ფინანსური აქტივები

ფინანსური აქტივები

გაინტერესებს რას ნიშნავს აქციები, ობლიგაციები და სხვა ფინანსური აქტივები? გაეცანი სტატიას და გაიგე როგორ მუშაობს ფინანსური ბაზარი.

ნებისმიერ ჩვენგანს ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე, ერთხელ მაინც, გვსმენია კომპანიის აქციებისა, დეპოზიტებისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ, თუმცა რეალურად, ფინანსისტთა გარდა, ცოტამ თუ იცის მათი დანიშნულება და გამოყენება. 

ამ სტატიაში დეტალურად გაეცნობით ფინანსური აქტივების ტიპებს და მათ ადგილს ბიზნესში. თუკი გსურს ონლაინ აქციების შეძენა, ფასიანი ქაღალდების ყიდვა ან უბრალოდ ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ქვემოთ მოცემული ინფორმაცია შენთვისაა! 

ფინანსური აქტივები

რა არის ფინანსური აქტივები?

Ნებისმიერი ფასეულობა, რომელსაც კომპანია ან პიროვნება ფლობს აქტივი ეწოდება, ქარხნის მფლობელისათვის მანქანა-დანადგარები, ინვესტორებისთვის აქციები და ა.შ. Თავის მხრივ აქტივები ორ ნაწილად იყოფა. Მიმდინარე, როდესაც რაიმე აქტივი ფულად გარდაიქმნება ერთი წლის განმავლობაში, ანუ გაიყიდება ან გასხვისდება ერთი წლის შემდეგ, და გრძელვადიანი, რომელსაც ფულად გარდასაქმნელად ერთ წელზე მეტი სჭირდება. 

Უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის აქტივები, იქნება ეს გრძელვადიანი თუ მიმდინარე, ორ კატეგორიად იშლება. Ფიზიკურ, მაგალითად მანქანა, შენობა, ქარხანა, დანადგარები და ა.შ. Არაფიზიკურ, იგივე ფინანსური აქტივები, აქციები,ობლიგაციები,დეპოზიტები და სხვა დანარჩენი რომლებზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ.

ფინანსური აქტივი არის არაფიზიკური აქტივი, რომლის ღირებულებაც ისეთი სახელშეკრულებო მოთხოვნიდან გამომდინარეობს, როგორიცაა საბანკო დეპოზიტები, ობლიგაციები და აქციები, რაც ნიშნავს, რომ ფინანსური აქტივის ფასი პირდაპირაა დამოკიდებული გამცემი პიროვნების ან ბანკის დადებულ ღირებულებაზე.  

ფინანსური აქტივები, როგორც წესი, უფრო ლიკვიდურია, ანუ უფრო მარტივად იქცევა ფულად, რაცუფრო ლიკვიდურია აქცია, მით უფრო მეტია მისი გაყიდვის შანსი. Ფინანსური აქტივი უფრო ლიკვიდურია ვიდრე სხვა მატერიალური აქტივი, როგორიცაა საქონელი ან უძრავი ქონება, რაც ნიშნავს რომ მათი ფასი გამუდმებით იცვლება და მათი ვაჭრობა შესაძლებელია ფინანსურ ბაზრებზე. 

ფინანსური ბაზარი ესაა ადგილი სადაც მესაკუთრეები ყიდიან თავიანთი კომპანიის აქციებს. როდესაც კომპანია გადაწყვეტს აქციების საჯაროდ გაყიდვას, ის უკავშირდება ბროკერს, რომელიც განათავსებს აქციებს საფონდო ბირჟაზე. ფინანსური აქტივის, ამ შემთხვევაში აქციის, საბაზრო ფასი დგინდება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, მომავალი ლიკვიდურობის და სხვა მონაცემების ხარჯზე. 

ვინაიდან ფინანსურ აქტივებს არ გააჩნიათ მატერია და ისინი მხოლოდ “წარმოსახვაში” და დოკუმენტებზე არსებობენ, მათი ფასი გამუდმებით იცვლება.

