ირაკლი ბათიაშვილი - აქციის დარბევამ დაადასტურა, რომ სააკაშვილის რეჟიმი აგონიაში და ისტერიკაშია

ირაკლი ბათიაშვილი - აქციის დარბევამ დაადასტურა, რომ სააკაშვილის რეჟიმი აგონიაში და ისტერიკაშია

დღევანდელი აქციის დარბევამ დაადასტურა, რომ სააკაშვილის რეჟიმი აგონიაში და ისტერიკაშია და ეშინია 21 მაისის, როდესაც "სახალხო კრება" ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს. ამის შესახებ "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა რუსთავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისათვის პოლიციას დაკავებული ჰყავს "სახალხო კრების" ახალგაზრდული ფრთის შვიდი და მოძრაობა "არას" ხუთი წარმომადგენელი. ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია, პოლიციის რომელ განყოფილებებში არიან ისინი მოთავსებულნი. მისი თქმით, ერთ-ერთი დაკავებული უკვე მიიყვანეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

"სახალხო კრება" დღეს, რუსთავის პოლიციის #1 ქვეგანყოფილების უფროსის, ვალერი დუღაშვილის სახლთან აქციას მართავდა, რომელსაც აქციის მონაწილეები კორუფციაში ადანაშაულებდნენ. ბათიაშვილის ინფორმაციით, აქციაზე პოლიციამ პროვოკაცია მოაწყო - ერთ-ერთმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა ქალ პოლიციელებს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა "სახალხო კრებისა" და "არას" წევრები დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე