და  ტახტი ჩამოართვა მის მეფეს გიორგი XII-ს (1798-1801წწ). რუსეთმა უხეშად დაარღვია ქართლ-კახეთსა და რუსეთს შორის 1783 წელს გაფორმებული გიორგიევსკის ტრაქტატი. იმერეთის მეფეს სოლომონ II-ს ტახტი ჩამოერთვა 1810 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა იმერეთის სამეფოში.

1938 წელს საერთაშორისო სამართლის ცნობილმა ფრანგმა სპეციალისტმა, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, სორბონის უნივერსტეტის პროფესორმა ლუის ლე ფურმა აღნიშნა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი იყო პროტექციის ლიმიტირებული ხელშეკრულება ორ მხარეს შორის საერთაშორისო კანონმდებლობის დაქვემდებარებაში, ან ეკვივალენტურად - საერთაშორისო სასამართლოს დაქვემდებარებულ სუვერენულ მხარეებს შორის. ლე ფურმა პირდაპირ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს აქვს ლეგალური უფლება (კომპეტენტურია) გააუქმოს ხელშეკრულება.

ირანის მხრიდან არსებულმა ზეწოლამ და ქვეყნის გაერთიანების მცდელობამ აიძულა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II მიეღო ტრაგიკული გადაწყვეტილება: 1783 წლის 24 ივლისს ის დათანხმდა რუსეთის მიერ მფარველობას. ავადსახსენებელ გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი მოეწერა კავკასიის შორეულ მიდამოში მდებარე ქალაქ გეორგიევსკში (ეხლა რუსეთის ტერიტორია). სუვერენული უფლებების სანაცვლოდ, სამეფო რუსეთმა საკუთარ თავზე აიღო ქართლ-კახეთის სამეფოს დაცვის მოვალეობა.

თეირანი ომით იმუქრებოდა. ომი დაიწყო 1795 წელს. რუსეთმა არ შეასრულა თავისი მოვალეობა, შედეგად ქართლ-კახეთი დარჩა გაჩანაგებული ირანული თავდასხმების შემდეგ. უმწეოდ დარჩენილი საქართველო იყო იმ მომხრის იმედად, რომელმაც უღალატა და აღმოჩნდა ბევრად უფრო საშიში ვიდრე ნებისმიერი მტერი, რომელიც ჰყოლია სამიათას წელზე მეტი არსებობის მანძილზე. რუსეთის არმია მხოლოდ ამ კატასტროფის შემდეგ გამოჩნდა. ერეკლე II-ს ვაჟი, ქართლ-კახეთის ბოლო მეფე, გიორგი XII 1801წელს გარდაიცვალა. რუსეთმა ტახტის მემკვიდრე არ აღიარა და გამოაცხადა ქართლ-კახეთის ანექსია. 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა სპეციალური მანიფესტით დაადასტურა ქართლ-კახეთის ანექსია.

1811 გაუქმდა საქართველოს მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის თავისუფლება (ავტოკეფალია). საქართველოს ბოლო კათალიკოს-პატრიარქი იყო ანტონ II (ბაგრატიონი), ერეკლე II-ს ვაჟი. ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად შეკრებილი საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის საბჭო რუსულმა ჯარმა დაარბია. ამ ინციდენტს ორი ქართველი მიტროპოლიტი და ბევრი ეპისკოპოსი ემსხვერპლა. ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია), რომელსაც პატივს სცემდნენ არაბები, მონღოლები, სპარსები და თურქები, გაუქმდა. 1812 წელს გარდაიცვალა თბილისის ბოლო მიტროპოლიტი და ქართული ეკლესიის აღდგენისთვის მებრძოლი მოძრაობის ლიდერი არსენ თბილელი (ბაგრატიონი). ქართული ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილ იქნა 1917 წელს ქართველი იერარქების გუნდის მიერ.

ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოების დაპყრობის შემდეგ გაუქმდა გურიის(1829), სამეგრელოს (1857), სვანეთის (1858) და აფხაზეთის (1864) სამთავროები.

საქართველოს სამეფოების პოლიტიკური ლიკვიდაცია და ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმება იყო უპრეცედენტო მოვლენა საქართველოს არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე. ქართველი ერი არასდროს შეგუებია სახელმწიფოებრიობის ძალადობრივ წართმევასა და რუსეთის ბატონობას. სინამდვილეში, რუსეთის სამეფოს ბატონობის (1801-1917) 116 წლის მანძილზე ეროვნული-განმანთავისუფლებელი მოძრაობა არ შემწყდარა. რუსული ბატონობის საწინააღმდეგო ამბოხები მოხდა 1802, 1804, 1810, 1811-1813, 1819-1820, 1821, 1824, 1829, 1830, 1832, 1838-1840, 1850, 1856-1857, 1858, 1861-1863, 1866, 1876-1878, 1905-1906, 1907 წლებში. ქართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის პირველი გამორჩეული ლიდერი იყო უფლისწული ალექსანდრე ბაგრატიონი (1770-1844).

უფლისწული ალექსანდრე ბაგრატიონი (1770-1844წწ) - ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის ვაჟი, ეროვნული-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი 1801-1831 წლებში.