ფინანსური აქტივის ღირებულება ასევე შეიძლება ეფუძნებოდეს არსებულ მატერიალურ ან რეალურ აქტივს,მაგალითად კომპანიის შენობის ან აღჭურვილობის ფასს ან მის მიერ წარმოებული პროდუქტის ღირებულებას. მაგალითად, რაც უფრო მეტ თანხას ჩადებს ელონ მასკი ტესლას წარმოებაში, მით უფრო მეტი ეღირება კომპანია ტესლას აქციები.  

ფინანსური აქტივები არ მოიცავს ისეთ  (არაფინანსურ) აქტივებს, როგორიცაა, საკუთრების უფლებები,მიწა, უძრავი ქონება, საქონელი, ინტელექტუალური საკუთრება, ანუ  საავტორო უფლებები, პატენტები, სავაჭრო ნიშნები და ა.შ.

ფულადი სახსრები, აქციები, ობლიგაციები და საბანკო დეპოზიტები ფინანსური აქტივების მაგალითებია. მიწის, ქონების, საქონლის ან სხვა მატერიალური ფიზიკური აქტივებისგან განსხვავებით, ფინანსურ აქტივებს სულაც არ გააჩნია თანდაყოლილი ფიზიკური ღირებულება ან ფიზიკური ფორმაც კი.

ფინანსური აქტივების ტიპები

ახლა, როცა უკვე გავიგეთ რა არის ფინანსური აქტივები, გავერკვიოთ მის სახეობებშიც.

  • სადეპოზიტო სერთიფიკატი (cd) – ეს ფინანსური აქტივი არის ხელშეკრულება ინვესტორსა და საბანკო დაწესებულებას შორის, რომელშიც მომხმარებელი, მაგალითად კომპანია, ინახავს ბანკში შეტანილ განსაზღვრულ თანხას შეთანხმებული ვადით გარანტირებული პროცენტის სანაცვლოდ.
  • ობლიგაციები – როგორც წესი, ობლიგაცია წარმოადგენს სესხის ინსტრუმენტს, რომელსაც კომპანიები ან მთავრობა ყიდიან მოკლევადიანი პროექტებისათვის თანხების მოსაზიდად. ობლიგაცია არის იურიდიული დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ფული, რომელიც ინვესტორმა სესხის სახით გასცა, თანხა, რა რაოდენობითაც იგი უნდა დაბრუნდეს + პროცენტი და ობლიგაციის დაფარვის თარიღი.
ფინანსური აქტივები
  • აქციები – აქცია არის მფლობელის წილი კომპანიაში. მისი შეძენით ადამიანი ყიდულობს კომპანიის წილს და ხდება თანამეწილე. აქციების გამოშვების დროს კომპანიის მფლობელი ან მფლობელები  ასხვისებენ ფირმის წილს. შესაბამისად, ადამიანი რომელიც შეიძენს მის აქციებს, იღებს მისი წილის შესაბამის მოგებას. კომპანიის მოგების ზრდასთან ერთად იზრდება აქციის მფლობელის მოგებაც. მას შემდეგ რაც აქციები საფონდო ბირჟაზეა, იწყება ვაჭრობა და მისი ფასი იცვლება – იზრდება ან მცირდება იმის მიხედვით თუ როგორ იცვლება კომპანიის მდგომარეობა ბაზარზე.
  • საბანკო ანაბრები – ანაბარი ეს არის მომხმარებლის მიერ ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. არსებობს ვადიანი, ზრდადი და მოთხოვნამდე ანაბრები. შესაძლოა სარგებელი მიმდინარე ანგარიშებსაც დაერიცხოს. როგორც წესი, კომერციული ბანკები ანაბრის სინონიმად იყენებენ დეპოზიტს. რაც უფრო დიდია დეპოზიტის ვადა, მით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი.
  • სესხები – სესხები არის ის აქტივი, რომლებსაც აქვთ ფიქსირებული ან განსაზღვრული გადასახადები. ბანკებისათვის სესხები ისეთი აქტივებია, რომლებიც მათ სხვა მხარეებზე ყიდიან. სესხზე მეტის გასაგებად წაიკითხე სტატია.
  • დერივატივები – დერივატივები არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც, გარიგებაში მონაწილე მხარეებს ენიჭებათ გარკვეული უფლებები, რომელთა მიხედვითაც ერთი მხარე ვალდებულია მიაწოდოს მომავალში მეორე მხარეს გარკვეული აქტივი. ასეთ აქტივებად გვევლინება ძირითადად  აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.
ფინანსური აქტივები

