112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

საქმიანობა

დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელება;
-

გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით;

-

ავარიების, კატასტროფების, ხანძრების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო მოვლენათა ადგილებში საზოგადოების წესრიგის დაცვა;

-

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღკვეთა-აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

-

სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვა, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე მოქალაქეთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა.

-

კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე;

-

დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

-

კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალ დართვევათა საქმეების განხილვა და წარმოება, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე;

-

საპატრულო პოლიცია , უფლებამოსილია სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ვიზის გაცემაზე.



ფუნქციები:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციებს, უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას. საპატრულო პოლიცია ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას, თავის საქმიანობაში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აწარმოებს გამოძიებას, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.