12. ბაგრატიონ-მუხრანელთა სამეფო ოჯახი

მე-16 საუკუნეში, 1512 წელს, უფლისწულ ბაგრატ ბაგრატიონს, ქართლის მეფის დავით X-ის  ძმას, გადაეცა მუხრანის რაიონი (60-ზე მეტი სოფლით), როგორც სამთავრო, რომელსაც დაერქვა სამუხრანბატონო, პატრონებს კი - ბაგრატიონ მუხრანბატონნი ან ბაგრატიონ- მუხრანბატონელნი (რუსულად - ბაგრატიონ-მუხრანბატონსკი). ეს უმნიშვნელოვანესი სამთავრო არსებობდა რუსეთის სამეფოს მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომაც, მთელი მე-19 საუკუნის მანძლზე (1918 წლამდე).

აღსანიშნავია, რომ მე-17 საუკუნეში (1724 წლამდე) ქართლის სამეფოს მმართველები იყვნენ ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენლები, თავიდან როგორც ხელისუფალნი (ჯანიშინები), შემდგომ კი როგორც მეფეები. ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახიდან ქართლის მეფეები იყვნენ: ვახტანგ V, გიორგი XI, ერეკლე I, ვახტანგ VI, ქაიხოროსო და სხვები.

მუხრანის ბაგრატიონები, რომელთა საგვარეულო შტოსაც მიეკუთვნება უფლისწული დავით ბაგრატიონი, არიან ორმაგად სამეფო წარმომავლობის. პირველ რიგში, ისინი მიეკუთვნებიან ბაგრატიონთა დინასტიის უფროს შტოს, აგრეთვე ისინი არიან საქართველოს მუხრანის სამთავროს მმართველები.


გენერალი, უფლისწული პეტრე ბაგრატიონი, 1812 წლის ომის გმირი, მეფე იესეს შვილიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში მყოფი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის ამ შტოს წარმომადგენელი, მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი (დაიბადა 1976 წლის ივლისში, ესპანეთში) არის დღევანდელი ბაგრატიონთა სამეფო სახლის სათავეში. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის (1918-1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ, ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახის ნაწილი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და ევროპაში გადასახლებულიყო. ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახის საქართველოში დარჩენილი წევრები მუდმივი რეპრესიების ქვეშ იმყოფებოდნენ ბოლშევიკურ-კომუნისტური რეჟიმისგან.


მისი სამეფო უმაღლესობა, უფლისწული ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი (1909-1977)

მისი სამეფო უმაღლესობის ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი ცოლი იყო იტალიელი დიდგვაროვნის, ჰიუგო პასკუინის შვილი - მარია-ანტუანეტა (უფლისწული ჯორჯ ბაგრატიონის დედა, გარდაიცვალა 1944 წელს), მეორე მეუღლე- ანიტა მარია-მერსედესი, ბორბონების) ესპანური სამეფო სახლის წარმომადგენელი (გარდაიცვალა 1961 წელს).

ევროპაში მყოფ ბაგრატიონთა სამეფო სახლთან ახლო კონტაქტის დამყარება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1990 წლის შემდეგ, როდესაც ეროვნული ძალები, საქართველოს რესპუბლიკის პირველი არჩეული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას (1939-1993) წინამძღოლობით მოვიდნენ ხელისუფლებაში და აღადგინეს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.


მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული გიორგი (ჯორჯ) ბაგრატიონ-მუხრანელი (1944-2008წწ)

მისი სამეფო  უმაღლესობა უფლისწული გიორგი (ჯორჯ) ბაგრატიონ-მუხრანელის პაპამ, უფლისწულმა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელმა მოახერხა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა საქართველო და ევროპაში ემიგრაციაში წასულიყო უფლისწული ჯორჯ ბაგრატიონის მამა - მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი (1909-1977) იყო ქართული პოლიტიკური ემიგრანტების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 1939 წელს მან აღადგინა  იესო ქრისტეს უკერველი კვართის მართმადიდებლური რაინდთა ორდენი (ის ამ ორდენის დიდი მაგისტრი იყო). 1942 წელს მისი ზედამხედველობით გერმანიაში შეიქმნა “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი”. ამ კავშირის მთავარი მიზანი იყო საქართველოს განთავისუფლება საბჭოთა იმპერიის ტირანიისგან და საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დაფუძნება.


მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი (1976)

2003 წლიდან, საქართველოს დედაქალაქ თბილისში დასახლდა და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, როგორც ბატონიშვილმა, 2004 წელს. ის აგრეთვე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სტიქაროსანია.

როგორც სამეფო ოჯახის მეთაური, ის არის ბაგრატიონთა საგვარეულო ორდენების მემკიდრეობითი დიდი მაგისტრი:

* საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს უკერველი კვართის ორდენი

* წმინდა თამარ მეფის ორდენი

* საქართველოს გვირგვინის ორდენი

2009 წლის 8 თებერვალს, მისმა სამეფო უმაღლესობამ, უფლისწულმა დავითმა სამების საკათედრო ტაძარში ცოლად მოიყვანა ბატონიშვილი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი. მისი პირველი შვილი, მისი სამეფო უმაღლესობა, უფლისწული გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი 2011 წლის 27 სექტემბერს დაიბადა, რითაც უზრუნველყო ბაგრატიონ-მუხრანელთა სამეფო საგვარეულოს გაგრძელება.


ბაგრატიონ-მუხრანელთა სამეფო ოჯახის უკანასკნელი 7 თაობის წარმომადგენლები:


* ივანე I (1756-1800)

* კონსტანტინე IV (1782-1842)

* ერაკლე II (1813-1880)

* ალექსანდრე VI (1853-1918)

* გიორგი XII (1884-1957)

* ერეკლე III (1909-1977)

* გიორგი XIII (1944-2008)