ფინანსური აქტივების დადებითი მხარეები

აქტივების ტიპების გაგების შემდეგ ვისაუბროთ მათ დადებით მხარეებზეც. ფინანსური აქტივების ფლობას უამრავი პოზიტიური მხარე აქვს. ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ანაცვლებს მატერიალურ აქტივებს ფინანსურით. მოდი გადავხედოთ ამის მიზეზებს:

  • აქტივების ის ნაწილი, რომლებიც ძალზე ლიკვიდურია, შეიძლება გამოყენებულ იქნას გადასახადების გადახდაში ან ფინანსური საგანგებო სიტუაციების დასაფარად. მაგალითად, როცა სასწრაფოდ გჭირდებათ ანგარიშიდან ანგარიშზე თანხის გადარიცხვა.
  • აქციებიდან მიღებული შემოსავალი. ბევრს აქციებიდან მიღებული მოგება “მარტივი ფული” ჰგონია, თუმცა ეს ასე ნამდვილად არაა. აქციების ყიდვა ისეთივე სარისკოა, როგორც მეგობრის ნათქვამი “უეჭველი კუში ვიცი”. იმისათვის რომ გამოითვალო კომპანიის ლიკვიდურობა და გააკეთო სწორი არჩევანი, გამოიყენე ლიკვიდურობის კალკულატორი.
  • ინვესტორებისთვის უფრო მეტად უსაფრთხოა კაპიტალის დაბანდება ლიკვიდურ აქტივებში, რადგან არამატერიალური ქონების დაზიანების უფრო ნაკლები შანსი არსებობს.
  • იგი წარმოადგენს მატერიალური აქტივების დაფინანსების მთავარ ეკონომიკურ ფუნქციას. მარტივი გადარიცხვები ფინანსური აქტივების ფლობისას ბევრად უფრო მარტივი და სწრაფი ხერხია. ასევე მომენტალურია შედეგიც. ნებისმიერი აქტივის ან ფასიანი ქაღალდის ონლაინ გადარიცხვა დღეს უკვე წამებში ხდება.
  • ფინანსური აქტივები ამცირებენ გადაუხდელობის რისკს. ხელშეკრულების გაფორმების დროს ორივე მხარე ვალდებულია დაემორჩილოს წესებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფინანსური აქტივების გადაცემის დროს დოკუმენტში აღიბეჭდება თანხის ოდენობა და გადახდის ბოლო ვადა. 

ფინანსური აქტივების უარყოფითი მხარეები

ისევე, როგორც მატერიალურ აქტივებს გააჩნიათ უარყოფითი მხარეები, მაგალითად ცვეთა, გადასახადები და უამრავი სხვა, რომელთა დათვლაც სულ რაღაც წამებშია შესაძლებელი კერნელის კალკულატორების დახმარებით, ასევე ფინანსური აქტივებიც გამოირჩევიან ნეგატიურობით. 

  • იმ აქტივებს, როგორიცაა სადეპოზიტო სერტიფიკატები და ფულის ბაზრის ანგარიშები, ხელშეკრულების თანახმად, თვეების ან წლების განმავლობაში ბანკი არ აძლევს მფლობელს თანხის გამოტანის საშუალებას. რაც გულისხმობს, რომ თუკი თქვენ ხელშეკრულების მიხედვით თანხის დაბრუნების თარიღი არის მითითებული წლის დასასრული, მაშინ რაცარუნდა საჭირო იყოს შენთვის თანხა, მას ვერანაირად ვერ დაიბრუნებ წლის ბოლომდე.
  • როგორც ავღნიშნეთ, ფინანსურ აქტივებს ძირითადად გააჩნიათ, ხელშეკრულების მიხედვით, დაფარვის ვადა, რაც დარღვევის შემთხვევაში ზრდის გადასახლდელ თანხას ჯარიმის სახით.
ფინანსური აქტივები

რატომაა მნიშვნელოვანი ფინანსური აქტივები?

ფინანსური აქტივების მენეჯმენტი მნიშვნელოვანი ნაწილია ნებისმიერი ფიზიკური პირის ან კომპანიისთვის, რადგან ის გავლენას ახდენს მოგებაზე, რომელსაც მფლობელი მიიღებს, იქნება ეს მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მოგება. დღევანდელ ეკონომიკაში, რომელიც ცვლილებებს ყოველდღიურად განიცდის, საჭიროა ფინანსური აქტივების სწრორი მენეჯმენტი, რომლის გარეშეც ვერ მიიღებ კარგ ანაზღაურებას შენი ფინანსური აქტივებიდან.

ფინანსური აქტივების მართვა მოიცავს ჩეკების გაცემას, საკრედიტო ბარათების მართვას, სესხებს და სახსრების გადაცემას. ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოთქმულით და შეიძლება მოიცავდეს საბროკერო მომსახურებებსაც.

ყველა ოპერაცია აღირიცხება და ყურადღება ექცევა ფინანსური აქტივების მართვის სისტემაში. ფინანსური აქტივების შესახებ ყველა მონაცემი ცენტრალიზებულია და ინახება. ეს საშუალებას აძლევს ფინანსურ აქტივებს და მათ სტატუსს იყვნენ თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს. 

ეს ხელს უწყობს განხორციელებული ფინანსური ინვესტიციების პროგრესს და მიღებულ შემოსავალს. ეს ასევე ეხმარება სამომავლო ინვესტიციების დაგეგმვას, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოგებას.

სანამ ფინანსური აქტივების მენეჯმენტში ინვესტიციას ჩადებთ, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენენ ასეთი სისტემის მუშაობაზე. ასეთ სისტემაში დიდი რაოდენობით მონაცემები ინახება. მისი შენახვის გზა უნდა იყოს ღია და აშკარა. 

ზოგიერთმა სისტემამ შეიძლება გამოიყენოს კომერციული მონაცემთა ბაზა ინფორმაციის შესანახად. ამგვარი მონაცემების მიღება უფრო სწრაფია. კონკრეტული მონაცემების ძიების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს, მაგალიტად წარმოიდგინე მონაცემთა ბაზა, სადაც ყველა შენი აქტივის ჩამონათვალია.

დასკვნა

ნებისმიერ კომპანია ყოველთვის უნდა აკონტროლებდეს თავისი ფინანსური აქტივების აღრიცხვას, რათა იგი საჭიროებისამებრ გამოიყენოს. ფინანსური ბაზარი კომპანიებს ეხმარება შემოსავლის მიღებასა და ბიზნესის მომგებიანობის გაზრდაში. 

ბიზნესის მართვა ფინანსური აქტივების გარეშე ხშირად კომპლექსური და ჩახლართულია, გაეცანი სტატიას ფინანსურ ბიზნეს რჩევებზე და გაიმარტივე გზა პირველ მოგებამდე! 

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ლიდერობა კრიზისის დროს

ლიდერობა კრიზისის დროს

როდის იყო რომ ბიზნეს სამყარო გაურკვევლობებით სავსე არ იყო? კოვიდ-19-ის, ისევე როგორც ყველა კრიზისის დროს, გაურკვევლობა და უიმედობა ბიზნეს-ლიდერებს სიკვდილის ანგელოზებივით ადგათ თავს. არაფერია იმაზე უარესი, როდესაც გარშემო ყველაფერი ნისლითაა დაფარული...

სახლ-ოფისი

სახლ-ოფისი

სახლის ედემი თითქმის ორი თვეა უკვე სახლში ვსხედვართ და ჯდომისგან წელ-კისერ-ფეხებ ატკიებული ვმუშაობთ. როგორ შეიძლება პროდუქტიული იყო, როდესაც ტკივილს განიცდი? თან, როგორც ბევრს ეგონა, თურმე სახლის ედემი თურმე არც თუ...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!